კეტი ბოუმანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კეტი ბოუმანი
ინგლ. Katie Bouman

ბოუმანი Event Horizon-ის ტელესკოპის წარდგენაზე 2019 წელს
დაბ. თარიღი 1989/1990 წელი
დაბ. ადგილი West Lafayette
მოქალაქეობა აშშ-ის დროშა ამერიკის შეერთებული შტატები
საქმიანობა ინფორმატიკოსი და ელექტროინჟინერი
მუშაობის ადგილი კალიფორნიის ტექნოლოგიის ინსტიტუტი[1] და ჰარვარდის უნივერსიტეტი[2]
ალმა-მატერი მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტი
მიჩიგანის უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი ფილოსოფიის დოქტორი
მამა Charles Addison Bouman[3]
ჯილდოები 100 ქალი[4]
საიტი biontech.de/de/our-dna/fuehrungsteam

კეტი ლუიზ ბოუმანი (ინგლ. Katherine Louise Bouman[5], დ. 1989/1990 წელი[6]) — ამერიკელი ინჟინერი და კომპიუტერული მეცნიერი, რომელიც მუშაობს კომპიუტერული გამოსახულებების სფეროში. იგი ხელმძღვანელობდა შავი ხვრელის გამოსახულების გადასაღებ ჯგუფს. ის ასევე იყო Event Horizon-ის ტელესკოპის სამეცნიერო ჯგუფის წევრი, რომლის საშუალებითაც შავი ხვრელის პირველი ფოტო გადაიღეს.[7][8][9]

კალიფორნიის ტექნოლოგიუr ინსტიტუტში, ბოუმანი დაინიშნა ასისტენტ პროფესორის თანამდებობაზე 2019 წლის ივნისში, მოგვიანებით, 2020 წელს კი - მას პროფესორის სტატუსი მიენიჭა.[10][11]

ადრეული წლები და კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბოუმანი გაიზარდა დასავლეთ ლაფაიეტში, ინდიანაში. მისი მამა, ჩარლზ ბოუმანი, ელექტრო და კომპიუტერული ინჟინერიისა და ბიოსამედიცინო ინჟინერიის პროფესორია პურდუს უნივერსიტეტში, ინდიანაში.[12]

როგორც საშუალო სკოლის მოსწავლემ, კეტი ბოუმანმა ჩაატარა ვიზუალიზაციის კვლევა პურდუს უნივერსიტეტში. მან დაამთავრა დასავლეთ ლაფაიეტის უმცროსთა და უფროსთა საშუალო სკოლა 2007 წელს.[12] კეტი ბოუმანმა Event Horizon-ის ტელესკოპის შესახებ პირველად 2007 წელს, სკოლასი სწავლის დროს შეიტყო.

ბოუმანმა ელექტრო ინჟინერია მიჩიგანის უნივერსიტეტში შეისწავლა და 2011 წელს ფაკულტეტის წარჩინებული კურსდამთავრებული გახდა. მან 2013 წელს მაგისტრის ხარისხი მიიღო, 2017 წელს კი დოქტორანტურა დაასრულა მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში. ის ელექტრონიკისა და კომპიუტერული მეცნიერებების დოქტორია.[13]

მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში ბოუმანი იყო მასაჩუსეტსის ინსტიტუტის კომპიუტერული მეცნიერებისა და ხელოვნური ინტელექტის ლაბორატორიის (CSAIL) წევრი.[14] ეს სამეცნიერო ჯგუფი ასევე მუშაობდა მასაჩუსეტსის ჰეისტაკის ობსერვატორიასთან და Event Horizon-ის ტელესკოპთან.[15][16] კეტი ბოუმანი ეროვნული სამეცნიერო ფონდის სამაგისტრო სტიპენდიანტი იყო. მის სამაგისტრო ნაშრომს მიენიჭა ერნსტ გილემინის პრემია ინჟინერიის საუკეთესო სამაგისტრო ნაშრომისთვის.[17] მის სადოქტორo დისერტაციას: ექსტრემალური გამოსახულების ფიზიკური მოდელის ინვერსიის საშუალებით: კუთხეების დანახვა და შავი ხვრელების ვიზუალიზაცია მეცნიერი უილიამ ფრიმენი ხელმძღვანელობდა. სადოქტორო ხარისხის მიღებამდე ბოუმანმა წაიკითხა მოხსენება TEDx-ის კონფერენციაზე სახელწოდებით: „როგორ გადავიღოთ შავი ხვრელი“, სადაც განმარტებული იყო ალგორითმები, რომელთა საშუალებითაც შავი ხვრელის პირველი ფოტოების გადაღება იყო შესაძლებელი.[5][6][18] ვიდეომ 2 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა. ის ასევე გამოსცემდა სამეცნიერო ჟურნალებს და აწყობდა კონფერენციებს, რითაც ის 2020 წელს h ინდექსში მე-19 ადგილზე მოხვდა.[19]

კვლევები და კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დოქტორის ხარისხის მოპოვების შემდეგ, ბოუმანი შეუერთდა ჰარვარდის უნივერსიტეტის, Event Horizon-ის ტელესკოპის გამოსახულებების ჯგუფს.[20][21][22]

შავი ხვრელის პირველი ფოტოსურათი, რომელიც 2019 წლის აპრილში გამოქვეყნდა

ბოუმანი 2013 წელს შეუერთდა Event Horizon-ის ტელესკოპის პროექტს.[23] ის ხელმძღვანელობდა შავი ხვრელის გამოსახულების გადასაღები ალგორითმის შემმუშავებელ ჯგუფს.[18][24][25] სწორედ ამ ჯგუფის მიერ შემუშავებული მასალები იყო გამოყვენებული პირველი სურათის მისაღებად 2019 წლის აპრილში.[26] ბოუმანმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ამ გამოსახულების მოპოვებაში,[9][27] გადამოწმებაში და Event Horizon-ის ტელესკოპის მიერ გადაღებული ფოტოების ფილტრაციის სწორად შერჩევაში. ასევე მონაწილეობდა ვიზუალიზაციის ძლიერი ჩარჩოს შემუშავებაში, რომელიც რეკონსტრუქციის სხვადასხვა ტექნიკის საშუალებით გამოსახულებებს ადარებს.[28] მისი ჯგუფი აანალიზებს Event Horizon-ის ტელესკოპის სურათებს, რომ უფრო მეტი შეიტყონ გრავიტაციულ ველში ზოგადი ფარდობითობის შესახებ.[29]

ფოტო, სადაც ბოუმანი Event Horizon-ის ტელესკოპის მიერ გადაღებული შავი ხვრელის ფოტოს ზეიმობს, სოციალურ მედიაში ვირუსული გახდა. მის შესახებ დაწერა მრავალმა გავლენიანმა გამოცემამ.[9][30][31][32] ამ ფოტოსურათმა ზოგიერთი ადამიანი და მედია საშუალება შეცდომაში შეიყვანა, რადგან მათ ბოუმანი პროექტის „მარტოხელა გენიოსი“ ეგონათ.[33][34] ამასთან, თავად ბoუმანმა არაერთხელ აღნიშნა, რომ ამ შედეგს თანამშრომლობის საშუალებით მიაღწიეს და დასძინა, რომ გუნდურ მუშაობას მეცნიერებაში უდიდესი ადგილი უჭირავს.[9][34][35] ბოუმანი ასევე გახდა ინტერნეტ შევიწროების სამიზნე, რის შესახებაც მისმა კოლეგა ანდრიუ ჩაელმა Twitter-ზე დაწერა: „საშინელი და სექსისტური თავდასხმებია ჩემს კოლეგასა და მეგობარზე“. მომხმარებლები აცხადებდნენ, რომ ბოუმანს შავი ხვრელის ფოტოს გადაღებაზე ძალიან მცირე წვლილი მიუძღვის და ფონს გუნდის წევრების ხარჯზე გავიდა.[27][28][36][37]

ბოუმანი შეუერთდა კალიფორნიის ტექნოლოგიურ ინსტიტუტს 2019 წლის ივნისში როგორც ასისტენტ პროფესორი. ინსტიტუტში კეტი კომპიუტერული სისტემების და მანქანური სწავლების გამოყენებით გამოთვლითი გამოსახულების ახალი სისტემების შექმნაზე მუშაობას.[29][38][39] მისი ფაკულტეტის ვებ-გვერდის თანახმად, იგი არის ასისტენტ პროფესორი გამოთვლითი და მათემატიკური მეცნიერებების, ელექტრო ინჟინერიისა და ასტრონომიის საკითხებში.[40] ბოუმანმა კალიფორნიის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში 2020 წელს პროფესორის სტატუსი მოიპოვა.[11]

ბოუმანი არის ბრიტანული გაზეთის, Astronomy Now-ის რედაქტორი, რომლის სტატიებიც სამყაროსა და ასტრონომიის შესახებაა.[41].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Katherine L. (Katie) Bouman
  2. https://bhi.fas.harvard.edu/people/katie-bouman
  3. That first-ever black hole picture? A West Lafayette grad played a big part // Journal & CourierLafayette: 2019.
  4. BBC 100 Women 2019: Who is on the list this year? // BBC News Online — 2019.
  5. 5.0 5.1 Bouman, Katie. Katie Bouman | Speaker | TED en. ციტირების თარიღი: April 10, 2019
  6. 6.0 6.1 Guarino, Ben (April 10, 2019). „Algorithms gave us the black hole picture. She's the 29-year-old scientist who helped create them“. The Washington Post. ციტირების თარიღი: April 16, 2019.
  7. Anon. (April 11, 2019) The woman behind first black hole image. BBC News.
  8. (April 2019) Focus on the First Event Horizon Telescope Results — the series of articles in The Astrophysical Journal Letters which report the EHT results.
  9. 9.0 9.1 9.2 9.3 Mervosh, Sarah (April 11, 2019). „How Katie Bouman Accidentally Became the Face of the Black Hole Project“. The New York Times. ციტირების თარიღი: April 12, 2019.
  10. Katie Bouman Joins EAS and CMS (April 11, 2019). დაარქივებულია ორიგინალიდან — იანვარი 12, 2021. ციტირების თარიღი: April 11, 2019
  11. 11.0 11.1 Stevens, Chester. (October 9, 2020) Caltech Faculty Receive Named Professorships. ციტირების თარიღი: November 19, 2020
  12. 12.0 12.1 Bangert, Dave. That first-ever black hole picture? A West Lafayette grad played a big part en (April 10, 2019). ციტირების თარიღი: April 10, 2019
  13. Katie Bouman aka Katherine L. Bouman. ციტირების თარიღი: 13 January 2021
  14. Hardesty, Larry. (6 June 2016) A method to image black holes en. ციტირების თარიღი: 2020-11-19
  15. Chu, Jennifer. Working together as a 'virtual telescope,' observatories around the world produce first direct images of a black hole. MIT News (10 April 2019). ციტირების თარიღი: April 10, 2019
  16. Fletcher, Seth (2018). Einstein's shadow : a black hole, a band of astronomers, and the quest to see the unseeable. New York, NY: Ecco, an imprint of HarperCollins Publishers, გვ. 140. ISBN 978-0-06-231202-0. OCLC 1055204305. 
  17. EECS Celebrates – Fall 2014 Awards | MIT EECS (18 November 2014). დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 მაისი 2019. ციტირების თარიღი: 27 თებერვალი 2021.
  18. 18.0 18.1 Chappel, Bill (April 10, 2019). „Earth Sees First Image Of A Black Hole“. NPR. ციტირების თარიღი: April 10, 2019. ციტატა: „Some of that work took place in Massachusetts, at MIT's Computer Science and Artificial Intelligence Lab, where computer scientist Katie Bouman 'led the creation of a new algorithm to produce the first-ever image of a black hole,' the lab said Wednesday.“
  19. Katherine L. Bouman, Google Scholar. https://scholar.google.com/citations?hl=en&user=7lhbMtgAAAAJ
  20. Katie Bouman en. დაარქივებულია ორიგინალიდან — აპრილი 10, 2019. ციტირების თარიღი: April 10, 2019
  21. Professor Katie Bouman (Caltech): " Imaging a Black Hole with the Event Horizon Telescope" en-US. დაარქივებულია ორიგინალიდან — აპრილი 10, 2019. ციტირების თარიღი: April 10, 2019
  22. Project bids to make black hole movies en-GB (February 16, 2017). ციტირების თარიღი: April 10, 2019
  23. Ellis-Petersen, Hannah (April 11, 2019). „Katie Bouman: the 29-year-old whose work led to first black hole photo“. The Guardian (ინგლისური). ISSN 0261-3077. ციტირების თარიღი: May 9, 2019.
  24. Bouman, Katherine L.; Johnson, Michael D.; Zoran, Daniel; Fish, Vincent L.; Doeleman, Sheperd S.; Freeman, William T. (2016) „Computational Imaging for VLBI Image Reconstruction“, 2016 IEEE Conference on Computer Vision and Pattern Recognition (CVPR), გვ. 913–922. DOI:10.1109/CVPR.2016.105. ISBN 978-1-4673-8851-1. 
  25. Scientist superstar Katie Bouman designed algorithm for black hole image (April 11, 2019). ციტირების თარიღი: April 12, 2019
  26. MIT_CSAIL. (April 12, 2019) Clarification.
  27. 27.0 27.1 Elfrink, Tim. Trolls hijacked a scientist's image to attack Katie Bouman. They picked the wrong astrophysicist.. ციტირების თარიღი: April 12, 2019
  28. 28.0 28.1 Chael, Andrew [thisgreyspirit]. (April 11, 2019) (3/7) the work of many others who wrote code, debugged, and figured out how to use the code on challenging EHT data. With a few others, Katie also developed the imaging framework that rigorously tested all three codes and shaped the entire paper (iopscience.iop.org/article/10.3847/2041-8213/ab0e85);. ციტირების თარიღი: May 9, 2019
  29. 29.0 29.1 Katherine L. (Katie) Bouman. California Institute of Technology. ციტირების თარიღი: April 10, 2019
  30. Ellis-Petersen, Hannah (April 11, 2019). „Katie Bouman: the 29-year-old whose work led to first black hole photo“. The Guardian. ციტირების თარიღი: April 13, 2019.
  31. Lou, Michelle; Ahmed, Saeed (April 12, 2019). „To undermine Katherine Bouman's role in the black hole photo, trolls held up a white man as the real hero – until he fought back“. CNN. ციტირების თარიღი: April 13, 2019.
  32. Collins, Ben (April 12, 2019). „The first picture of a black hole made Katie Bouman an overnight celebrity. Then internet trolls descended“. NBC News. ციტირების თარიღი: April 13, 2019.
  33. Koren, Marina. (April 15, 2019) The Dark Saga of Katie Bouman. The Atlantic. ციტირების თარიღი: May 12, 2019
  34. 34.0 34.1 Smith, Kiona N.. (April 14, 2019) We Should Listen To Katie Bouman: Science Takes Teamwork. Forbes. ციტატა: „One section of the internet made Bouman a figurehead without her consent and often over her own protests, while another section subjected her to harassment and virulent backlash.“ ციტირების თარიღი: April 22, 2019
  35. Perkins, Robert (April 15, 2019). „How to Take a Picture of a Black Hole“. Caltech News. ციტირების თარიღი: April 22, 2019.
  36. Griggs, Mary Beth (April 13, 2019). „Online trolls are harassing a scientist who helped take the first picture of a black hole“. The Verge. ციტირების თარიღი: April 14, 2019.
  37. Joyce, Kathleen. (April 13, 2019) Internet trolls attempted to discredit Katie Bouman's work on black hole project en-US. ციტირების თარიღი: April 14, 2019
  38. Imaging the Invisible en. დაარქივებულია ორიგინალიდან — მაისი 13, 2019. ციტირების თარიღი: April 10, 2019
  39. Perkins, Robert. (2 July 2019) Seeing Farther and Deeper: An Interview with Katie Bouman. ციტირების თარიღი: 13 January 2021
  40. Caltech Computing + Mathematical Sciences | Katherine L. Bouman en. ციტირების თარიღი: 2020-11-19
  41. Katie Bouman – Astronomy Now en. ციტირების თარიღი: 2019-04-10.