სტეფანე კევორკოვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან კევორკოვი, სტეფანე)
სტეფანე კევორკოვი
მშობლიური სახელი Ստեփան Կևորկով
დაბადების სახელი სტეფანე აღაბეკის ძე გევორქიანცი
დაბადების თარიღი 19 მარტი (1 აპრილი), 1903
მოსკოვი, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 15 აგვისტო, 1991 (88 წლის)
ერევანი, სომხეთის სსრ, სსრკ
ეროვნება სომეხი
მოქალაქეობა {{{link alias-s}}} დროშა რუსეთის იმპერიასაბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
ალმა-მატერი მოსკოვის კინემატოგრაფიის სახელმწიფო ტექნიკუმი
საქმიანობა კინორეჟისორი
პარტია სკკპ
ჯილდოები ოქტომბრის რევოლუციის ორდენი სამამულო ომის II ხარისხის ორდენი შრომის წითელი დროშის ორდენი

სტეფანე აღაბეკის ძე კევორკოვი (ნამდვილი გვარი გევორქიანცი; სომხ. Ստեփան Կևորկով; დ. 19 მარტი [ ძვ. სტ. 1 აპრილი], 1903, მოსკოვი — გ. 15 აგვისტო, 1991, ერევანი) — საბჭოთა კინორეჟისორი. სსრკ სახალხო არტისტი (1970). სკკპ წევრი 1945 წლიდან.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1930 წელს დაამთავრა მოსკოვის კინემატოგრაფიის სახელმწიფო ტექნიკუმი. მუშაობდა „აზერკინოს“ სტუდიაში. ნიკოლოზ შენგელაიასთან ერთად (მეორე რეჟისორი) გადაიღო ფილმი „ოცდაექვსი კომისარი“ (1933). 1933–1936 წლებში მუშაობდა „მოსფილმში“, 1936 წლიდან „არმენფილმის“ სტუდიაში. ერაზმ კარამიანთან ერთად გადაიღო ფილმები: „მთის მარში“ (1939), „მოჩვენებანი ტოვებენ მწვერვალებს“ (1955) „ქუხილის ბილიკით“ (1956), „აფეთქება ნაშუაღამევს“ (1968). 1956–1964 წლებში იყო სომხეთის კინემატოგრაფისტთა კავშირის გამგეობის პირველი მდივანი. სომხეთის სსრ სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1967). დაჯილდოებულია 2 ორდენითა და მედლებით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]