კეროლ მოზლი-ბრაუნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
კეროლ მოზლი-ბრაუნი
Carol Mosely Braun
კეროლ მოზლი-ბრაუნი Carol Mosely Braun
აშშ-ის სენატორი ილინოისის შტატიდან
თანამდებობაზე ყოფნის დრო
3 იანვარი, 1993 – 3 იანვარი, 1999
წინამორბედიალან დიკსონი
მემკვიდრეპიტერ ფიცჯერალდი

დაბადებული6 აგვისტო, 1947
ჩიკაგო, ილინოისი, აშშ
პოლიტიკური პარტიადემოკრატიული პარტია
მეუღლემაიკლ ბრაუნი
განათლებაილინოისის უნივერსიტეტი

კეროლ მოზლი-ბრაუნი (ინგლ. Carol Mosely Braun; დ. 6 აგვისტო 1947, ჩიკაგო, ილინოისი, აშშ) — ამერიკელი პოლიტიკოსი და დიპლომატი. ილინოისის შტატის წარმომადგენელთა პალატის წევრი (1979—1988 წწ.), აშშ-ის სენატის წევრი ილინოისიდან (1993—1999 წწ.), აშშ-ის ელჩი ახალ ზელანდიაში (1999—2001 წწ.) და სამოაში (2000—2001 წწ.).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კეროლ ელისაბედ მოზლი დაიბადა 1947 წლის 6 აგვისტოს ილინოისის შტატის ქალაქ ჩიკაგოში. ოჯახთან ერთად ცხოვრობდა სამხრეთ ჩიკაგოს სეგრეგაციულ რაიონში. მამამისი ჯოზეფ მოზლი იყო ჩიკაგოს პოლიციის ოფიცერი და ციხის მცველი, ხოლო დედამისი ედნა მუშაობდა საავადმყოფოში სამედიცინო ტექნიკოსად. კეროლის ორივე მშობელი კათოლიკე იყო[1][2].

მაშინ როდესაც კეროლი მოზარდი იყო, მისი მშობლები გაშორდნენ და იგი საცხოვრებლად ბებიასთან გადავიდა[3].

მოზლი-ბრაუნი სწავლობდა ურბან შამპეინის ილინოისის უნივერსიტეტში, მაგრამ ოთხი თვის სწავლის შემდეგ მიატოვა სწავლა. 1969 წელს დაამთავრა ჩიკაგოს ილინოისის უნივერსიტეტი[4]. 1972 წელს ჩიკაგოს უნივერსიტეტში მიიღო დოქტორის ხარისხი.

პოლიტიკური კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1978 წელს კეროლ მოზლი-ბრაუნი აირჩიეს ილინოისის შტატის წარმომადგენელთა პალატაში[5], სადაც მსახურობდა 1988 წლამდე. 1993 წელს იგი გახდა პირველი ფერადკანიანი ქალი, რომელიც აირჩიეს აშშ-ის სენატში[6]. 1999 წლის 8 ოქტომბერს, როდესაც უკვე მუშაობდა სენატში, პრეზიდენტმა ბილ კლინტონმა იგი დანიშნა აშშ-ის ელჩად ახალ ზელანდიაში[7], ხოლო 2000 წელს იგი უკვე სამოაში ინიშნება ელჩად.

2003 წლის 22 სექტემბერს მოზლი-ბრაუნმა გამოთქვა სურვილი კენჭი ეყარა საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატიული პარტიის რიგებიდან][8], მისი პორენციური რესპუბლიკელი კონკურენტი იყო ჯორჯ უოკერ ბუში, მოქმედი სახელმწიფოს მეთაური[9]. 2004 წლის დასაწყისში მან საკუთარი კანდიდატურა მოხსნა ვერმონტის ექს-გუბერნატორის ჰოვარდ დინის სასარგებლოდ[10]. საბოლოოდ დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო პრეტენდენდტი გახდა ჯიმ ქერი[11].

2010 წლის 10 ნოემბერს ექს-სენატორმა გამაოცხადა საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ, შეეცდებოდა კენჭი ეყარა ჩიკაგოს მერის თანამდებობაზე. მოზლი-ბრაუნის სასარგებლოდ ეგრევე მოხსნა კანდიდატურა ორმა ადამიანმა: კონგრესმენმა დენი დევისმა და სენატორმა ჯეიმს მიკსმა[12]. მაშინდელმა პრეზიდენტმა ბილ კლინტონმა პრეტენდენტებს შორის მხარი დაუჭირა რამ ემანუელს. მოზლი-ბრაუნმა ამ გადაწყვეტილებას „შავკანიანთა ინტერესების ღალატი“ უწოდა[13]. არჩევნებში მოზლი-ბრაუნმა მიიღო 53 062 ამომრჩევლის ხმა, რაც შეადგენდა ხმების საერთო რაოდენობის 8,97 %-ს[14].

2016 წელს დემოკრატების პრაიმერზიში მერილენდელი სენატორის ასარჩევად მხარი დაუჭირა დონა ედვარდსს[15][16]. 2019 წლის ჩიკაგოს მერის არჩევნებში კი მხარს უჭერს ტონი პრეკუინკლის[17], ხოლო დემოკრატების 2020 წლის საპრეზიდენტო პრაიმერიზში არის ჯო ბაიდენის მხარდამჭერი[18].

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1973 წელს ცოლად გაჰყვა მაიკლ ბრაუნს, მათ 1977 წელს შეეძინათ ერთი შვილი მეთიუ. მაიკლისა და კეროლის ქორწინება დასრულდა 1986 წელს განქორწინებით[19].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Levinsohn, Florence Hamlish, "Carol Moseley Braun: She has the credentials. Can she get the votes?", Chicago Reader, March 5, 1992. Retrieved January 4, 2011.
  2. https://www.geni.com/people/Carol-Moseley-Braun-U-S-Senator/6000000036065770767
  3. «Carol Mosely Braun.» Encyclopedia of World Biography. Vol. 11. 2nd edn. Detroit: Gale, 2004, pp. 199—200. 23 vols.
  4. Ginny Tunnicliff, New Funds in the College. UIC College of Liberal Arts & Sciences website says she is an alumna. Retrieved August 25, 2014
  5. Gainesville Sun - Google News Archive Search. news.google.com. ციტირების თარიღი: 2019-01-05.
  6. Education & Resources - National Women's History Museum - NWHM. web.archive.org (2016-11-08). ციტირების თარიღი: 2019-01-05.
  7. PRESIDENT CLINTON NAMES CAROL MOSELEY-BRAUN FOR U.S. AMBASSADOR TO NEW ZEALAND.
  8. Чернокожая американка будет баллотироваться на пост президента США. NEWSru.com (2003-02-19). ციტირების თარიღი: 2019-01-05.
  9. Единственная негритянка, когда-либо избиравшаяся в американский сенат, Кэрол Мосли-Браун заявила о намерении бороться с Джорджем Бушем за пост президента США.. Эхо Москвы. ციტირების თარიღი: 2019-01-05.
  10. Единственная афроамериканка среди кандидатов в президенты прекратила борьбу за Белый дом. lenta.ru. ციტირების თარიღი: 2019-01-05.
  11. Kerry Clinches Nomination. www.cbsnews.com. ციტირების თარიღი: 2019-01-05.
  12. TheGrio. (0001-11-30) Braun left as main black candidate in Chicago race. theGrio. ციტირების თარიღი: 2019-01-05.
  13. Патрик Бьюкенен. Самоубийство сверхдержавы. — Litres, 2017-09-05. — 2057 с. — ISBN 9785040306923.
  14. Rahm Emanuel wins Chicago mayoral vote. www.cnn.com. ციტირების თარიღი: 2019-01-05.
  15. Weiner, Rachel. Carol Moseley Braun endorses Donna Edwards in Md. Senate primary. Washington Post (13 April 2015). ციტირების თარიღი: 21 November 2019.
  16. Fritze, John. Moseley Braun endorses Edwards for Senate. Baltimore Sun (13 April 2015). ციტირების თარიღი: 21 November 2019.
  17. Ihejirika, Maudlyne. “Former Sen. Carol Moseley Braun on making history, watching it in the mayoral race“, March 26, 2019. ციტირების თარიღი: April 2, 2019. 
  18. Caputo, Marc [MarcACaputo]. (April 25, 2019) Former Sen. Carol Mosley Braun, the first African-American woman elected to the chamber who ran in opposition to the treatment of Anita Hill, says on MSNBC that she proudly endorses Joe Biden —her response when asked about the Clarence Thomas hearings dogging the former VP. ციტირების თარიღი: April 25, 2019
  19. Nordgren, Sarah, "Carol Moseley Braun: the unique candidate". Associated Press, printed in the Gainesville Sun, August 9, 1992, p. 15D. Retrieved January 1, 2011.