შინაარსზე გადასვლა

კესარია აბრამიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კესარია აბრამიძე
დაბადების სახელი ბესო აბრამიძე
დაბადების თარიღი 18 აგვისტო, 1987
თბილისი, საქართველოს სსრ
გარდაცვალების თარიღი 18 სექტემბერი, 2024 (37 წლის)
თბილისი, საქართველო
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
საქმიანობა მსახიობი, მოდელი[1] , influencer[1] და trans activist[2]

კესარია აბრამიძე (დ. 18 აგვისტო, 1987 — გ. 18 სექტემბერი, 2024)[3] — ქართველი ბლოგერი, მსახიობი და მოდელი. იგი პირველი ქართველია, რომელმაც საჯაროდ აღიარა, რომ ტრანსსექსუალია.[4]

ბიოგრაფია

კესარია აბრამიძე დაიბადა 1987 წლის 18 აგვისტოს ქალაქ თბილისში. ხშირად იწვევდნენ სხვადასხვა გადაცემაში. პირველად გადაიღეს სერიალში „ფსიქოპატთა თამაშები“. 2018 წელს კესარია აბრამიძემ მის ტრანს მსოფლიოს სილამაზის კონკურსში მიიღო მონაწილეობა და საქართველო წარადგინა.[5] 2015 წელს იგი საცვლების რეკლამაში გადაიღეს.[6] სანამ კესარია საბოლოოდ ქალი გახდებოდა, საზღვარგარეთ გენეტიკური მასალის გაყინვა ჩაუტარდა, რისი საშუალებითაც მას შეეძლო ბიოლოგიური შვილის ყოლა.[7] 2015 წელს მოწვეული იყო დავით კოვზირიძის საავტორო გადაცემაში „მძიმე კაცთან“.[8] გაკეთებული ჰქონდა რამდენიმე პლასტიკური ოპერაცია. 2014 წელს კესარია აბრამიძემ განაცხადა, რომ სასქესო ორგანოს ოპერაცია გაიკეთა, რითაც ნამდვილ ქალი გახდა.[9] ჰობი — ხატვა, მაკიაჟის კეთება და ტრანსფორმაცია. იგი მოკლული იპოვეს 2024 წლის 18 სექტემბერს საკუთარ სახლში.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. 1 2 https://www.bbc.com/news/articles/cy0lnpn019xo
  2. Sauer P. Georgian trans model murdered after parliament passes ‘anti-LGBTQ+’ law(untranslated), 2024. — ISSN 0261-3077
  3. კესარია აბრამიძე მოკლეს - სავარაუდო ეჭვმიტანილი მისი მეგობარი მამაკაცია
  4. კესარია-კესო აბრამიძე. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2023-11-04. ციტირების თარიღი: 2018-03-09
  5. კესარია აბრამიძე მის ტრანს მსოფლიოზე საქართველოს წარადგენს
  6. კესარია საცვლების რეკლამაში გადაიღეს. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2023-11-04. ციტირების თარიღი: 2023-11-04
  7. კესარია აბრამიძე — „როცა დედობისთვის მზად ვიქნები, დავრეკავ, 9 თვეში შვილი მეყოლება და ჩამომიყვანენ“
  8. მძიმე კაცთან - კესარია აბრამიძე
  9. „სასქესო ორგანოს ოპერაცია გავიკეთე“ – კესარია აბრამიძეს პასპორტში „ქალი“ უწერია