კევინ მიტნიკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კევინ მიტნიკი
დაბადების სახელი კევინ დეივიდ მიტნიკი
დაბადების თარიღი 6 აგვისტო, 1963 (1963-08-06) (60 წლის)
ლოს-ანჯელესი, კალიფორნია, აშშ
სხვა სახელები „კონდორი“, „ბნელი მხარის ჰაკერი“
მოქალაქეობა აშშ-ის დროშა აშშ
საქმიანობა ყოფილი ჰაკერი, კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი, მწერალი
ორგანიზაცია Mitnick Security Consulting

კევინ დეივიდ მიტნიკი (ინგლ. Kevin David Mitnick; დ. 6 აგვისტო, 1963) — ამერიკელი კომპიუტერული უსაფრთხოების კონსულტანტი, მწერალი და ყოფილი ჰაკერი. ცნობილია სხვადასხვა კომპიუტერული და კომუნიკაციებთან დაკავშირებული დანაშაულისათვის, რის გამოც 1995 წელს დააპატიმრეს და ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.[1]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიტნიკი დაიბადა ვან-ნაისში, კალიფორნიაში, 1963 წლის 6 აგვისტოს.[2] გაიზარდა ლოს-ანჯელესში. სწავლობდა ლოს-ანჯელესის ჯეიმზ მონროს საშუალო სკოლაში.[3] during which time he became an amateur radio operator.[4] მოგვიანებით ჩაირიცხა სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტში.[3] გარკვეული ხანი მუშაობდა სტივენ სემიუელ უაზის სახელობის ტაძრის რეგისტრატორად.[3]

მიტნიკი ახორციელებდა ჰაკინგს სოციალური ინჟინერიის გამოყენებით.[5] ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც კომპიუტერული ტექნოლოგიები არ იყო საკმარისად განვითარებული, 12 წლის მიტნიკმა მოიგონა და წარმატებით განახორციელა თაღლითური სქემა, რომელიც აძლევდა მას მუნიციპალური ტრანსპორტით უფასო მგზავრობის შესაძლებლობას. მოგვიანებით, 1979 წელს, 16 წლის ასაკში, მან შეძლო კომპანია „Digital Equipment Corporation“-ის ქსელში შეღწევა და მონაცემების მოპარვა,[6], რისთვისაც გაასამართლეს და ერთწლიანი წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ციხიდან ახალგანთავისფუბლებულმა მიტნიკმა გატეხა კიდევ ერთი კომპანიის, „Pacific Bell“-ის ქსელი. ამისთვის ის კვლავ გაასამართლეს და მიუსაჯეს 2.5 წლიანი პატიმრობა. აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, მიტნიკი კვლავ ტეხავდა ქსელებს ციხიდან.

დღეს მიტნიკი მართავს უსაფრთხოების კომპანიას „Mitnick Security Consulting“. იგი აგრეთვე არის უსაფრთხოების შემსწავლელი კომპანია KnowBe4-ის ჰაკინგის მთავარი ოფიცერი, ისევე როგორც კომპანია „Zimperium“-ის მრჩეველთა საბჭოს წევრი,[7] ფირმა, რომელიც ქმნის მობილური შეჭრის პრევენციის სისტემას.[8]

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Kevin Mitnick with Robert Vamosi, The Art of Invisibility, 2017, Hardback ISBN 978-0-316-38049-2
  • Kevin Mitnick and William L. Simon, Ghost in the Wires: My Adventures as the World's Most Wanted Hacker, 2011, Hardback ISBN 978-0-316-03770-9
  • Kevin Mitnick and William L. Simon, The Art of Intrusion: The Real Stories Behind The Exploits Of Hackers, Intruders, And Deceivers, 2005, Hardback ISBN 0-471-78266-1
  • Kevin Mitnick, The Art of Deception: Controlling the Human Element of Security, 2002, Paperback ISBN 0-471-23712-4

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. „Kevin Mitnick sentenced to nearly four years in prison; computer hacker ordered to pay restitution to victim companies whose systems were compromised“ (პრეს-რელიზი). United States Attorney's Office, Central District of California. 9 აგვისტო, 1999. დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 ივნისი, 2013. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date= და |archivedate=-ში (დახმარება)
  2. Merritt, Tom (2012). Chronology of Tech History. Lulu.com, გვ. 87. ISBN 978-1-300-25307-5. 
  3. 3.0 3.1 3.2 Mitnick, Kevin (2011). Ghost in the Wires: My Adventures as the World's Most Wanted Hacker. Little, Brown and Company. ISBN 978-0-316-03770-9. 
  4. Mills, Elinor. Q&A: Kevin Mitnick, from ham operator to fugitive to consultant. CNET. ციტირების თარიღი: 18 დეკემბერი, 2017.
  5. Jason Gots. Hacker for the Hell of It: The Adventures of Kevin Mitnick. Big Think.
  6. https://web.archive.org/web/20090317050834/http://www.thememoryhole.org/lit/deception-ch1.htm
  7. Darlene Storm. (19 ივლისი, 2012) Interview: World's most famous hacker, Kevin Mitnick, on mobile security & Zimperium. Computerworld. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 დეკემბერი, 2013.
  8. Alex Williams. Zimperium Raises $8M For Mobile Security That Turns The Tables On Attackers. TechCrunch. AOL.