კერძო კაპიტალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კერძო კაპიტალი(Private Equity) არის ალტერნატიული ინვესტიციის ფორმა, რომელიც ინვესტირებას ახდენს, ყიდულობს წილებს კერძო კომანიებში, რომლებიც არ არის აღნუსხული საფონდო ბირჟაზე. კერძო კაპიტალის ფონდები ინვესტირებას ახდენენ კერძო კომპანიებში და ერთვებიან საჯარო კომპანიების გამოსყიდვაში.

ინსტიტუციური და საცალო ინვესტორები უზრუნველყოფენ კაპიტალს კერძო კაპიტალისთვის და კაპიტალი შეიძლება გამოყენებულ იქნას ახალი ტექნოლოგიების დასაფინანსებლად, შესყიდვების განსახორციელებლად, საბრუნავი კაპიტალის გასაფართოებლად და ბალანსის გასაძლიერებლად და გასამყარებლად.

კერძო კაპიტალის ინვესტიცია ძირითადად მოდის ინსტიტუციური ინვესტორებისა და აკრედიტებული ინვესტორებისგან, რომლებსაც შეუძლიათ მნიშვნელოვანი თანხების გამოყოფა დიდი ხნის განმავლობაში. კერძო კაპიტალის ინვესტიციებისთვის ხშირად საჭიროა ხანგრძლივი პერიოდი თანხის დაკავების , რათა უზრუნველყოფილი იყოს გაჭირვბული კომპანიების დახმარება ან ლიკვიდურობის ღონისძიებები (A liquidity event მოვლენა რის შედეგედაც ინვესტორი იღებს შემოსავალს მაგ. მერჯერი, გაყიდვა ან პირველადი საჯარო შეთავაზება (IPO).)

კერძო კაპიტალის დადებითი და უარყოფითი მხარეები

კერძო კაპიტალი სთავაზობს რამდენიმე უპირატესობას კომპანიებსა და სტარტაპებს, დაფინანსება მიიღონ ისეთი წყაროებიდან, როგორიცაა მაგალითად სარისკო კაპიტალი. ნაცვლად ტრადიციული ფინანსური ინსტრუმენტების  გამოყენებისა, როგორიცაა მაღალპროცენტიანი საბანკო სესხები.

თუ კომპანია ამოღებულია სიიდან ან ამოღებულია ბირჟიდან, კერძო კაპიტალის დაფინანსება უზრუნველყოფს, ზრდისა და განვითარების სტრატეგიებს საჯარო ბაზრებისგან მოშორებით.

კერძო კაპიტალს აქვს არაორდინაური გამოწვევები, რადგან შეიძლება რთული იყოს კერძო კაპიტალში საკუთრების ლიკვიდაცია. ბირჟაზე ტრანზაციისგან განსხვავებით, ფირმამ უნდა მოძებნოს მყიდველი თავისი ინვესტიციის ან კომპანიის გასაყიდად.

კომპანიის აქციების ფასი კერძო კაპიტალში განისაზღვრება მყიდველებსა და გამყიდველებს შორის მოლაპარაკებების გზით და არა ბაზრის დარეგულირებით. კერძო კაპიტალის აქციონერების უფლებები გადაწყდება ინდივიდუალურად, მოლაპარაკებების გზით, ნაცვლად ფართო მმართველობითი ჩარჩოსა, რომელიც, როგორც წესი, კარნახობს ინვესტორებს უფლებებს საჯარო ორგანიზაციებში ინვსტირების შემთხვევაში.

1901 წელს J.P. Morgan-მა ჩაატარა Carnegie Steel Corporation-ის პირველი ბერკეტული შესყიდვა, რომელიც მაშინ ქვეყანაში ფოლადის უმსხვილეს მწარმოებლებს შორის იყო , $480 მილიონით, კომპანია შეუერთდა Federal Steel Company-სა და National Tube-ს და შექმნა United States Steel, მსოფლიოში უდიდესი კომპანია. 1933 წლის Glass Steagall-ის აქტმა აკრძალა ბანკების მიერ დაპროექტებული მეგაკონსოლიდაციები.

კერძო კაპიტალის ფირმებისთვის შემოსავლის ძირითადი წყარო არის მართვის საფასური. საკომისიო სტრუქტურა კერძო ინვესტიციის ფირმებისთვის მოიცავს მართვის საფასურსა და შესრულების საფასურს. ზოგიერთი ფირმა ყოველწლიურად იხდის 2% მართვის საფასურს მართულ აქტივებზე და მოითხოვს,კომპანიის გაყიდვიდან მიღებული მოგების 20%-ს.[1]


https://www.investopedia.com/terms/p/privateequity.asp https://www.collinsdictionary.com/de/worterbuch/englisch/liquidity-event#:~:text=A%20liquidity%20event%20is%20something,into%20cash%20or%20marketable%20securities.