კემპბელის კუნძულები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კემპბელის კუნძულები
მშობ. სახელი: ინგლ. Campbell Island group

კემპბელის კუნძულების რუკა
გეოგრაფია
მდებარეობა წყნარი ოკეანე
კოორდინატები 52°32′56″ ს. გ. 169°08′59″ ა. გ. / 52.54889° ს. გ. 169.14972° ა. გ. / -52.54889; 169.14972
კუნძულთა რაოდენობა 6
მთავარი კუნძული კემპბელის კუნძული
ფართობი 113,31 კმ²
უმაღლესი წერტილი 569 მ
ახალი ზელანდიის დროშა ახალი ზელანდია
გარე კუნძულები
დემოგრაფია
მოსახლეობა დაუსახლებელი (2010)

კემპბელის კუნძულები (ინგლ. Campbell Island group) — ვულკანური არქიპელაგი წყნარ ოკეანეში, მდებარეობს დაახლოებით 600 კმ-ში სამხრეთით ახალი ზელანდიის სამხრეთი კუნძულის სამხრეთი დაბოლოებიდან.

კუნძულების ეს ჯგუფი ითვლება ახალი ზელანდიის გარე კუნძულებად და ახალი ზელანდიის ტერიტორიას წარმოადგენს, მაგრამ ის არ ითვლება რომელიმე რეგიონის ან ოლქის ნაწილად, ის იმყოფება სპეციალური ორგანოს — ინგლ. Area Outside Territorial Authority უშუალო მართვის ქვეშ.

კემპბელის კუნძულები — იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნაწილია ახალი ზელანდიის სუბანტარქტიკული კუნძულების შემადგენლობაში.[1]

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კემპბელის კუნძულების რუკა

კუნძულების საერთო ფართობია — 113,31 კმ²[2].

ეკოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კუნძულები კიდევ იმითაა ცნობილი, რომ ადამიანის ჩარევის შედეგად კუნძულებს მიადგა ძლიერი ეკოლოგიური ზარალი: XVIII საუკუნის ბოლოს — XIX საუკუნის დასაწყისში ვირთხები მოხვდნენ კემპბელის კუნძულებზე, სავარაუდოდ, ვეშაპის დამჭერი გემებიდან.[3] მხოლოდ დაახლოებით 200 წლის შემდეგ, 2003 წელს, ახალი ზელანდიელი მეცნიერების ძალისხმევით გაანადგურეს ისინი.[4] ამ პერიოდის განმავლობაში ვირთხებმა უზარმაზარი ზარალი მიაყენეს ადგილობრივი — ქარიშხალას და პინგვინის სახეობებს. ზოგიერთი სახეობა იძულებული გახდა ბუდე გაეკეთებინა მხოლოდ არქიპელაგის მცირე კლდეებზე.

ყველაზე ეული ხე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიტხენის ნაძვი (ლათ. Picea sitchensis) არქიპელაგზე ერთადერთი ხეა[5]. ის, სავარაუდოდ, დაირგო 1907 წელს, მაგრამ მისი სიმაღლე დღემდე არ აღემატება 10 მეტრს[6]. ნიგერიის უდაბნოში აკაცია ტენერეს ხის (ფრანგ. Arbre du Ténéré) გახმობის შემდეგ, ეს ხე მსოფლიოში შეიძლება ჩაითვალოს ყველაზე ეულად მდგომ ხედ. უახლოესი სოფელი მდებარეობს 222 კმ-ში ოკლენდის კუნძულებზე[7].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]