კენედის კოსმოსური ცენტრის ვიზიტორთა კომპლექსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კენედის კოსმოსური ცენტრის ვიზიტორთა კომპლექსი
28°31′23″ ჩ. გ. 80°40′54″ დ. გ. / 28.523306° ჩ. გ. 80.681889° დ. გ. / 28.523306; -80.681889
დაარსდა 1967 წლის 1 აგვისტო
ქვეყანა აშშ-ის დროშა ამერიკის შეერთებული შტატები
მდებარეობა Brevard County
ვიზიტორები 1.7 მილიონი
ოფიციალური საიტი https://www.kennedyspacecenter.com/
Map

კენედის კოსმოსური ცენტრის ვიზიტორთა კომპლექსი (ინგლ. Kennedy Space Center Visitor Complex) — ვიზიტორთა ცენტრი ნასას კენედის კოსმოსურ ცენტრში მერიტის კუნძულზე, ფლორიდაში. აქ წარმოდგენილია ექსპონატები და გამოფენები, ისტორიული კოსმოსური ხომალდები და სამახსოვრო ნივთები, შოუები, ორი IMAX თეატრი და მრავალი ტური კოსმოსურ პორტში. ,,კოსმოსური შატლი ატლანტისის" გამოფენა მოიცავს ატლანტისის ორბიტერს და შატლის გაშვების ექსპერიმენტს, იმიტირებულ მოგზაურობას კოსმოსში. კენედის კოსმოსური ცენტრის ვიზიტორთა კომპლექსი ასევე გთავაზობთ ასტრონავტთა სწავლების გამოცდილებას, მათ შორის მრავალ-ღერძულ სკამს და მარსის ბაზის სიმულატორს.[1] ვიზიტორთა კომპლექსს ასევე აქვს ყოველდღიური პრეზენტაციები NASA– ს ვეტერანი ასტრონავტისგან. ავტობუსის ტური მოიცავს ცალკე აპოლოს/სატურნის V ცენტრს. 2016 წელს ვიზიტორთა კომპლექსს 1.7 მილიონი ვიზიტორი ჰყავდა.[2]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პატარა ტრეილერი იყო 1960-იანი წლების დასაწყისში ვიზიტორთა საინფორმაციო ცენტრი

კომპლექსი დაარსდა 1963 წელს, როდესაც ნასას ადმინისტრატორმა ჯეიმზ ვებმა 1960-იან წლებში შექმნა თვითმართვადი ტურები, რომლის საშუალებითაც საზოგადოებას შეეძლო წინასწარ განსაზღვრული მარშრუტის გავლა კეიპ კანავერალის საჰაერო ძალების სადგურზე. დაახლოებით 100,000 ვიზიტორი მივიდა ამ ტურზე იმ წელს. 1964 წლისთვის ეს რიცხვი 250,000-მდე გაიზარდა.

1965 წელს კომპლესის დირექტორს კურტ დებუსს გადაეცადა 2 მილიონი აშშ დოლარი ვიზიტორთა სრულმასშტაბიანკ ცენტრის შესაქმნელად, რომელიც მოიცავს 42 ჰექტარს. Spaceport USA-მა 500,000 ვიზიტორს უმასპინძლა 1967 წელს, ხოლო 1969 წელს ერთ მილიონს. ათიათასობით ვიზიტორმა დაათვალიერა ცენტრი 1968 წლის 24 დეკემბერს, აპოლო 8-ის მთვარის ორბიტაზე (დისკზე) მისვლის შემდეგ.[3]

ატლანტისი

1966 წლის 22 ივლისიდან დაიწყო TWA-ს მიერ ორგანიზებული საჯარო ტურები 40 სამგზავრო ავტობუსით. ტარდებოდა ბილეთები ღირდა 0,50 აშშ დოლარი 12 წლამდე ბავშვებისთვის და 2,50 დოლარი უფროსებისთვის უფრო გრძელი ტურისთვის. პირველ დღეს 1500-ზე მეტმა ადამიანმა იმოგზაურა და დამატებითი ავტობუსებიც სწრაფად დაემატა. TWA–მ განაგრძო ტურები 1976 წლამდე.[4]

როდესაც NASA მთვარეს ,,მიუახლოვდა", პოპულარობა გაიზარდა. 1969 წლისთვის ვიზიტორთა ცენტრი იყო ფლორიდის მეორე ყველაზე მიმზიდველი ატრაქციონი, ტამპას ბუშის ბაღების უკან.[5] როდესაც ცენტრის ახლოს დისნეილენდი გაიხსნა 1971 წელს, ვიზიტორთა ცენტრის დასწრება გაიზარდა 30%-ით. არსებული ჩვენებები მეტწილად შედგებოდა ნასას კონტრაქტორების მიერ შემოწირული სავაჭრო შოუს ექსპონატებისგან. იმავე წლის ბოლოს, ვიზიტორთა კომპლექსის $ 2.3 მილიონიანი განახლება დაიწყო.[6]

1995 წელს დელავერ ნორთის კომპანიები შეირჩა ვიზიტორთა ცენტრის ფუნქციონირებისთვის. 1995 წლიდან 2007 წლამდე ვიზიტორთა ცენტრმა განიცადა მრავალი ცვლილება, მათ შორის რესტორნების, საცალო მაღაზიების, ავტობუსების და ახალი ექსპონატების გაუმჯობესება. ამ დროს მიიღო ვიზიტორთა კომპლექსმა თავისი ამჟამინდელი სახელი, კენედის კოსმოსური ცენტრის ვიზიტორთა კომპლექსი. მას შემდეგ დაწესებულება მთლიანად დამოუკიდებელია და არ იღებს დაფინანსებას.[7] კენედის კოსმოსური ცენტრის ვიზიტორთა კომპლექსი 2016 წელს Trip Advisor– ის მიერ შეერთებულ შტატებში მე-8 საუკეთესო მუზეუმად იქნა მიჩნეული.[8] ვიზიტორთა კომპლექსს ჰქონდა ვიზიტების ზრდა 2010-იან წლებში, ნაწილობრივ იმის გამო, რომ შეიქმნა კოსმოსური შატლი ატლანტისი. ნასამ განაახლა კონტრაქტი დელავერ ნორთის კომპანიებთან 2028 წლამდე.[9]

ატრაქციონები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რაკეტების ბაღი 2004 წ.

ვიზიტორთა კომპლექსი მოიცავს ორ ობიექტს, რომელსაც ასტრონავტების მემორიალური ფონდი მართავს. მათგან ყველაზე თვალსაჩინოა Space Mirror Memorial, რომელიც ასევე ცნობილია როგორც ასტრონავტების მემორიალი, უზარმაზარი შავი გრანიტის სარკე, რომელზეც ამოტვიფრულია ყველა ასტრონავტის სახელი, რომლებიც დაიღუპნენ მოვალეობის შესრულებისას. ვიზიტორთა კომპლექსის ტერიტორიაზე არის ფონდის კოსმოსური განათლების ცენტრი, რომელიც სხვა რესურსებთან ერთად მოიცავს მასწავლებლების რესურსცენტრს. ასევე აქ არის კურტ დებუსის საკონფერენციო ცენტრი. Heroes & Legends, რომელმაც შეცვალა ადრეული კოსმოსური კვლევის ექსპონატი, განთავსებულია აშშ-ს ასტრონავტთა დიდების დარბაზში და ხდება რამდენიმე ექსპონატის ჩვენება. მათ შორისაა Gemini 9A კოსმოსური ხომალდი, ასევე მერკურის კონტროლის ცენტრის დასასვენებელი ოთახი, კონსოლებისა და ავეჯის გამოყენებით, რომელიც გადატანილია ორიგინალური შენობიდან კეიპ კანავერალის კოსმოსურ სადგურზე. ისინი ადრე განთავსებული იყო მერკურის მისიის კონტროლის ობიექტში, რომელიც იყო ისტორიული ადგილების ეროვნულ რეესტრში, მაგრამ ის დაანგრიეს 2010 წლის მაისში აზბესტის გამო შეშფოთების გამო და შენობა განახლდება სავარაუდოდ 40 წლის შემდეგ.[10]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Astronaut Training Experience (ATX) | Kennedy Space Center. ციტირების თარიღი: 2021-09-18
  2. „Record attendance prompts new KSC visitor complex contract“. Florida Today (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2017-08-01.
  3. „Kennedy Space Center Visitor Complex celebrates 50th anniversary“. Attractions Magazine (ინგლისური). 2017-08-18. ციტირების თარიღი: 2018-07-28.
  4. NASA. (Nov 1, 1977) Chronology of KSC and Related Events for 1976.
  5. History of Kennedy Space Center Visitor Complex en. ციტირების თარიღი: 2017-07-31
  6. Lipartito, Kenneth (2007). A History of the Kennedy Space Center. University of Florida Press, გვ. 107–115, 179, 199. ISBN 978-0-8130-3069-2. 
  7. About Kennedy Space Center Visitor Complex en. ციტირების თარიღი: 2017-09-04
  8. TripAdvisor Travelers' Choice Awards. ციტირების თარიღი: 2017-08-01
  9. Delaware North awarded early extension from NASA to continue operating Kennedy Space Center Visitor Complex to 2028 | Delaware North en. ციტირების თარიღი: 2017-07-31
  10. Photo Gallery: NASA's first Mission Control demolished | collectSPACE. ციტირების თარიღი: 2021-09-18