კეიტლინ დევერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
კეიტლინ დევერი
Kaitlyn Dever in 2019 (cropped).jpg
დაბადების თარიღი 21 დეკემბერი, 1996 (1996-12-21) (24 წლის)
ფენიქსი, არიზონა, აშშ
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 2009 – დღემდე
საიტი http://www.kaitlyndever.com

კეიტლინ როშელ დევერი (ინგლ. Kaitlyn Rochelle Dever; დაიბადა 1996 წლის 21 დეკემბერს, ფენიქსი, არიზონა, აშშ) - ამერიკელი მსახიობი. მან მოიპოვა აღიარება FX-ს კრიმინალურ- დრამატულ სერიალებში Justified (2011–2015), ABC / Fox-ს სიტკომში Last Man Standing (2011 – დღემდე) და Netflix-ს დრამატულ სერიალში დაუჯერებელი (2019). მას აქვს ოქროს გლობუსის [1] პრემიის ნომინაცია საუკეთესო მსახიობი ქალისთვის - მინისერიალებში. დევერმა მიიღო მონაწილეობა სხვადასხვა ფილმებში, როგორიცაა ცუდი მასწავლებელი (2011), მოკლევადიანი 12 (2013), დეტროიტი (2017) და ლამაზი ბიჭი (2018). მას ასევე ჰქონდა წამყვანი როლები 2019 წლის ფილმებში Them That Follow და Booksmart.

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დევერი დაიბადა არიზონაში, ტიმსა და ქეითი დევერების ოჯახში. მას ჰყავს ორი უმცროსი და, მედი და ჯეინ დევერები. ხუთი წლის ასაკში ის დაინტერესდა საშემსრულებლო ხელოვნებით, ის მშობლებმა გააგზავნეს სამსახიობო სკოლაში. ის ასევე დაინტერესებული იყო ტანვარჯიშით, ბალეტსით და ციგურაობით, სანამ მსახიობობაზე არ გაამახვილა ყურადღება. შემდეგ მისი ოჯახი გადავიდა დალასში, სადაც ის ჩაირიცხა დალასის ახალგაზრდა მსახიობების სტუდიაში, ერთთვიანი სამსახიობო პროგრამით.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დევერის პირველი ცნობილი სამსახიობო როლი იყო გვენ ტომპსონის როლი 2009 წელს ფილმში, "ამერიკელი გოგონა: ქრისი ძლიერად დგას". 2011 წელს მან მოიპოვა ლორეტა მაკკრედის როლი, FX სერიალში Justified. იმავე წელს, ის იყო ABC-ს (და მოგვიანებით Fox) სიტკომში Last Man Standing, რომელშიც მთავარ როლს ასრულებს ტიმ ალენი. დევერის სხვა სატელევიზიო როლებში შედის სერიალები Make It or Break It, Modern Family, Private Practice, Party Down, The Mentalist და Curb Your Enthusiasm. 2011 წლის ფილმებში შედის Cinema Verite, ცუდი მასწავლებელი და კლინტ ისტვუდის ფილმი J. Edgar. 2012 წელს დევერი სამჯერ იყო ნომინირებული ახალგაზრდა შემსრულებლის 33-ე დაჯილდოებაზე: მისი მეორეხარისხოვანი როლებისთვის ცუდი მასწავლებლი და განმეორებითი როლისთვის ფილმში "გამართლებული". 2019 წელს დევერმა ითამაშა დრამა-თრილერულ ფილმში Them That Follow, რეჟისორები ბრიტ პულტონი და დენ მედისონ საევიჯი. ფილმის მსოფლიო პრემიერა ჰქონდა სანდენსის კინოფესტივალზე, 2019 წლის 27 იანვარს და გამოვიდა 2019 წლის 2 აგვისტოს, 1091 მედიის მიერ. იმავე წელს, დევერმა ითამაშა კრიტიკულად აღიარებულ თინეიჯერულ კომედიაში Booksmart, რეჟისორი ოლივია უაილდი. ფილმის მსოფლიო პრემიერა იყო South by Southwest- ში, 2019 წლის 11 მარტს და გამოვიდა 2019 წლის 24 მაისს, Annapurna Pictures- ის მიერ. მან ასევე ითამაშა Netflix- ის მინისერიალში დაუჯერებელი, რომლის პრემიერა შედგა 2019 წლის სექტემბერში. მან მიიღო ოქროს გლობუსის ნომინაცია საუკეთესო მსახიობი ქალისთვის - მინისერიალში ან სატელევიზიო ფილმი. მან ასევე მიიღო ნომინაციები Critics' Choice Television Award for Best Actress in a Movie/Miniseries-ში[2] საუკეთესო მსახიობი ქალისთვის, BAFTA Rising Star Award[3] და TCA პრემია დრამაში ინდივიდუალური მიღწევებისთვის. 2020 წელს დევერი გამოჩნდა კომედიურ სერიალში Home Movie: The Princess Bride, რეჟისორი ჯეისონ რეიტმანი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Kaitlyn Dever. www.goldenglobes.com. (25 დეკემბერი, 2020)
  2. Critics' Choice Awards 2020: See the full winners list. ew.com. (25 დეკემბერი, 2020)
  3. Awkwafina, Kaitlyn Dever Among BAFTA Rising Star Nominees. www.hollywoodreporter.com. (25 დეკემბერი, 2020)