კეზენოიამი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კეზენოიამი
კეზენოიამი
კეზენოიამი
კოორდინატები: 42°46′38″ ჩ. გ. 46°09′11″ ა. გ. / 42.77722° ჩ. გ. 46.15306° ა. გ. / 42.77722; 46.15306
მდებარეობა რუსეთის დროშა რუსეთი
ტერიტორიული ერთეული ჩეჩნეთი
დაღესტანი
სიმაღლე ზღვის დონიდან 1854 
სიგრძე 2,7 კმ
სიგანე <0,735 კმ
ფართობი 1,7 კმ²
მოცულობა 0,062 კმ³
სანაპირო ზოლის სიგრძე 10 კმ
მაქსიმალური სიღრმე 72 
აუზის ფართობი 38,8 კმ²
კეზენოიამი — რუსეთი
კეზენოიამი
კეზენოიამი — ჩეჩნეთი
კეზენოიამი

კეზენოიამი (რუს. Кезенойам) — ტბა რუსეთში, ჩეჩნეთის ვედენოს რაიონის და დაღესტნის ბოთლიხის რაიონის საზღვარზე. მიეკუთვნება მდინარე სულაკის აუზს. წარმოადგენს რეგიონალური მნიშვნელობის ჰიდროლოგიურ ბუნების ძეგლს. მდებარეობს სუბალპური მდელოების სარტყელში. ზაფხულში ტბაში წყალი 17-18 გრადუსამდე თბება. ზამთარში კი ყინულის საფრის სისქე აღწევს 60–80 სმ-ს. წყლის მოცულობა 62 მილიონი მ³ შეადგენს. ზღვის დონიდან სიმაღლე 1854 მეტრია.

ბუნებრივი კაშხალი, რომელიც მდებარეობს ტბის დასავლეთ ნაწილში, 100 მეტრზე მეტ სიმაღლეს აღწევს. ტბის ქვაბულს ციცაბო ფერდობები და ბრტყელი ფსკერი აქვს. მაქსიმალური სიღრმე 74 მ. ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ გადაჭიმულია 2 კმ-ზე, ხოლო დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ 2,7 კმ-ზე. მაქსიმალური სიგანე 735 მ. სანაპირო ზოლის სიგრძეა 10 კმ. ტბა იკვებება მდინარეებითა და მასში ჩამდინარე ნაკადულებით. წყლის დონე წლიდან წლამდე იცვლება.

არქეოლოგიური ძეგლებიდან მნიშვნელოვანია ნახის (ჩეჩნური) საბრძოლო და საცხოვრებელი კოშკები, შუა საუკუნეების ნახის ციხე, უძველესი სამარხები და ასევე ჩეჩნეთის ზოგიერთი ადრეული მეჩეთი.

2015 წლის 18 აპრილს ტბის სანაპიროზე გაიხსნა ტურისტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი „კეზენოი-ამი“. სპორტულ და ტურისტულ კომპლექსში შედის სასტუმრო, რომელსაც აქვს 58 ოთახი. ასევე ცალკეა განთავსებული კოტეჯები, სპორტული კომპლექსი ფართობით 1200 მ², სპორტული მოედანი, ნავსადგური, კაფე-ბარი, რესტორანი და სხვა ობიექტები.

1970-1980 წლებში ტბაზე განთავსებული იყო სსრკ ოლიმპიური სანაოსნო გუნდის ბაზა, თუმცა რესპუბლიკაში საომარი მოქმედებების დროს ბაზა მთლიანად განადგურდა.

2015 წელს, რუსეთის ნიჩბოსნობის ფედერაციის პრეზიდენტმა ვენიამინ ბუტმა განაცხადა, რომ აპირებს კეზენოიამზე განაახლოს რუსეთის ეროვნული ნაკრების ვარჯიშები ნიჩნოსნობაში. 2017 წლის ივლისში ტბაზე შედგა პირველი შეჯიბრება „კეზენოი-თასი 2017“, რომელშიც მონაწილეობდნენ 8 ქვეყნის სპორტსმენები.

ტბას რამდენიმე სახელი აქვს, მათგან გამოსარჩევია: კეზენოი-ამი, კაზენოი-ამი, კაზენოიამი, ეიზენამი, გოლუბოე და რეტლო.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]