კელიმანი
კელიმანი | |
---|---|
![]() პიეტროსი | |
კოორდინატები: 47°07′30″ ჩ. გ. 25°11′09″ ა. გ. / 47.12500° ჩ. გ. 25.18583° ა. გ. | |
ქვეყანა | ![]() |
უმაღლესი წერტილი | პიეტროსი |
სიმაღლე | 2104 მ |
სიგრძე | 70 კმ |
კელიმანი (რუმ. Munţii Călimani) — მთის მასივი აღმოსავლეთ კარპატებში, რუმინეთის ტერიტორიაზე. სიგრძე დაახლოებით 70 კმ. ყველაზე მაღალი მწვერვალის სიმაღლეა 2104 მ (მთა პიეტროსი). ძირითადად აგებულია ნეოგენური ვულკანური ქანებით. ღრმად არის დანაწევრებული მდინარეთა ხეობებით. მთა პიეტროსის ლანდშაფტში არის ძველი გამყინვარების კვალი. ფერდობები შემოსილია წიფლის, ნაძვისა და შერეული ტყით, უფრო მაღლა სუბალპური და ალპური მდელოებია.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- Jiří Čížek a kolektiv: Rumunské a bulharské hory. Olympia, Praha, 1986