შინაარსზე გადასვლა

კენზო (მოდის სახლი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შეიქმნა 1970
ტიპი სავაჭრო ნიშანი, fashion house, luxury good, fashion label, brick and mortar და ორგანიზაცია
ატარებს სახელს Kenzō Takada
დამფუძნებელი (-ები) Kenzō Takada
ქვეყანა საფრანგეთი
https://www.kenzo.com

კენზო (ინგლ. Kenzo) — ტანსაცმელების, ფეხსაცმელების, პარფიუმერიის და სხვა „ლუქსის“ კატეგორიის პროდუქციის ფრანგული ბრენდი.[1]

მოდის სახლი დააარსა იაპონელმა დიზაინერმა კენზო ტაკადამ 1970 წელს სახელწოდებით „Jungle Jap“, 1980 წელს ბრენდმა მიიღო დამაარსებლის სახელი — „კენზო“.

იაპონიაში დაბადებული კენზო ტაკადა პარიზში გადავიდა 1964 წელს, მოდის სამყაროში კარიერის დასაწყებად. იგი იაპონურ შტრიხებს ოსტატურად უხამებდა ევროპული მაღალი მოდის კანონებს. ჯუნგლების თემატიკა მისი შთაგონების წყარო იყო და ხშირად იყენებდა. თავდაპირველად კენზოს შემუშავებული დიზაინით გამოდიოდა ქალის ტანსაცმელი, რომელიც ხელით მზადდებოდა. 1983 წლიდან კინზომ დაიწყო ჯერ მამაკაცის, შემდეგ საბავშვო ტანსაცმლის გამოშვება. მის ცნობილ მაისურს ვეფხვით და ბრენდის სხვა ნაწარმს ატარებდნენ მსოფლიოში ცნობილი მომღერლები და მსახიობები: ბიონსე, რიანა, სპაიკ ჯოუნზი, სელენა გომესი, ზოუი დეშანელი, ლორდი და სხვ. 1987 წელს კენზომ დაიწყო პროდუქციის გამოშვება ინტერიერის დეკორისთვის.[2]

1993 წელს „კენზო“ შეისყიდა „ლუის ვიტონმა“ (LVMH) და წარმოადგენს მის შვილობილ კომპანიას.[3]

კენზოს ფეხსაცმლის ანიმაცია

თანამშრომლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2016 წელს „კენზომ“ გამოაცხადა თანამშრომლობა H&M-თან. მათი ერთობლივი კოლექცია გამოვიდა 2016 წლის 3 ნოემბერს.[4] მოდის სახლი თანამშრომლობს ასევე პოლონურ ბრენდ Inglot Cosmetics-თან, რომელიც აწარმოებს პროდუქციას მაკიაჟისთვის და ითვლება ერთ-ერთ წარმატებულ კომპანიად თავის სფეროში.[5]

2018 წლის 21 მარტს „კენზომ“ ბრიტნი სპირსი თავისი ახალი კამპანიის „La Collection Memento No. 2“-ს სახედ გამოაცხადა.[6]

ბრენდის დიზაინერები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • კენზო ტაკადა — 1970-2000 წწ.
  • ჟილ როზიერი — 2000-2004 წწ.
  • ანტონიო მარასი — 2004-2011 წწ.
  • უმბერტო ლეონი და კეროლ ლიმი — 2012-2019 წწ.
  • ფილიპე ოლივერა ბაპტისტა — 2019-2021 წწ.
  • ნიგო — 2021 წლიდან[7]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. kenzo-ს ოფიციალური ვებ-გვერდი
  2. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-01-15. ციტირების თარიღი: 2022-01-14.
  3. Kenzo LVMH
  4. Kenzo X H&M Fashion News
  5. About Inglot. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-08-06. ციტირების თარიღი: 2022-06-30.
  6. Britney Spears On Her Kenzo Campaign And How She Defines Mum Fashion
  7. fashion-news