შინაარსზე გადასვლა

კელიმუტუ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კელიმუტუ
კოორდინატები: 8°46′12″ ს. გ. 121°49′12″ ა. გ. / 8.77000° ს. გ. 121.82000° ა. გ. / -8.77000; 121.82000
ქვეყანა ინდონეზიის დროშა ინდონეზია
სიმაღლე 1639 
ტიპი კომპლექსური ვულკანი
ბოლო ამოფრქვევა 1968 წლის ივნისი-ივლისი
კელიმუტუ — ინდონეზია
კელიმუტუ
კელიმუტუ — ფლორესი
კელიმუტუ

კელიმუტუ (ინდონ. Kelimutu) — ვულკანი ინდონეზიის კუნძულ ფლორესზე. სიმაღლე 1639 მ. უკანასკნელი ცნობილი ამოფრქვევა მოხდა 1968 წელს. აქვს სამი ვულკანური კრატერი, რომლებიც ტბებითაა დაკავებული. მათში გახსნილია სხვადასხვა მინერალები, რის გამოც ტბათა შეფერილობა დროთა განმავლობაში იცვლება. ტბები ფრეატული ამოფრქვევების შედეგია. კელიმუტუს სამ ტბას რამდენიმე წლის განმავლობაში აქვს სხვადასხვა შეფერილობა, მათ შორის: შავი, ფირუზისფერი, მოწითალო-მოყავისფრო ან მწვანე.[1]

2016 წლის იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით ტბათა შეფერილობა 6-ჯერ შეიცვალა.[2] ვულკანის დასავლეთით მდებარე ტბას ეწოდება ტივუ-ატა-ბუპუ („მოხუცების ტბა“), რომელიც ჩვეულებრივ ლურჯი ფერისაა, ხოლო დანარჩენი ორი ტბა — ტივუ-კო’ო-ფაი-ნუვა-მური („ჭაბუკებისა და გოგონების ტბა“) და ტივუ-ატა-პოლო („მოჯადოებული ტბა“) ერთმანეთისაგან გამოყოფილია საერთო კრატერული კედლით და მათი შეფერილობა შესაბამისად ტიპური მწვანე ან წითელია.[3]

ფერადი მეტამორფოზები და მთაზე არსებული ხშირი ნისლი ვულკანს ანიჭებს ზებუნებრივ, მისტიკურ მნიშვნელობას. ამდენად, ვულკანის ძირში მდებარე სოფელ მონის მაცხოვრებლებს სჯერათ, რომ გარდაცვლილთა სულები სწორედ ამ ტბებში მიიმართებიან და მათი ფერების ცვალებადობას სულების განრისხებით ხსნიან. სოფელ მონიდან ვულკანზე ასვლა 3 საათშია შესაძლებელი. მწვერვალამდე ასვლა შესაძლებელია აგრეთვე ბემოთი მეტად კლაკნილი გზა-სერპანტინით.[4]

ვულკანი კელიმუტუ მოქცეულია კელიმუტუს ეროვნული პარკის ტერიტორიაზე. განვითარებულია ტურიზმი.[5]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]