კეტი უაიტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან კეტი უაითი)
კეტი უაიტი

ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი კეტრინ რებეკა უაიტი
აგრეთვე ცნობილი როგორც კეტი
დაბ. თარიღი 18 იანვარი, 1983 (1983-01-18) (41 წლის)
ლოუტაუნი, ლისთან ახლოს, დიდი მანჩესტერი, გაერთიანებული სამეფო
დაბ. ადგილი Wigan
ჟანრ(ებ)ი საცეკვაო პანკი
ნიუ რეივი
ინდი
საქმიანობა მომღერალი/ტექსტების ავტორი, მუსიკოსი, რეპერი
ინსტრუმენტ(ებ)ი სოლისტი, გიტარა, ბას-ბარაბანი
აქტიური 1998-დღემდე
საიტი thetingtings.com

კეტრინ რებეკა უაიტი (ცნობილი როგორც ”კეტი”) — ინგლისელი პოპ მომღერალი. 2007 წელს ჟიულ დე მარტინოსთან ერთად ჩამოაყალიბა ბრიტანული პოპ-დუეტი The Ting Tings. წარმოშობით დიდი მანჩესტერის პატარა ქალაქ ლიდანაა. პირველ წარმატებას, მომღერლის ამპლუაში, გოგონათა პანკ-როკ-ტრიოში TKO მიაღწია. ამ პერიოდში კეტის მამამ, დევიდ უაიტმა, ტექსტების ავტორ ჟიულ დე მარტინოს ტრიოსათვის სიმღერების დაწერა დაავალა. გავიდა წლები და ამ ორმა ადამიანმა ჯერ ბანდა Dear Eskiimo, შემდგომ კი დღეისათვის სახელგანთქმული დუეტი The Ting Tings ჩამოაყალიბა.

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გაიზარდა ფერმაში, ლოუტაუნში, გოლბორნის გარეუბანში (დიდი მანჩესტერი, ინგლისი) მამა დევიდთან, დედა ლინთან და და ელენასთან ერთად. იქვე დაამთავრა სკოლა. 12 წლის იყო კეტი, როდესაც მისმა ბაბუამ, კენ უაიტმა, სახალხო ლატარიაში £6.6 მილიონი მოიგო. მან შვილებს - დევიდს, სტეფანსა და რიჩარდს, თითოეულს £1 მილიონი აჩუქა.

დისკოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ინტერვიუები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]