შინაარსზე გადასვლა

კეთრინ კონოლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კეთრინ კონოლი
დაბადების თარიღი 12 ივლისი, 1957(1957-07-12) (68 წლის)
დაბადების ადგილი გოლუეი[1]
მოქალაქეობა  ირლანდიის რესპუბლიკა
განათლება გოლუეის უნივერსიტეტი, ლიდზის უნივერსიტეტი და King's Inns

კეთრინ კონოლი (ირლ. Catherine Connolly; დ. 12 ივლისი, 1957) — ირლანდიელი დამოუკიდებელი პოლიტიკოსი, რომელიც 2016 წლიდან ირლანდიის პარლამენტის ქვედა პალატის წევრია გოლუეის დასავლეთის საარჩევნო ოლქიდან. კონოლი არის დამოუკიდებელი კანდიდატი 2025 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში.[2]

კონოლიმ თავისი პოლიტიკური კარიერა დაიწყო როგორც ლეიბორისტული პარტიის წევრად,[3] რომლის ჩარჩოებშიც 1999 წელს აირჩიეს გოლუეის ქალაქის საბჭოში და იყო გოლუეის მერი 2004-2005 წლებში. მან დატოვა პარტია 2007 წელს კანდიდატების შერჩევის გარშემო წარმოქმნილი დავის გამო. მას შემდეგ რაც წარუმატებლად მიიღო მონაწილეობა 2007 და 2011 წლების საყოველთაო არჩევნებში გოლუეის დასავლეთში დამოუკიდებელი კანდიდატის სტატუსით,[4] კონოლი პარლამენტში აირჩიეს 2016 წელს. 2020 წლის ივლისიდან 2024 წლის ნოემბრამდე იყო პარლამენტის ქვედა პალატის 33-ე ვიცე-სპიკერი.

იდეოლოგიურად მემარცხენე პოლიტიკური ძალების მომხრე კონოლი მხარს უჭერდა 2015 წლის ერთსქესიანთა ქორწინების რეფერენდუმს, 2018 წელს მერვე შესწორების გაუქმებას და არის ირლანდიის ნეიტრალიტეტის მომხრე. მის საპრეზიდენტო კამპანიას მხარს უჭერს შინ ფეინი, სოციალ-დემოკრატები,[5] ლეიბორისტული პარტია, მწვანეთა პარტია და ირლანდიის პარლამენტის (ერიახტასის) რამდენიმე დამოუკიდებელი წევრი.[6]

კონოლი არის ირლანდიურ ენაზე მოლაპარაკე. მუშაობდა როგორც კლინიკური ფსიქოლოგი და როგორც ადვოკატი.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Carroll R. Catherine Connolly: the outspoken leftwinger set to be Ireland’s next president — 2025. — ISSN 0261-3077
  2. McQuinn, Cormac (11 July 2025). „Catherine Connolly announces plans to launch presidential election bid next week“. The Irish Times. ციტირების თარიღი: 11 July 2025.
  3. Hamilton, Andrew (28 September 2025). 'He wasn't generous towards her:' Catherine Connolly and Michael D Higgins's fraught history“. The Irish Times (ინგლისური). ციტირების თარიღი: 28 September 2025.
  4. Galway West. Election 2011. RTÉ. ციტირების თარიღი: 28 February 2011
  5. Hurley, Sandra (11 July 2025). „Soc Dems to nominate Catherine Connolly for run for Áras“. RTE News. ციტირების თარიღი: 11 July 2025.
  6. „Catherine Connolly gathers support for Áras run“. The Irish Times. 12 July 2025. ციტირების თარიღი: 12 July 2025.