ჯონ ფიცჯერალდ კენედი
ჯონ ფიცჯერალდ კენედი John Fitzgerald Kennedy | |
აშშ-ის 35-ე პრეზიდენტი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
20 იანვარი, 1961 – 22 ნოემბერი, 1963 | |
ვიცე-პრეზიდენტი | ლინდონ ჯონსონი |
წინამორბედი | დუაიტ ეიზენჰაუერი |
მემკვიდრე | ლინდონ ჯონსონი |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
3 იანვარი, 1953 – 22 დეკემბერი, 1960 | |
წინამორბედი | ჰენრი კაბოთ ლოდჯი |
მემკვიდრე | ბენჯამინ სმითი |
წარმომადგენელთა პალატის წევრი მასაჩუსეტსიდან | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
3 იანვარი, 1947 – 3 იანვარი, 1953 | |
წინამორბედი | ჯეიმზ კარლი |
მემკვიდრე | ტიმ ონეილი |
დაბადებული | 29 მაისი, 1917 ბრუკლაინი, მასაჩუსეტსი |
გარდაცვლილი | 22 ნოემბერი, 1963 დალასი, ტეხასი |
პოლიტიკური პარტია | დემოკრატიული პარტია |
მეუღლე | ჟაკლინ კენედი |
რელიგია | კათოლიკე |
ხელმოწერა |
ჯონ ფიცჯერალდ „ჯეკ“ კენედი (ინგლ. John Fitzgerald „Jack“ Kennedy, შემოკლ. JFK, დ. 29 მაისი, 1917 — გ. 22 ნოემბერი, 1963) — აშშ-ის 35-ე პრეზიდენტი 1961 წლიდან 1963 წელს მკვლელობამდე. პოლიტიკაში ღვაწლმოსილი ირლანდიურ-ამერიკული კენედების ოჯახის წევრი საყოველთაოდ ამერიკული ლიბერალიზმის ხატად არის შერაცხილი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1940 წელს კენედიმ ჰარვარდის უნივერსიტეტი დაამთავრა საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობით. მეორე მსოფლიო ომის დროს იგი წყნარი ოკეანის საბრძოლო მოქმედებებში იღებდა მონაწილეობას, რისთვისაც ლეიტენანტის წოდება მიიღო. ომის დროს ის მძიმედ დაიჭრა და მამაცობისთვის 2 მედალი მიიღო.
ომის შემდეგ კენედი, როგორც დემოკრატიული პარტიის წევრი, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის (1947–1953) და სენატის (1953–1960) წევრი იყო მასაჩუსეტსიდან. 1953 წლის 12 სექტემბერს მან იქორწინა ჟაკლინ ბუვიერზე. 1955 წელს ხერხემლის ოპერაციის შემდეგ კრებული „სიმამაცის სახეები“ (Profiles in Courage) დაწერა, რომელმაც პულიცერის პრემია მოიპოვა.
1960 წლის არჩევნებში მან მცირე სხვაობით მოქმედი ვიცე-პრეზიდენტი და რესპუბლიკელების კანდიდატი რიჩარდ ნიქსონი დაამარცხა. კენედი პირველი პრეზიდენტი იყო, ვინც მე-20 საუკუნეში დაიბადა და აშშ-ის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა პიროვნება (43 წლის), ვინც არჩეულ იქნა პრეზიდენტად.[1][2] იგი დღემდე ერთადერთ კათოლიკე და ერთადერთ პულიცერის პრემიის მფლობელ აშშ-ის პრეზიდენტად რჩება.[3] მისი ადმინისტრაციის დროინდელი მნიშვნელოვანი მოვლენები ღორების ყურეს ოპერაცია, კუბის კრიზისი, ბერლინის კედლის აშენება, კოსმოსის შეჯიბრი, აფრიკელ-ამერიკელთა სამოქალაქო უფლებების მოძრაობა და ვიეტნამის ომის ადრეული ეტაპი იყო.
კენედი 1963 წლის 22 ნოემბერს ტეხასის შტატის ქალაქ დალასში მოკლეს. მკვლელობაში ეჭვმიტანილი ლი ჰარვი ოსვალდი მანამ, სანამ სასამართლოს წინაშე წარდგებოდა მოკლულ იქნა დალასის მაცხოვრებლის ჯეკ რუბის მიერ. FBI-ის, უორენის კომისიის და წარმომადგენელთა პალატის კომიტეტის დასკვნებით პრეზიდენტის მკვლელი ოსვალდი იყო. ამასთან ერთად წარმომადგენელთა პალატის კომიტეტმა სადავო აკუსტიკურ სამხილებზე დაყრდნობით შეთქმულების ალბათობა არ გამორიცხა. ჯონ კენედი დღემდე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტებს შორის.[4]
დაკრძალულია ვაშინგტონში არლინგტონის სასაფლაოზე.
შეთქმულების თეორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]არსებობოს შეთქმულების თეორია რომელიც ამტკიცებს რომ ჯონ ფიცჯერალდ კენედის მკვლელობა FBI-ის და CIA-ის დაგეგმილი იყო.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 466-467.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: ჯონ ფიცჯერალდ კენედი
- John F. Kennedy: A Resource Guide from the Library of Congress
- ჯონ ფიცჯერალდ კენედი. Find a Grave. ციტირების თარიღი: November 17, 2013.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ თეოდორ რუზველტი 9 თვით ახალგაზრდა იყო, როცა პირველად დაიკავა პრეზიდენტის თანამდებობა 1901 წლის 14 სექტემბერს, მაგრამ იგი 1904 წლამდე (46 წლის) არჩეული პრეზიდენტი არ იყო.
- ↑ „The Sixties“. Junior Scholastic. 1994-02-11. ციტირების თარიღი: 2008-12-01.
- ↑ Pulitzer.org FAQ
- ↑ American Experience: John F. Kennedy, PBS. Retrieved on February 25, 2007.