კერატი (მცენარე)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ კერატი.
კერატი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ყვავილოვანი მცენარეები
კლასი:  ორლებნიანნი
რიგი:  პარკიანები
ოჯახი:  პარკოსნები
ქვეოჯახი:  ცეზალპინიისებრნი
გვარი:  კერატონია
სახეობა:  კერატი
ლათინური სახელი
Ceratonia siliqua L., 1753
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 202951

კერატი[1] (ლათ. Ceratonia siliqua) — მცენარე პარკოსანთა ოჯახისა. 15 მ-მდე სიმაღლის მარადმწვანე ხეა. ფოთლები წყვილფრთართულია. ყვავილებს უსიამოვნო სუნი ასდის, ჯამი ადრევე სცილდება, ფურცლები რედუცირებულია, შეკრებილია მტევანში. ნაყოფი პარკია (სიგრძე 30 სმ-მდე, სიგანე 4 სმ-მდე). მიიჩნევა, რომ ველური სახით იზრდება აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის კუნძულებზე. ხმელთაშუაზღვისპირეთში, აზიის, აფრიკის, ავსტრალიისა და ამერიკის სუბტროპიკებში ძველთაძველი დროიდანაა კულტივირებული როგორც საჭმელი, საკვები და სამკურნალო მცენარე; ხშირად ველურდება. ერთ ხეს წელიწადში დაახლ. 200 კგ ნაყოფის მოცემა შეუძლია. წყვეტენ მოუმწიფებელ პარკებს, მზეზე გამოშრობის შემდეგ იძენს მუქ ყავისფერ ფერს და წვნიან ტკბილ რბილობს (დაახლ. 50% შაქარი), რომელიც გამოიყენება საკონდიტრო ნაწარმის, სიროფებისა და სპირტის დასამზადებლად. ნაყოფი შეიცავს პოლისაქარიდ პოლიგალაქტომანანს, რომელიც განაპირობებს მის სიმაგრეს და თესლის მასის მუდმივობას (დაახლ. 200 მგ), რის გამოც ძველთაგანვე იყენებენ მასის საზომად, მიახლოებით უდრის კარატს. გამხმარი ჭოტების თესლებისგან მიღებული ფხვნილი (კერობი) იხმარება კაკაოს ფხვნილის სუროგატად (არ შეიცავს კოფეინს). მოყვითალოცილიანი და ყავისფერ-წითელგულიანი მერქანი მძიმეა, ადვილად პრიალდება. მრავალი ხალხი თაყვანს სცემს როგორც წმინდა ხეს. კერატთან ერთად გვარში შედის მეორე სახეობა — C. oreothauma, რომელიც სომალის ტყეებში იზრდება.[2]

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. carob — ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი.
  2. Крупкина Л. И. Рожковое дерево // Большая российская энциклопедия. т. 28. — М., 2015. — стр. 600.