კერლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კერლი
კერლი კიივი

ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 7 თებერვალი, 1987 (1987-02-07) (37 წლის)
დაბ. ადგილი ელვა, ესტონეთი
წარმოშობა ესტონელი
ჟანრ(ებ)ი
საქმიანობა მომღერალი
ინსტრუმენტ(ებ)ი
აქტიური 2002 — დღემდე
ლეიბლ(ებ)ი
ხელმოწერა
საიტი kerlimusic.com
კერლი ვიკისაწყობში

კერლი კიივი (ინგლ. Kerli Kõiv; დ. 7 თებერვალი, 1987, ელვა, ესტონეთი) — პროფესიონალურად ცნობილი, როგორც კერლი. ის არის ესტონელი მომღერალი და კომპოზიტორი.

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კერლი კიივი დაიბადა ელვაში 1987 წლის 7 თებერვალს.[1] დედამისი, პირეტ კიივი, იყო სოციალური მუშაკი, ხოლო მამა, ტოივო კიივი, ავტომექანიკოსი.[2][3] მისი მშობლები დაშორდნენ, როდესაც ის 16 წლის იყო.[4] მისი უმცროსი და ელიისა,[5] ასევე არის მუსიკოსი, რომელიც მონაწილეობდა Eesti otsib superstaari– ის მესამე სეზონში. ბავშვობაში კერლი სწავლობდა სამეჯლისო ცეკვას რვა წლის განმავლობაში და ვარჯიშობდა კვირაში ხუთი დღე[6]. მას მუსიკა პირველად საბავშვო ბაღის მასწავლებელმა გააცნო, რომელმაც დედას უთხრა, რომ კერლი "ლამაზი ხმით" გამოირცეოდა და მას მას სურდა მისი სხვადასხვა კონკურსზე გამოყვანა.[7] რვა წლის ასაკში, კერლი დაინტერესდა კლასიკური მუსიკით და რადგან მაშინ მუსიკალური ალბომების ყიდვა ძნელი იყონ მას მხოლოდ ორი კასეტა ჰქონდა, ერთი ბონი ტაილერის, ხოლო მეორე ფილ კოლინსის.[8] მან მოთხრობების, მინი წიგნებისა და ლექსების წერა 10 წლის ასაკში დაიწყო, რათა "მოძალადე" ოჯახიდან "წარმოსახვით სამყაროში" წასულიყო და ყურადღება გადაეტანა.[9] 16 წლის ასაკში კერლიმ მიატოვა სკოლა, რომ მუსიკალური კარიერა დაეწყო.[10]

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კერლი 2011 წელს

კერლიმ 2006 წელს კონტრაქტი დადო ლეიბლ Island Records–თან. 2007 წელს მან გამოუშვა სადებიუტო მოკლემეტრაჟიანი ალბომი (EP), ხოლო 2008 წელს გამოუშვა სადებიუტო სტუდიური ალბომი Love Is Dead, რომელიც ბილბორდ 200-ში მოხვდა. ალბომის მთავარი სინგლის "Walking on Air"-ს დებიუტი შედგა მრავალი ქვეყნის ჩარტში და ასევე სინგლი iTunes Store-დან 500,000-ჯერ გადმოიწერეს რაც იმ დროინდელი რეკორდია[11]. შემდეგ წლებში კერლიმ მონაწილეობა მიიღო საუნდტრეკ ალბომში Almost Alice, სადაც ჩაწერა სიმღერა "Tea Party".

Love Is Dead-ს გამოცემის შემდეგ, კერლიმ დაიწყო მეორე სტუდიური ალბომის უტოპიის წარმოება. ის იყო მისი მეორე მოკლემეტრაჟიანი ალბომი, რომელიც გამოვიდა 2013 წლის დასაწყისში, რის შემდეგაც მისი დებიუტი შედგა ბილბორდ 200-ში.[12] EP- ს ორი სარეკლამო სინგლი, "Army of Love" და "Zero Gravity" გამოვიდა ალბომის პირველი ოფიციალური სინგლის "The Lucky Ones"-ს გამოსვლამდე. სამივე სიმღერა მოხვდა Billboard's Hot Dance Club Songs- ის ჩარტის ათეულში; ორი მათგანი კი პირველ ნომერზე ავიდა. მოგვიანებით კერლიმ უტოპიისთვის დაწერილი ორი სიმღერა — "Skyscraper" და "I Feel Immortal" — მოგვიანებით დაწერეს მომღერლებმა დემი ლოვატომ და ტარჯა ტურუნენმა. მოგვიანებით კერლის მიერ ჩაწერილი "I Feel Immortal"-ს ვერსია გამოვიდა Frankenweenie Unleashed- ზე.

2013 წელს კერლი ორჯერ გამოვიდა Dancing with the Stars- ზე; Vibe- მა მის პერფორმანსს "მსოფლიო საცეკვაო მუსიკის ჟანრის მთავარი მიღწევა" უწოდა. 2013 წლის ნოემბერში, კერლიმ დატოვა ლეიბლი Island Records და გარიგება დადო Ultra Music– თან. 2019 წელს გამოვიდა კერლის მეორე სტუდიური ალბომი Shadow Works.

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კერლის აქვს ბიპოლარული აშლილობა და მან თვითმკვლელობა სცადა 17 წლის ასაკში. 2011 წლის 7 ოქტომბერს ფანებთან პირდაპირ ეთერში ჩეთის დროს კერლიმ გაიხსენა, თუ როგორ ცდილობდა თავისი თავის დაზიანების 17 წლის ასაკში ჟანგიანი ძველი მაკრატლით. მან თქვა რომ მას მხოლოდ სიკვდილი სურდა და ვერ გრძნობდა ტკივილს.[13]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. „Interview with Estonian Pop Princess Kerli“. Pop Culture Madness. November 15, 2007. დაარქივებულია ორიგინალიდან — March 8, 2012. ციტირების თარიღი: September 20, 2010.
  2. „Kerli Kõivu isa ähvardab vangla!“ [Kerli Kõiv's father threatened by prison] (ესტონური). Kroonika. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივნისი 17, 2012. ციტირების თარიღი: September 21, 2010.
  3. Kõiv, Kerli. Does it annoy you that you're constantly being accused of being an Illuminati? I couldn't take it. How do you handle it?. Formspring. ციტირების თარიღი: September 21, 2010
  4. Kõiv, Kerli. (December 19, 2010) What year did your parents get divorced?. Formspring.me. ციტირების თარიღი: December 19, 2010
  5. „Eliisa Kõiv“. Õhtuleht (ესტონური). დაარქივებულია ორიგინალიდან — May 9, 2012. ციტირების თარიღი: September 21, 2010.
  6. Kõiv, Kerli. You imagine yourself dancing "samba" in brasil? UAHSUAH. Formspring.me. ციტირების თარიღი: October 27, 2010
  7. WeirdMusic.net Magazine Exclusive Interview with Kerli. WeirdMusic.net. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივნისი 27, 2012. ციტირების თარიღი: September 20, 2010
  8. Kõiv, Kerli. (March 5, 2012) What artists have inspired you throughout your life?. Formspring. ციტირების თარიღი: June 6, 2012
  9. Avina, Christina. Kerli ~ An artist in every sense of the word.. Rock on Request. დაარქივებულია ორიგინალიდან — ოქტომბერი 9, 2011. ციტირების თარიღი: September 20, 2010
  10. MTV Buzzworthy Interview: Kerli. MTV. ციტირების თარიღი: March 16, 2010[მკვდარი ბმული]
  11. Kerli - A biography. Paradigm Talent Agency. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-24. ციტირების თარიღი: July 24, 2012
  12. „Kerli Album & Song Chart History“. Billboard. ციტირების თარიღი: November 30, 2012.
  13. Kerli: Live Recording - 10/08/2011 00:09. Stickam (October 7, 2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — ოქტომბერი 10, 2011. ციტირების თარიღი: October 11, 2011