შინაარსზე გადასვლა

კედლების მუზეუმი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კედლების მუზეუმი
მდებარეობა იტალიის დროშა იტალია
სტატუსი მოქმედი
ისტორია
თარიღდება 1990 წელი
კედლების მუზეუმი — იტალია
კედლების მუზეუმი
კედლების მუზეუმი ვიკისაწყობში

კედლების მუზეუმი (იტალ.  Museo delle Mura) ― არქეოლოგიური მუზეუმი რომში (იტალია). ის აპიუსის გზის[1]  დასაწყისში, სან-სებასტიანოს კარიბჭის (იტალ. Porta San Sebastiano) პირველ და მეორე სართულებზე მდებარეობს. მუზეუმში გამოფენილია რომაული კედლები და მათი მშენებლობის ტექნიკა. აქვე შეგიძლიათ მოინახულოთ ავრელიანეს კედელი[2] და შიგნიდან დაათვალიეროთ მისი ერთ-ერთი საუკეთესოდ შემონახული მონაკვეთი. მუზეუმში შესვლა უფასოა.

მუზეუმი ამჟამინდელი სახით ოფიციალურად 1990 წელს გაიხსნა. 1939 წლამდე სან-სებასტიანოს კარიბჭე (იგივე პორტა აპია) საზოგადოებისთვის ღია იყო, თუმცა შემდეგ შენობა იტალიის ფაშისტური პარტიის[3] მდივანმა, ეტორე მუტიმ დაიკავა. ზოგიერთ ოთახში შავ-თეთრი მოზაიკა სწორედ ამ პერიოდით თარიღდება. 1970 წლიდან არსებობდა პატარა მუზეუმი, რომელიც ავრელიანეს კედლის შიდა პარაპეტთან იყო დაკავშირებული, თუმცა მუზეუმი სტუმრებისთვის მხოლოდ კვირაობით იღებოდა და რამდენიმე წლის შემდეგ დაიხურა კიდეც[4].

მუზეუმში წარმოდგენილია რომსა და მის შემოგარენში არსებული კედლების მშენებლობის დეტალური ისტორია, რომელიც რომის სამხრეთ-აღმოსავლეთით, არდეაში, VIII საუკუნეში აშენებული კედლებით იწყება. აქ გაეცნობით რომის მეექვსე მეფის, ლეგენდარული სერვიუს ტულიუსის მიერ აშენებული პირველი რომაული კედლის, რომში გალების მიერ შეჭრის შემდეგ, ძვ.წ. IV საუკუნეში აშენებული მეორე კედლის და ახ. წ. III საუკუნეში აშენებული ავრელიანეს კედლის მშენებლობის ტექნიკას. ასევე აღწერილია შემდგომი სამუშაოები კედლების სიმაღლის გაზრდისა და თავდაცვითი ნაგებობების გაუმჯობესების მიზნით, მოგვიანებით დამატებული კედლები და XX საუკუნემდე შეტანილი ცვლილებები. ტექსტისა და დიაგრამების გარდა, წარმოდგენილია კედლის რამდენიმე მოდელიც[5] .   

ეს არის მისაღები ოთახი, რომელიც კარიბჭის დასავლეთ კოშკში მდებარეობს. მისი გამოყენება შესაძლებელია ვიდეო პროექციებისთვის. დარბაზში ფაშისტური ეპოქის ერთ-ერთი მოზაიკაა შემორჩენილი. მოზაიკაზე გამოსახულია ვეფხვი, რომელიც ორ ირემს უსაფრდება.  

დარბაზი მეორე სართულს იკავებს, სან-სებასტიანოს კარიბჭის თაღს ზემოთ. აქ წარმოდგენილია საინფორმაციო პანელები, რომლებიც უძველესი კედლებისა და შემდგომი ავრელიანესეული კედლების შესახებ მოგვითხრობს. ავრელიუსის კედლების მშენებლობა რომში გარკვეული პერიოდის განმავლობაში განხორციელებული უდიდესი სამშენებლო პროექტი იყო. მათი მშენებლობა რომის უწყვეტი ძალაუფლების დადასტურებას ნიშნავდა[6]. ექსპონატებით ახსნილია მოვლენები, რომლებმაც კედლების მშენებლობა განაპირობა და ნაჩვენებია მიზეზები, რამაც მათი მომავალი განსაზღვრა. პანელებზე ასევე აღწერილია მშენებლობის ტექნოლოგიები და კარიბჭის ტიპები. ასევე არსებობს პანელი, რომელიც ეძღვნება როგორც დამცველების, ასევე თავდამსხმელების მიერ გამოყენებულ სამხედრო აღჭურვილობას.

აღმოსავლეთ კოშკში მდებარე ეს ოთახი შეიცავს კედლების მაკეტებს და ძველი რომის ტოპოგრაფიულ გეგმას, ასევე პირველი სამი კედლის მარშრუტებს.

ამ დარბაზში წარმოდგენილია ინფორმაცია სან-სებასტიანოს პორტებისა და რომის კედლებში არსებული სხვა კარიბჭეების შესახებ.

ეს დარბაზი გვაწვდის ინფორმაციას აპიუსის გზის შესახებ, რომლის დასაწყისიც ფანჯრებიდან მოჩანს.

ამ დარბაზში მოთხრობილია კედლების განვითარებისა და აღდგენის ისტორია დღემდე.

აქ წარმოდგენილია ანტონიო და სანგალოს (1453-1534) მიერ დაპროექტებული საფორტიფიკაციო კედლების მოდელი.

სან სებასტიანოს კარიბჭის ტერასის მონახულება შესაძლებელია ავრელიანეს კედლების შიდა ნაწილის 350 მეტრიან მონაკვეთთან ერთად, რომელიც დასავლეთით ვია კრისტოფორო კოლომბომდეა გადაჭიმული, წარმოადგენს დახურულ გალერეას და რომელშიც ათი კოშკია ჩაშენებული. აქ შეგიძლიათ იხილოთ ორიგინალური იატაკის ნაშთები, მშვილდოსნების ისრებისთვის განკუთვნილი ჭრილები და კიბეები რამდენიმე კოშკის შიგნით, რომლებიც ოდესღაც სამეთაურო ოთახებს უერთდებოდა.  აღდგენითი სამუშაოები ერთმანეთისგან სამშენებლო აღჭურვილობის სხვადასხვა ტიპის მიხედვით განსხვავდება. ასევე ჩანს 1848 კვადრატული ისრის ფორმის ჭრილი, რომლებიც ორიგინალი საარტილერიო ჭრილების ადაპტაციით არის დამზადებული.

წყაროები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Museo delle Mura. ციტირების თარიღი: 13 January 2016
  2. Museo delle Mura. ციტირების თარიღი: 13 January 2016
  3. Porta San Sebastiano & Museo delle Mura | Rome, Italy Attractions.
  4. Museo delle Mura. დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 ნოემბერი 2017. ციტირების თარიღი: 12 January 2016
  5. Museo delle Mura | Museums in Rome (15 February 2018).
  6. Aldrete, Gregory S (2004). Daily Life In The Roman City: Rome, Pompeii, And Ostia, Greenwood Press, 2004, pp. 41-42. ISBN 0-313-33174-X