კევინ მაკ-კართი (კალიფორნიელი პოლიტიკოსი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
კევინ მაკ-კართი

კევინ ოუენ მაკ-კართი (ინგლ. Kevin Owen McCarthy; დ. 26 იანვარი, 1965) — ამერიკელი კონგრესმენი კალიფორნიის ოცდამესამე საარჩევნო ოლქიდან და წარმომადგენელთა პალატის უმრავლესობის ლიდერი 2014 წლის 1 აგვისტოდან 2019 წლის 3 იანვრამდე, უმცირესობის ლიდერი 2019 წლის 3 იანვრიდან.

პალატის ხელმძღვანელობის წევრი მაკ-კართი გახდა 2009 წელს, როცა იგი რესპუბლიკელთა პარტიული ორგანიზატორის მოადგილედ აირჩიეს. 2011 წელს პარტიული ორგანიზატორი გახდა, ხოლო 2014 წელს, ერიკ კანტორის გადადგომის შემდეგ, უმრავლესობის ლიდერი. 2015 წლის 28 სექტემბერს პალატის სპიკერობაზე მისი კანდიდატურა წარადგინეს, თუმცა, მან გამარჯვება ვერ მოახერა და საბოლოო ჯამში პოლ რაიანს დაუჭირა მხარი.[1]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]