კემარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კემარი — ერთ-ერთი უძველესი ბურთის თამაში, რომელიც იაპონიიდან მომდინარეობს და თანამედროვე ფეხბურთთან აქვს ბევრი მსგავსება. კემარი VII საუკუნიდან მოდის, თუმცა აღსანიშნავია, რომ მისი წესები ოდნავ მოგვიანებით ჩამოყალიბდა. კემარი ჰეიანის პერიოდში ძალზედ პოპულარული იყო, თუმცა მას შემდეგ იგი თანამედროვე პერიოდში უფრო აღორძინდა.

კემარი იაპონიაში ჩინეთიდან დაახლოებით 644 წლამდე მოვიდა. მისი ყველაზე ადრეული მოხსენიება გვხვდება იაპონიის ერთ-ერთ უძველესს წიგნში ნოჰონ შოკიში. იგი პირველად ითამაშეს ქალაქ ნარაში. აღნიშნულ თამაშს თამაშობდა პრინცი ნაკო ნო ოე, რომელიც შემდგომში გახდა იმპერატორი ტენჯი. წესები სტანდარტიზებულია XI საუკუნიდან. თამაშზე გავლენა მოახდინა კუჯუს ჩინურმა სპორტმა. კემარისთვის პერსონაჟები იგივეა, რაც კუჯუ ჩინურად. სპორტის სახეობა იაპონიაში დაახლოებით 600 წელს დაარსდა, ასუკას პერიოდში. დღესდღეობით ის ტარდება შინტოს სალოცავებში ფესტივალებზე. ჯორჯ ბ. ბუშმა ითამაშა ეს თამაში მისი ერთ–ერთი ვიზიტის დროს იაპონიაში.

კემარის დროს ბურთი მიწაზე არ უნდა მოხვდეს. უნდა აბურთავო ხელების გარდა სხვა ნებისმიერი სხეულის ნაწილით. კემარს თამაშობს ექვსი ან რვა მოთამაშე და მათი ერთგვარი დანიშნულეებაა ბურთი რაც შეიძლება დიდხანს გააჩერონ ჰაერში. კემარს განსხვავებით სხვა თამაშებისა იაპონიასა და ჩინეთში თამაშობდნენ მაღალი კლასის წარმომადგენლები.

კამაკურად პერიოდისას XII და XIV საუკუნეებს შორის, სამურაებს შორის კემარი ძალზე პოპულარული სპორტის სახეობა იყო. ედოს პერიოდში, XVII და XIX საუკუნეებს შორი, აღნიშნული სპორტის სახეობა დაბალ კლასებშიც გავრცელდა. თუმცა იყო პერიოდი როდესაც, აღნიშნული თამაშის პოპულარობა საკმაოდ დაეცა, რადგან ეს თამაში არ მოსწონდათ იმპერატორებს.

დღეისათვის იაპონიაში კემარი ითვლება ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ თამაშად. წელიწადში ორჯერ იმართება დღესასწაულზე საყოველთაო თამაში კემარის.

ეს არაკონკურენტული სპორტია. ბურთი, რომელიც ცნობილია როგორც მარი, დამზადებულია დერსკინისგან, რომელსაც თმა შიგნით აქვს მოქცეული და გარედან დამალულია. აღნიშნული ბურთი ივსება ქერის მარცვლეულით, რომ მისცეს მას ერთგვარი ფორმა. მას, ვინც ბურთს ურტყამს, მასარიაში ჰქვია. კარგი მასარიაში აადვილებს მიმღებს, რომ გააკონტროლოს მარი, და ემსახურება მას რბილი შეხებით, რათა გაადვილდეს მარის ყოფნა ჰაერში.

კემარს თამაშობენ ბრტყელ ადგილზე, 6-7 მეტრ კვადრატში. მოთამაშეებს აცვიათ, საკმაოდ ორიგინალური ტრადიციული სამოსი. ამ ტიპის ტანსაცმელს უწოდებდნენ კარიგინუას და ის ძველ დროში საკმაოდ მოდური იყო.

აღნიშნულ თამაშს ბევრი საერთო აქვს თანამედროვე სტანდარტულ ფეხბურთთან, როგორც წესებით. კემარი არა მარტო იაპონიაშია პოპულარული, არამედ აზიის სხვა ქვეყნებშიც, ერთ-ერთ პოპულარულ და საყოველთაო თამაშად ითვლება.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]