შინაარსზე გადასვლა

კენგში (ხანის იმპერატორი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლიოუ სიუენი
劉玄
მმართ. დასაწყისი: 23
მმართ. დასასრული: 25
წინამორბედი: ვან მანი
მემკვიდრე: კუან უ-ტი
ლიოუ ფენწი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: უცნობია
გარდ. თარიღი: 25
შვილები: ლიოუ ლი, ლიოუ ციუ
დინასტია: ხანის დინასტია
მამა: ლიოუ წიჭანგი
დედა: ხე

კენგში-ტი (ჩინ.: 更始帝, პირადი სახელი ლიუ სიუენი ჩინ.: 劉玄, ზრდასრულობის სახელი ლიუ შენგუნი ჩინ.: 劉聖公, დ. უცნობია — გ. 25)  — ხანის იმპერიის ამღდგენი ჩინელი იმპერატორი. აღმოსავლეთ ხანის მომდევნო იმპერატორმა კუან უ-ტიმ მას სიკვდილის შემდეგ უწოდა იმპერატორი ხუაიიანგი ჩინ.: 淮陽王.

ლიოუ სიუენი იმპერატორ ძინგ-ტის მეექვსე თაობის შთამომავალი იყო. როდესაც ვან-მანმა ტახტი უზურპაციით ჩაიგდო ხელში და ხანის იმპერიის სინის იმპერიით ჩანაცვლება გამოაცხადა, მთელ ქვეყანაში აჯანყებები დაიწყო.

22 წელს კიდევ ერთი ამბოხება მოაწყო ძინგ-ტის მეექვსე შთამომავლობის კიდევ ერთმა წარმომადგენელმა - ლიოუ იენმა.

სულ უფრო ვრცელდებოდა ხმები ხანის იმპერიის აღდგენისა და ტახტზე ლიუს დინასტიის წარმომადგენლის დასმის სასარგებლოდ. ლიოუილინის მთის სიენძინის დაჯგუფების ლიდერებსა და უშუალოდ ლიოუ იენის დაქვემდებარებაში მყოფ ჯარისკაცებს იმპერატორად სწორედ ლიოუ იენის ხილვა სურდათ. თუმცა, სინშინისა და პინლინის დაჯგუფებების ლიდერები ამის წინააღმდეგი იყვნენ — მათ ეშინოდათ მისი ძლიერი ხასიათის და ტახტზე უფრო სუსტი მმართველი ერჩივნათ. სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს ლიუ სიუენის ტახტზე აყვანა. 23 წელს ის ტახტზე ავიდა და ეწოდა „კენგში-ტი“.

ვან მანმა ამბოხებულების საბოლოოდ ჩახშობა განზრახა და 23 წლის შემოდგომაზე მათ წინააღმდეგ 430-ათასიანი არმია გაგზავნა. ჯარს მეთაურობდა ვან ი — ვან მანის დეიდაშვილი და მთავარი მინისტრი. ამ დროს ხანის მომხრეთა ძალები ორად იყო გაყოფილი: ლიუ იანმა ალყა შემორტყა ვანჩენს, ხოლო მისი ძმა, ლიუ სიუ, სინის იმპერიის ჯართან შესახვედრად ქალაქ კუნიანისკენ გაემართა. შემდგომ ბრძოლაში სინის მრავალრიცხოვანმა არმიამ სასტიკი მარცხი იგემა, რამაც ვან მანის მმართველობის დასასრული დააჩქარა: მთელ ქვეყანაში ვან მანის ნაცვლად გენში-დის აღიარება დაიწყეს.