კესონი (მშენებლობა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

კესონი, შენებლობაში შემომზღუდი კონსტრუქცია, რომლის დანიშნულებაა წყალქვეშ ან წყალნაჯერ გრუნტში წყლისაგან თავისუფალი სამუშაო კამერის შექმნა. უმთავრესად იყენებენ საძირკვლის, ხიდის, ჰიდროტექნიკური ნაგებობისა და მისთანების აგებისას. კესონს ააგებენ წყლის ან გრუნტის ზედაპირზე. შემდეგ კი საკუთარი და კესონზედა ნაშენის წონის (მასის) ზემოქმედებით ჩაუშვებენ წყალში ან გრუნტში (გრუნტის ამოღების პარალელურად).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქსე, ტ. 5, გვ. 477, თბ., 1980