კევედო (ქალაქი)
ქალაქი | |||
---|---|---|---|
კევედო Quevedo | |||
![]() კევედოს ცენტრალური პარკი | |||
| |||
ქვეყანა |
![]() | ||
პროვინცია | ლოს-რიოსი | ||
კანტონი | კევედო | ||
კოორდინატები | 1°02′00″ ს. გ. 79°27′00″ დ. გ. / 1.03333° ს. გ. 79.45000° დ. გ. | ||
ქალაქის მერი | ჯონ სალსედო კანტოსი | ||
დაარსდა | 1838 | ||
ფართობი | 53.1 კვადრატული კილომეტრი | ||
ცენტრის სიმაღლე | 74 მ | ||
ოფიციალური ენა | ესპანური ენა, კეჩუა და Shuar | ||
მოსახლეობა | 173 585 კაცი (2010) | ||
სასაათო სარტყელი | UTC-5 | ||
სატელეფონო კოდი | (+593) 5 | ||
საფოსტო ინდექსი | EC120550 | ||
ოფიციალური საიტი | quevedo.gob.ec | ||
კევედო (ესპ. Quevedo) — ქალაქი ეკვადორში, ლოს-რიოსის პროვინციაში, კევედოს კანტონის ადმინისტრაციული ცენტრი; დაარსდა 1838 წელს. 2010 წლის მონაცემებით, ქალაქის მოსახლეობა 173 585 ადამიანს შეადგენს. მდებარეობს დედაქალაქ კიტოდან 237 კილომეტრით სამხრეთ-დასავლეთით. კევედო ეკვადორის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ქალაქია; ცნობილია სასოფლო-სამეურნეო ტრადიციებით. მისი აგროინდუსტრიული სექტორი ერთ-ერთი ლიდერია მსოფლიოში ბანანის, კაკაოს, ხილისა და ყავის მარცვლის ექსპორტით. ბოლო წლებში, მნიშვნელოვნად გაიზარდა არასასოფლო-სამეურნეო სექტორიც — ძირითადად საფინანსო და საგანმანათლებლო სფეროები.
კევედოს გეოგრაფიული მდებარეობა ძალზედ მნიშვნელოვანია ლოჯისტიკის თვალსაზრისით, რადგან ის მდებარეობს წყნარ ოკეანესა და ისეთ დიდ ქალაქებს შორის, როგორებიცაა გუაიაკილი, სანტო-დომინგო, მანტა, ამბატო და კიტო.[1] იმის გამო, რომ კევედო ანდების მთების დასავლეთით და მდინარე ვინსესის მარჯვენა ნაპირზე მდებარეობს, ქალაქი საკმაოდ მოწყვლადია წყალდიდობებისადმი.[2] კლიმატი ნოტიო ტროპიკულია.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Mapa de Quevedo
- Viajes a Quevedo, Ecuador დაარქივებული 2009-02-09 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ http://www.quevedo.gov.ec/Site/Fijos/ciudad.aspx დაარქივებული 2010-07-18 საიტზე Wayback Machine. , "La Cuidad" Gobierno Municipal de Quevedo 10 August 2010
- ↑ http://www.columbiagazetteer.org/main/ViewPlace/0/115386 Columbia Gazetteer of the World, Quevedo 10 August 2010