კეტე ბოსე-გრიფიტსი
| კეტე ბოსე-გრიფიტსი | |
|---|---|
| გერმ. Kate Bosse-Griffiths | |
| დაბადების თარიღი | 16 ივლისი, 1910[1] |
| დაბადების ადგილი | ვიტენბერგი[1] |
| გარდაცვალების თარიღი | 4 აპრილი, 1998[1] (87 წლის) |
| გარდაცვალების ადგილი | Swansea |
| საქმიანობა | ეგვიპტოლოგი, არქეოლოგი, ანთროპოლოგი, მწერალი და ისტორიკოსი |
| ენა | უელსური ენა და ინგლისური ენა |
| მოქალაქეობა |
|
| მეუღლე | J. Gwyn Griffiths |
| შვილ(ებ)ი | Robat Gruffudd და Heini Gruffudd |
კეტე ბოსე-გრიფიტსი (დ. 16 ივლისი, (1910, ვიტენბერგი – გ. 4 აპრილი, 1998 სუონსი) —გამოჩენილი ეგვიპტოლოგი. დაიბადა გერმანიაში, შემდეგ, როგორც პოლიტიკური დევნილი, გადავიდა ბრიტანეთში. იქ ცოლად გაჰყვა უელსელ ჯ. გრიფიტსს. წერდა ვალიურ (უელსურ) ენაზე. როგორც უელსელმა მწერალმა უნიკალური წვლილი შეიტანა უელსურ ლიტერატურაში. [2] [3]
ადრეული წლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კეტე ბოსე დაიბადა ვიტენბერგში, გერმანიაში 1910 წელს. იგი ოთხი შვილიდან მეორე იყო. მამა, პოლ ბოსი (1881-1947) — გამოჩენილი გინეკოლოგი და ვიტენბერგის ქალაქის საავადმყოფოს ხელმძღვანელი. დედა, კეტე ბოსი (ძვ. ლევინი, 1886–1944) წარმოშობით ებრაელი იყო, მაგრამ გოგონა ლუთერანულ ტრადიციებზე გაიზარდა. მშობლიურ ქალაქში საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ ჩაირიცხა მიუნხენის უნივერსიტეტში, სადაც 1935 წელს მიიღო დოქტორის ხარისხი ფილოსოფიასა და ეგვიპტოლოგიაში. მისი დისერტაცია ეხებოდა ადამიანის ფიგურას გვიან ეგვიპტურ სკულპტურაში. [4] მალევე მან დაიწყო მუშაობა ბერლინის სახელმწიფო მუზეუმების ეგვიპტოლოგიისა და არქეოლოგიის განყოფილებაში, მაგრამ, როდესაც გაირკვა დედის ეროვნება, მამაც და კეტეც გაათავისუფლეს დაკავებული თანამდებობებიდან. [5]
ბოსე ნაცისტების რეპრესიებს გაექცა და 1936 წელს გაემგზავრა ბრიტანეთში. [6] იგი მუშაობდა ზოოლოგისა და კლასიკოსი მეცნიერის დარსი უენტვორტ ტომპსონის ასისტენტად. [7] მომავალი ეგვიპტოლოგი დაკავდა კვლევითი საქმიანობით ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის პიტრის მუზეუმში და შემდეგ ოქსფორდის ეშმოლეანის მუზეუმში. 1938 წელს, როდესაც ოქსფორდის სომერვილის კოლეჯის უფროსი მეცნიერი იყო, გაიცნო კოლეგა-ეგვიპტოლოგი და სტუდენტი-მკვლევარი ჯ. გვინ გრიფიტსი. უელსელი კლასიკოსი გრიფიტსი გაიზარდა რონდაში და დაამთავრა კარდიფის საუნივერსიტეტო კოლეჯი (ახლანდელი კარდიფის უნივერსიტეტი). კეტლინ ფრიმანის გავლენით დაინტერესდა ძველი ეგვიპტით.
ბოსე და გრიფიტსი დაბრუნდნენ რონდაში და დასახლდნენ სოფელ პენტრეში., რომელიც ცხოვრობდა წმინდა სტეფანეს გამზირზე 14-ში. გრიფიტსმა დაიწყო მუშაობა მასწავლებლად პორტის საგრაფოს სკოლაში. ისინი დაქორწინდნენ 1939 წელს და ბოსი გახდა კეტე ბოსე-გრიფიტსი. ბოსეს და გრიფიტს შეეძინათ ორი ვაჟი, რობატ გრიფიტსი (დაიბადა 1943 წელს) და ჰეინი გრიფიტსი (დაიბადა 1946 წელს).
მეორე მსოფლიო ომის დროს ბოსე-გრიფიტსმა და მისმა მეუღლემ თავიანთ სახლში პენტრეში დააარსეს ავანგარდული ლიტერატურული და ინტელექტუალური ჯგუფი Cadwgan Circle, რომლის წევრები იყვნენ პენარ დევისი და რიდვენ უილიამსი. ამ ლიტერატურული შეხვედრების დროს ბოსე-გრიფიტსი გაიტაცა ვალიურმა (უელსური) ენამ. იმავე წლებში გერმანიაში, ბოსე-გრიფიტსის დედა დაიღუპა ქალების საკონცენტრაციო ბანაკ რავენსბრუკში. მისი ძმები გიუნტერი და ფრიცი დააპატიმრეს და შემდეგ ზოშნის საკონცენტრაციო ბანაკში გადაიყვანეს. ომის დასასრულს გაიცა ბრძანება მათი განადგურების შესახებ, მაგრამ არ შესრულებულა. კეტეს და, დოროთი ექვსი კვირით დააპატიმრეს, მაგრამ გაათავისუფლეს.
აკადემიური და ლიტერატურული კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1960-იანი წლების ბოლოს კეტე და მისი მეუღლე ეგვიპტეში იმყოფებოდნენ. შედეგად, კეტემ დაწერა წიგნი Tywysennau o'r Aifft.
1971 წელს, როდესაც მისი მეუღლე გახდა სუონსის უნივერსიტეტის ლექტორი, ბოსი მასთან ერთად გადავიდა აპლენდსში, შემდეგ კი — სკეტიში, სუონსში. იგი გახდა სუონსის მუზეუმის არქეოლოგიური განყოფილების მცველი და ამ თანამდებობაზე მუშაობდა 25 წლის განმავლობაში, თითქმის გარდაცვალებამდე კურირებდა კოლექციებს. [8] მონაწილეობა მიიღო სერ ჰენრი ვეკამის ეგვიპტური კოლექციის გადატანაში საცავიდან სუონსის კლასიკურ დეპარტამენტში, სადაც ბოსე-გრიფიტსმა მომდევნო ოცი წელი გაატარა კოლექციის 5000 ობიექტის კვლევაში. ველკამის კოლექცია ამჟამად ინახება სუონსის უნივერსიტეტის ეგვიპტის ცენტრში.
Bosse-Griffiths იყო გამოქვეყნებული ავტორი, რომელიც უელსურად წერდა გერმანული პაციფისტური მოძრაობების შესახებ Mudiadau Heddwch yn yr Almaen-ში (1942). მისი აკადემიური ნაშრომი მოიცავდა Amarna Studies და სხვა შეგროვებულ ნაშრომებს (1955). [9] მან ასევე გამოაქვეყნა მრავალი სტატია არქეოლოგიურ საკითხებზე.
იგი გარდაიცვალა სუონსში 1998 წლის 4 აპრილს. დაკრძალულია მორისტონის სასაფლაოზე.
ბოსე-გრიფიტსი წერდა უელსურ ენაზე გერმანული პაციფისტური მოძრაობების შესახებ Mudiadau Heddwch yn yr Almaen (1942). მის აკადემიურ ნაშრომებს მიეკუთვნება Amarna Studies and Other Collected Papers (1955). [10] მან ასევე გამოაქვეყნა მრავალი სტატია არქეოლოგიურ საკითხებზე.
ბოსე-გრიფიტსი რომანებსა და მოთხრობებში ყურადღებას ამახვილებს უელსელი ქალების ცხოვრებასა და ისეთ ტაბუდადებულ საკითხებზე, როგორიცაა აბორტი, მრუშობა და ქალთა ურთიერთობა რელიგიასთან. [11]
ბოსე-გრიფიტის ვაჟმა ჰეინიმ დაწერა A Haven from Hitler, რომელშიც მოთხრობილია მისი ოჯახის ისტორია და ნაცისტური გერმანიიდან გაქცევის ამბავი. [12]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 1.2 Deutsche Nationalbibliothek Record #102061173 // Gemeinsame Normdatei — 2012—2016.
- ↑ The Welsh Academy Encyclopaedia of Wales.
- ↑ 100 Welsh Women. ციტირების თარიღი: 2022-12-16
- ↑ WalesOnline. (2017-03-01) Forced to flee the Nazis, 'Dr Kate' built an incredible career and family life in Wales. ციტირების თარიღი: 2021-08-31
- ↑ Meic Stephens. (1998-04-10) Obituary: Kate Bosse-Griffiths. ციტირების თარიღი: 2009-12-27
- ↑ 100 Welsh Women. ციტირების თარიღი: 2022-12-16
- ↑ WalesOnline. (2017-03-01) Forced to flee the Nazis, 'Dr Kate' built an incredible career and family life in Wales. ციტირების თარიღი: 2021-08-31
- ↑ WalesOnline. (2017-03-01) Forced to flee the Nazis, 'Dr Kate' built an incredible career and family life in Wales. ციტირების თარიღი: 2021-08-31
- ↑ Kate Bosse-Griffiths. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-04-30. ციტირების თარიღი: 2008-08-20 Minnesota State University; Kate Bosse-Griffiths
- ↑ Kate Bosse-Griffiths en. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-04-30. ციტირების თარიღი: 2008-08-20
- ↑ WalesOnline. (2017-03-01) Forced to flee the Nazis, 'Dr Kate' built an incredible career and family life in Wales. ციტირების თარიღი: 2021-08-31
- ↑ WalesOnline. (2017-03-01) Forced to flee the Nazis, 'Dr Kate' built an incredible career and family life in Wales en. ციტირების თარიღი: 2021-08-31