კელი ბრუკი
| კელი ბრუკი | |
|---|---|
|
ბრუკი 2015 წელს | |
| დაბადების სახელი | კელი ანი პარსონსი |
| დაბადების თარიღი |
23 ნოემბერი,1979 წელი როჩესტერი,ინგლისი |
| ალმა-მატერი | იტალია, კონტის თეატრალური ხელოვნების აკადემია |
| საქმიანობა | მოდელი,მსახიობი |
| აქტიური | 1996-აწმყო |
| მეუღლე(ები) | ჯერემი პარისი |
კელი ბრუკი (დ. 23 ნოემბერი, 1979) — ინგლისელი მოდელი, მსახიობი და მედია პერსონა. კარიერა დაიწყო რეკლამებისთვის მოდელობით, რის შემდეგაც ყურადღება მიიპყრო ბრიტანული ტაბლოიდის დეილი სთარის რედაქციამ, სადაც გამოჩნდა როგორც გვერდი 3-ის მოდელი. 2005 წელს იგი დასახელდა FHM-ის „ყველაზე სექსუალურ ქალად მსოფლიოში“,[1] ხოლო 1998 წლიდან 2015 წლამდე მუდმივად შედიოდა FHM-ის „100 ყველაზე სექსუალური ქალის“ სიაში.[2]
როგორც მსახიობი, მონაწილეობა აქვს მიღებული ფილმებში: „მოძალადე“ (2001), „ძარცვა იტალიურად“ (2003), „სახლი 9 ადამიანისთვის“ (2004), „ხსნის კუნძული“ (2005), „დედაჩემი ქალთევზაა“ (2007), „პირანიები“ (2010) 2019 წლიდან იგი არის Heart London-ის დრაივტაიმის რადიოშოუს თანაწამყვანი ჯეისონ კინგ-თან ერთად.[3]
ადრეული ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კელი ბრუკი დაიბადა ქალაქ როჩესტერ-ში. მისი დედა, სანდრა კელი, მუშაობდა მზარეულად, ხოლო მამა, კენეთ პარსონსი, იყო მშენებლობის სფეროში დასაქმებული.[4] მას ჰყავს უმცროსი ძმა, დამიანი, და უფროსი ნახევარ და,საშა.[5] მისი მამა გარდაიცვალა 2007 წლის 26 ნოემბერს, 57 წლის ასაკში, ფილტვის კიბოთი.[6] ბრუკი სწავლობდა თომას აველინგის სკოლა-ში, რომელიც მდებარეობს , როჩესტერში.[7] 1996 წელს, 17 წლის ასაკში, იგი გამოჩნდა BBC-ის კომედიურ შოუში Fist of Fun, რომელიც შექმნილი იყო სტიუარდ ლი-სა და რიჩარდ ჰერინგ-ის მიერ. იქ მან შეასრულა მოსწავლის როლი სკეტჩების სერიაში „მასწავლებლები“, სადაც მისი ერთ-ერთი პარტნიორი იყო დანიელ მაისი. მან სამი წლის განმავლობაში ისწავლა იტალია, კონტის თეატრალური ხელოვნების აკადემია-ში,[8] ხოლო პროფესიონალი მოდელი გახდა უკვე 16 წლის ასაკში.[9]

სამოდელო კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კელის სამოდელო კარიერა დაიწყო 16 წლის ასაკში, მას შემდეგ რაც მან გაიმარჯვა სილამაზის კონკურსში, სადაც მონაწილეობა დედამ მიაღებინა.[5]მალევე მან მიიქცია ბრიტანული ტაბლოიდის დეილი სთარის ყურადღება, სადაც დაიწყო გამოჩენა როგორც გვერდი 3-ის მოდელი.[10] ამის შემდეგ მისი ფოტოები ხშირად იბეჭდებოდა პოპულარულ მამაკაცურ ჟურნალებში, როგორიცაა GQ, Loaded და FHM. ჟურნალ გრაცია-ს გამოკითხვის მიხედვით (5000-ზე მეტი ქალის მონაწილეობით), მას მიაკუთვნეს „საუკეთესო სხეული“ ბრიტანელ ქალებს შორის. 2005 წელს კი პირველ ადგილზე გავიდა FHM-ის „100 ყველაზე სექსუალური ქალი მსოფლიოში“ სიაში, სადაც მონაწილეობა დაახლოებით 15 მილიონმა ადამიანმა მიიღო. იგი ამ სიაში 1998 წლიდან ყოველწლიურად ხვდებოდა; 2008 წელს იყო №34, 2009-ში №67, ხოლო 2010-ში №7. იგი ასევე იყო FHM-ის 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის სპეციალური ნომრის ყდის ვარსკვლავი და ჟურნალის ყდაზე გამოჩნდა 2011 წლის აპრილშიც.[10][11]
2007 წლის თებერვალში გამოცხადდა, რომ ბრუკმა გააფორმა დაახლოებით £1 მილიონიანი კონტრაქტი იუნილივერ-თან, რათა წარმოედგინა მათი დეოდორანტის ბრენდი Lynx (აშშ-სა და ევროპაში ცნობილი როგორც Axe).[12] იგი მონაწილეობდა ამ კამპანიის ბილბორდებზე, გაზეთებსა და ონლაინ რეკლამებში.[13] 2010 წელს იგი გახდა საცვლების ბრენდის ულტიმოს სარეკლამო კამპანიის „ახალი სახე და სხეული“.[14] იმავე წელს გამოჩნდა ფლეიბოის ამერიკულ გამოცემაში.[15] 2010 წლის ოქტომბერში იგი გამოჩნდა Clapham Picturehouse-ში, როგორც სარეკლამო აქციის ნაწილი Carlsberg-ისა და Sky 3D-ისთვის.[16] ნოემბერში კი წარადგინა ჯილდო MTV Europe Music Awards-ზე მადრიდში [17] ბრუკმა ასევე შექმნა საცურაო კოსტიუმების ხაზი ნიუ ლუქ-თან თანამშრომლობით და თავადვე იყო მისი მოდელი. 2014 წლის სექტემბერში მან გამოუშვა საკუთარი ტანსაცმლის ხაზი,[18] ხოლო 2015 წელს გახდა სკეჩერ-ის ბრენდ-ამბასადორი.[19]
სამსახიობო კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2000 წელს კელი პირველად გამოჩნდა დიდ ეკრანზე ფილმში Sorted მცირე როლით. მალევე ითამაშა საშინელებათა ფილმში „მოძალადე“. იგი ასევე გამოჩნდა ამერიკულ სერიალში „სმოლვილი“ (2001–2002), სადაც ოთხი სერია შეასრულა ლექს ლუთორის შეყვარებულის როლი — პერსონაჟი,რომელიც სუპერმენის მთავარი მოწინააღმდეგეა. ბრუკმა იმუშავა კანადაშიც როგორც მსახიობმა და მცირე როლი ჰქონდა ფილმში „ძარცვა იტალიურად“ (2003) მისი პირველი მთავარი როლი იყო ფილმში School for Seduction (2004), რომელმაც დადებითი შეფასებები მიიღო.[20] 2004 წელს მან გაახმოვანა პერსონაჟი ნიკი მორისი ვიდეოთამაშში. 2005 წელს მონაწილეობა მიიღო თრილერში სახლი 9 ადამიანისთვის და ასევე ითამაშა ბილი ზეინ-თან ერთად,გადარჩენის თემაზე გადაღებულ ფილმში „ხსნის კუნძული“.[21]

2006 წელს ბრუკმა ითამაშა „მის მარპლი აგათა კრისტი“-ის ერთ ეპიზოდში, ხოლო 2009 წელს საკუთარ თავად გამოჩნდა სერიალის „მოძრავი ფონი“-ის მეორე სეზონში. იგი ასევე მონაწილეობდა სამეცნიერო-ფანტასტიკურ თრილერში „ჩრდილების თამაში“, რომლის რეჟისორია ნიკ საიმონი.[22] ბრუკს მთავარი როლი ჰქონდა საშინელებათა კომედიურ ფილმში Piranha 3D. ფილმი გამოვიდა 2010 წლის 20 აგვისტოს, მიიღო დადებითი შეფასებები და კომერციულად წარმატებული აღმოჩნდა[22] — 24 მილიონ დოლარიან ბიუჯეტზე 83.2 მილიონი დოლარი გამოიმუშავა მსოფლიოში.[23]
თეატრი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2000 წლის დეკემბერში კელი ბრუკმა ითამაშა ეგზოტიკური მოცეკვავის, ანიას როლი სპექტაკლში თვალის კონტაქტი, რომელიც გაიმართა Riverside Studios-ში.[24][25] 2008 წლის ოქტომბერში იგი დაბრუნდა ლონდონის დასავლეთ-ენდზე და ითამაშა ჯინის როლი ნილ ლაბუტ-ის პიესაში მსუქანი გოჭი, რომელიც დაიდგა კომედიის თეატრში. 2009 წლის ნოემბერში ბრუკმა დაიწყო სელიას როლის შესრულება სპექტაკლში Calendar Girls, რომელიც მიმდინარეობდა Noël Coward Theatre-ში. 2012 წლის ბოლოს იგი ასევე მოკლე ეპიზოდური გამოჩენით გამოჩნდა კაბარეს შოუში უსასრულოდ გიჟი, რომელიც ეკუთვნის Crazy Horse London-ს.[26]
სხვა საქმიანობები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მუსიკალური ვიდეოები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1997 წელს, 17 წლის ასაკში, კელი ბრუკი გამოჩნდა გერმანული ~ როკ ჯგუფის KMFDM სიმღერის Megalomaniac მუსიკალურ ვიდეოში, სადაც მედდის როლს ასრულებდა.[27] იმავე წელს იგი ასევე გამოჩნდა ბრიტანული ჯგუფის პულპ სიმღერის Help the Aged ვიდეოში, სადაც ცეკვის სცენაში მონაწილეობდა ჰაკი ვიტნ-თან ერთად (ჯგუფ Flaming Stars წევრი).[28] 2013 წელს ბრუკმა ითამაშა ბრიტანული ბენდის Lawson სიმღერის „ჯულიეტ“ მუსიკალურ ვიდეოში, სადაც ჯულიეტას როლი შეასრულა.[29]
ტელეწამყვანობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1997 წელს, 18 წლის ასაკში,კელი დაიწყო ახალგაზრდული სატელევიზიო პროგრამების წაყვანა არხებზე MTV UK & Ireland, Granada Television და Trouble TV.[30] მისი მნიშვნელოვანი წინსვლა წამყვანის კარიერაში მოხდა 1999 წლის იანვარში, როდესაც იგი აირჩიეს Denise van Outen-ის შემცვლელად გადაცემაში The Big Breakfast, სადაც მუშაობდა ჯონი ვაუგ-თან ერთად. მან გადაცემა დატოვა იმავე წლის ივლისში.[31] 2005 წელს ბრუკმა წაიყვანა რეალითი შოუ Celebrity Love Island, რომელიც გადიოდა არხზე ITV.
ტელევიზია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2007 წელს კელი მონაწილეობდა ცეკვის კონკურსში, სადაც მისი პარტნიორი იყო ბრენდან კოლი. შოუს მიმდინარეობისას გარდაიცვალა მისი მამა, კენეთი, კიბოსგან.მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად გადაწყვიტა გაგრძელება მისი ხსოვნის პატივსაცემად, მან მე-9 კვირაში დატოვა კონკურსი.[32] 2008 წელს იგი დაბრუნდა შოუში Strictly Come Dancing Christmas Special, სადაც იცეკვა ჯაივი ბრაიან ფორტუნას-თან ერთად. ისინი თავდაპირველად მეოთხე ადგილზე გავიდნენ, თუმცა მაყურებლის ხმებით მეორე ადგილი დაიკავეს, ჯილ ჰალფპერინ-სა და დარენ ბენეტ-ის შემდეგ. იმავე წელს ბრუკმა შეცვალა ჯენიფერ ელისონი და გახდა ჟიური რეალით შოუში.[33]
2009 წლის იანვარში იგი შეუერთდა ბრიტანეთის ნიჭიერ-ის მესამე სეზონს, როგორც მეოთხე ჟიურის წევრი, თუმცა ერთ კვირაზე ნაკლებში გაათავისუფლეს, რადგან პროდიუსერებმა ოთხჟიურიანი ფორმატი „ძალიან რთულად“ მიიჩნიეს.[34] საბოლოოდ იგი გამოჩნდა როგორც სტუმარი ჟიური მანჩესტერში ჩაწერილ ეპიზოდში. 2013 წელს ბრუკი გახდა დროებითი გუნდის კაპიტანი შოუში Celebrity Juice (ITV2), სადაც მან ჩაანაცვლა ფერნ კოტონი. 2016 წელს იგი ასევე იყო გუნდის კაპიტანი შოუში It's Not Me, It's You (Channel 5). 2021 წელს ბრუკმა მონაწილეობა მიიღო შოუში The Masked Dancer, სადაც ბაყაყის კოსტიუმით გამოდიოდა და ნახევარფინალში გახდა მერვე გამოვლენილი მონაწილე.
2024 წელს იგი მეუღლესთან, ჯერემი პარისი-თან ერთად მონაწილეობდა შოუში Celebrity Race Across the World, სადაც საბოლოოდ მეოთხე ადგილი დაიკავეს.[35] 2025 წელს გამოცხადდა, რომ ბრუკი მონაწილეობას მიიღებდა შოუში I'm a Celebrity...Get Me Out of Here!, სადაც საბოლოოდ მე-9 ადგილზე გავიდა.[36]
წიგნები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2014 წლის სექტემბერში კელი ბრუკმა გამოაქვეყნა თავისი ავტობიოგრაფია, რომელიც 21 სექტემბერს მოხვდა The Sunday Times-ის ბესტსელერების სიაში.[37] [38] თუმცა, წიგნის სარეკლამო ტურის დროს მან კრიტიკა დაიმსახურა ოჯახური ძალადობის საკითხებზე მომუშავე ჯგუფებისგან, რადგან ხუმრობით ისაუბრა იმაზე, რომ ყოფილ შეყვარებულებს — ჯეისონ სტეითემი-სა და დენი კიპრიან-ს — სახეში დაარტყა.[39]
ბიზსენი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2013 წლის ბოლოს კელი ბრუკმა ლონდონში გახსნა ბარი Steam and Rye პარტნიორობით ნიკი ჰაუსთან.[40] 2014 წლის ივნისში Steam and Rye-მა მოიპოვა „წლის ბარის“ ჯილდო.[41]
პირადი ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2014 წელს კელი ბრუკმა გადაცემაში This Morning გამოსვლისას აღიარა, რომ ყოფილ შეყვარებულებს — ჯეისონ სტეითემსა და დანი კიპრიანს — სახეში დაარტყა. ამის შემდეგ საქველმოქმედო ორგანიზაციამ Menkind განაცხადა, რომ „ძალიან იმედგაცრუებული“ იყო აღნიშნული სიუჟეტით.[42] 2022 წლის ივლისში ბრუკი დაქორწინდა თავის დიდი ხსნის პარტნიორზე, ჯერემი პარისი-ზე, რომელთანაც 2015 წლიდან იყო ურთიერთობაში.[43]
იგი საჯაროდაც საუბრობდა პარიზის ძლიერი კათოლიკური რწმენის შესახებ და იმაზე, თუ რა როლს ასრულებს რელიგია მათ ქორწინებასა და ოჯახურ ცხოვრებაში.[44]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ „Kelly is world's sexiest“. 30 June 2005.
- ↑ Kelly Brook And FHM: A Ridiculously Sexy Retrospective (10 December 2015).
- ↑ Heart. ციტირების თარიღი: 9 March 2020
- ↑ „Grieving Kelly Brook vows to dance on after father dies of cancer“. London Evening Standard. ციტირების თარიღი: 2 June 2020.
- ↑ Elizabeth Day (1 November 2009). „Kelly Brook profile“. The Guardian. ციტირების თარიღი: 7 September 2010.
- ↑ Grieving Strictly star Kelly Brook attends father's funeral, thisislondon.co.uk; accessed 31 January 2016.
- ↑ „Grieving Brook to keep on dancing“. BBC News. 29 November 2007. ციტირების თარიღი: 8 April 2008.
- ↑ Kelly Brook. italiaconti.com. ციტირების თარიღი: 22 April 2025
- ↑ Official Kelly Brook site biography page. Officialkellybrook.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 January 2011. ციტირების თარიღი: 12 January 2011
- 1 2 "Kelly Brook — Kent's finest bra model" დაარქივებული 13 February 2011 საიტზე Wayback Machine. Kelly Brook at FHM.com
- ↑ Kelly Brook in South Africa! FHM article. Fhm.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 June 2010. ციტირების თარიღი: 12 January 2011
- ↑ „Kelly Brook lands £1m Lynx deal“. nowmagazine.co.uk. ციტირების თარიღი: 20 January 2012.
- ↑ Lynx 6-sheet Kelly Brook ad. UTalkMarketing.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 September 2008. ციტირების თარიღი: 8 April 2008
- ↑ "Kelly Brook models Ultimo lingerie spring collection". London Evening Standard. Retrieved 2 June 2020
- ↑ Kelly goes naked Sky Showbiz, 04/06/10. Showbiz.sky.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 June 2010. ციტირების თარიღი: 12 January 2011
- ↑ VIDEO: Kelly Brook pays surprise visit to Clapham Picture House, in Venn Street. London Evening Standard (8 November 2010). ციტირების თარიღი: 12 January 2011
- ↑ "We Announce More Superstar Presenters!" დაარქივებული 8 November 2010 საიტზე Wayback Machine. , ema.mtv.co.uk; accessed 31 January 2017.
- ↑ for Simply Be — Blog. Kelly Brook (4 August 2014). დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 March 2015. ციტირების თარიღი: 20 February 2015
- ↑ Kelly is the new face of Skechers!. Kelly Brook official blog (22 July 2014). დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 April 2015. ციტირების თარიღი: 20 February 2015
- ↑ School for Seduction review. Filmcritic.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 31 July 2012. ციტირების თარიღი: 12 January 2011
- ↑ „Three“. rottentomatoes.com. ციტირების თარიღი: 11 February 2022.
- 1 2 Piranha 3-D. Rotten Tomatoes. ციტირების თარიღი: 20 February 2015
- ↑ Piranha 3D (2010). Box Office Mojo (18 November 2010). ციტირების თარიღი: 12 January 2011
- ↑ „Kelly Brook to bare all on stage“. BBC News. 6 October 2009. ციტირების თარიღი: 7 September 2010.
- ↑ Shenton, Mark. „Kelly Brook to Make West End Stage Debut“. დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 May 2011. ციტირების თარიღი: 7 September 2010. დამოწმება journal საჭიროებს
|journal=-ს (დახმარება) - ↑ Trueman, Matt. (17 October 2012) Kelly Brook strips off for Crazy Horse cabaret | Culture. The Guardian. ციტირების თარიღი: 20 February 2015
- ↑ Longmire, Becca (September 6, 2016). „Kelly Brook writhes around in boob-baring nurses outfit in seriously steamy throwback clip“. ციტირების თარიღი: February 1, 2020.
- ↑ Pulp – Help The Aged. YouTube (26 June 2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-11-18. ციტირების თარიღი: 8 May 2013
- ↑ Duff, Seamus (August 21, 2013). „Kelly Brook stars in new Lawson music video for song called Juliet“. ციტირების თარიღი: July 31, 2023.
- ↑ Donna Air leaves MTV (17 April 2000).
- ↑ „Entertainment Kelly quits Big Breakfast“. 30 July 1999.
- ↑ „Brook quits Strictly Come Dancing“. BBC News. 30 November 2007. ციტირების თარიღი: 8 April 2008.
- ↑ Kelly Brook searches for Baby დაარქივებული 18 September 2008 საიტზე Wayback Machine. , 15 May 2008
- ↑ Dickinson, Matt (20 January 2009). „Kelly Brook axed from Britain's Got Talent“. The Independent. UK. ციტირების თარიღი: 12 January 2011.
- ↑ Mensah, Katelyn. Who are Kelly Brook and Jeremy Parisi? Meet Celebrity Race Across the World 2024 contestants | Radio Times. ციტირების თარიღი: 11 November 2025
- ↑ I'm a Celebrity...Get Me Out of Here! 2025 cast in full from Jack Osbourne to Kelly Brook (11 November 2025). ციტირების თარიღი: 11 November 2025
- ↑ The Autobiography by Kelly Brook – Blog. Kelly Brook (1 August 2014). დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 February 2015. ციტირების თარიღი: 20 February 2015
- ↑ Culture.[მკვდარი ბმული]
- ↑ Rochester-born model Kelly Brook provokes outrage by laughing about punching ex-lovers Jason Statham and Danny Cipriani on ITV show This Morning (9 September 2014). ციტირების თარიღი: 20 February 2015
- ↑ Steam and Rye. Steamandrye.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 April 2014. ციტირების თარიღი: 20 February 2015
- ↑ bar team. (3 June 2014) Bar news | Steam & Rye among London Club & Bar Awards winners.. Barmagazine.co.uk. ციტირების თარიღი: 20 February 2015
- ↑ Alexander, Ella. (9 September 2014) Kelly Brook has been accused of trivialising domestic abuse... Again. The Independent.
- ↑ Casey, Isabelle. (31 July 2022) Kelly Brook marries boyfriend Jeremy Parisi in stunning Italian ceremony - see her dress. Hello!.
- ↑ Cotton, Elizabeth. (2025-04-22) Loose Women's Kelly Brook shares 'ignorance' over husband's faith after 'guilt' en. ციტირების თარიღი: 2026-03-31