კევინ მაკ-კართი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კევინ მაკ-კართი

კევინ ოუენ მაკ-კართი (ინგლ. Kevin Owen McCarthy; დ. 26 იანვარი, 1965) — ამერიკელი პოლიტიკოსი, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის 55-ე სპიკერი. რესპუბლიკელი. კალიფორნიის 23-ე საარჩევნო ოლქის წარმოამდგენელი, წარმომადგენელთა პალატის უმრავლესობის ლიდერი 2014 წლის 1 აგვისტოდან 2019 წლის 3 იანვრამდე, უმცირესობის ლიდერი - 2019 წლის 3 იანვრიდან 2023 წლამდე.

პალატის ხელმძღვანელობის წევრი მაკ-კართი გახდა 2009 წელს, როცა იგი რესპუბლიკელთა პარტიული ორგანიზატორის მოადგილედ აირჩიეს. 2011 წელს პარტიული ორგანიზატორი გახდა, ხოლო 2014 წელს, ერიკ კანტორის გადადგომის შემდეგ, უმრავლესობის ლიდერი. 2015 წლის 28 სექტემბერს პალატის სპიკერობაზე მისი კანდიდატურა წარადგინეს, თუმცა, მან გამარჯვება ვერ მოახერა და საბოლოო ჯამში პოლ რაიანს დაუჭირა მხარი.[1]

წარმომადგენელთა პალატის 2022 წლის არჩევნებში მაკ-კართის ხელმძღვანელობით რესპუბლიკურმა პარტიამ უმრავლესობა მოიპოვა. გამარჯვების შემდეგ პარტიამ იგი სპიკერის პოსტზე წარადგინა.[2] წარდგენის მიუხედავად, სპიკერის 2023 წლის არჩევნებში გასამარჯვებლად მას 14 მცდელობა დაჭირდა, რადგანაც 20 რესპუბლიკელი მის ნომინაციას მხარს არ უჭერდა. 1923 წლის შემდეგ ეს გახდა პირველი შემთხვევა, როდესაც სპიკერის არჩევა პირველ ცდაზე ვერ მოხერხდდა და პირველი შემთხვევა 1859 წლიდან, როდესაც სპიკერის არჩევას 9-ზე მეტი ცდა დაჭირდა.[3][4][5]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. https://www.theatlantic.com/politics/archive/2015/09/kevin-mccarthy-steps-into-a-faux-outrage/408253/
  2. Walsh, Deirdre; Schapitl, Lexie. McCarthy nominated speaker in internal GOP vote but he faces conservative resistance (November 15, 2022). ციტირების თარიღი: 5 January 2023
  3. Mascaro, Lisa; Amiri, Farnoush; Freking, Kevin (January 4, 2023). „McCarthy vows to stay in speaker's race, with Trump backing“. AP News (ინგლისური). Washington, D.C. ციტირების თარიღი: January 4, 2023.
  4. McCaskill, Nolan D. (January 3, 2023). „Kevin McCarthy falls short on first three votes for speaker in historic defeat“. Los Angeles Times (ინგლისური). Washington, D.C. ციტირების თარიღი: January 4, 2023.
  5. Russell Berman. (January 4, 2023) The Humiliation of Kevin McCarthy. The Atlantic. ციტირების თარიღი: January 4, 2023.