შინაარსზე გადასვლა

კეთრინ პრესკოტი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კეთრინ პრესკოტი
Kathryn Prescott
პრესკოტი ლონდონის მოდის კვირეულზე, 2010 წელი
დაბადების თარიღი 4 ივნისი, 1991 (ასაკი 33)
დაბადების ადგილი ლონდონი, ინგლისი
პროფესია მსახიობი
მოღვაწეობის წლები მეგან პრესკოტი (ტყუპისცალი და)

კეთრინ პრესკოტი (დ. 4 ივნისი, 1991 წელი, ლონდონი, ინგლისი) — ინგლისელი მსახიობი. მეტად ცნობილია მისი როლები როგორც ემილი ფიჩი E4-ის თინეიჯერულ დრამაში „Skins“ (2009–2010) და მთავარ პერსონაჟად MTV-ის თინეიჯერულ დრამაში „Finding Carter“ (2014–2015).

2008 წლის ივლისში, კეტრინ პრესკოტი პირველად გამოჩნდა სერიალ „Doctors“-ის ეპიზოდში, სადაც ტყუპი დების, ემილი და შარლოტა უილკოკის როლებს ასრულებდა მის დასთან, მეგან პრესკოტთან ერთად ეპიზოდში „Dare, Double Dare, Truth“.[1][2] 2009 წლის დასაწყისში, პრესკოტმა ითამაშა ემილი ფიჩი "Skins"-ის 3, 4 და 7 სეზონებში, სადაც პერსონაჟები ცნობილი იყვნენ როგორც "მეორე თაობა". პრესკოტმა 2010 წლის მარტში თავის ოფიციალურ ვებგვერდზე განაცხადა, რომ ის მონაწილეობდა სერიალის Goth-ის პილოტში. პრესკოტი ითამაშა კარტერ სტივენს/ლინდონ უილსონის როლში MTV-ის სერიალში "Finding Carter". შემდეგ, 2019 წელს, იგი გამოჩნდა ფილმში "A Dog's Journey" როგორც CJ.

კეთრინ პრესკოტი დაიბადა ლონდონში, პალმერს გრინში, ინგლისში. ის ექვსი წუთით უფროსია თავისი ტყუპისცალი დისგან, მეგანისგან. როდესაც Skins-ის ოფიციალურ ვებსაიტზე წარმოადგინა თავისი „ტოპ 10 ფლეილისტი“, პრესკოტმა საყვარელ მუსიკალურ ჯგუფებად დაასახელა Röyksopp, The Cardigans და Metallica.[3]

ფანის მიერ დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემისას თავის ოფიციალურ ვებსაიტზე, პრესკოტმა განაცხადა, რომ ურჩევნია არ მიაწეროს თავი რომელიმე კონკრეტულ სექსუალურ იდენტობას და მიიჩნევს, რომ „ადამიანები არ განისაზღვრებიან მათი სექსუალობით“, და რომ „ეს არ ცვლის იმას, ვინც ხარ პიროვნულად“.[4]

მეორე შეკითხვაზე პასუხად, მან ასევე გაამხილა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ის სრულიად ვეგეტარიანელი არაა მაგრამ მაინც ფრთხილობს იმ ხორცთან, რასაც იღებს.[5]

2021 წლის 7 სექტემბერს, პრესკოტს ბრუკლინში ქუჩის გადაკვეთის დროს დაეჯახა სატვირთო მანქანა და მან მიიღო სერიოზული დაზიანებები, მათ შორის მენჯის, ფეხების, ფეხის ტერფისა და ხელის მოტეხილობები.[6][7] 2021 წლის 1 ოქტომბერს, მისი და მეგანი გაავრცელა ინფორმაცია, რომ კეთრინი გაწერეს საავადმყოფოდან და ის უკვე სახლში აღიდგენდა ჯანმრთელობას.[8]

თავდაპირველად მეგანს უარი უთხრეს აშშ-ში საგანგებო შესვლაზე COVID-19-ის პანდემიასთან დაკავშირებული მოგზაურობის შეზღუდვების გამო მიუხედავად იმისა, რომ წარადგინა ვაქცინაციის დამადასტურებელი საბუთები, უარყოფითი ტესტის შედეგები და თავისი დის სამედიცინო დოკუმენტაცია. საბოლოოდ, გადაწყვეტილება შეიცვალა მას შემდეგ, რაც პრესკოტმა საჯაროდ გაახმოვანა ეს საკითხი.[9]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. "Kathryn Prescott – Filmography by TV series". IMDb. Retrieved 30 March 2010
  2. "Megan Prescott (I) – Filmography by TV series". IMDb. Retrieved 30 March 2010.
  3. "Top Ten Playlist – Kathryn Prescott". Skins (E4). Retrieved 30 March 2010.
  4. Kathryn Prescott (2 January 2010). "Re: Ask Kat: sexuality". Kathryn Prescott. Archived from the original on 12 May 2010. Retrieved 30 March 2010.
  5. Kathryn Prescott (2 January 2010). "Re: Vegetarianism". Kathryn Prescott. Archived from the original on 12 May 2010. Retrieved 30 March 2010.
  6. Sinclair, Leah (10 September 2021). "Skins actress seriously injured after being hit by truck in New York". standard.co.uk. Retrieved 13 September 2021
  7. "Actress Kathryn Prescott Hospitalized in ICU After Being Hit By Cement Truck". E!. 10 September 2021. Retrieved 10 September 2021.
  8. Celebretainment, By. "Kathryn Prescott out of danger after crash". Princeton Daily Clarion. Archived from the original on 13 September 2021. Retrieved 13 September 2021.
  9. "Kathryn Prescott's twin Megan Prescott can visit New York to see her after cement truck accident". დაარქივებული 2021-09-13 საიტზე Wayback Machine. Vigour Times. 12 September 2021. Retrieved 13 September 2021.