კგალაგადის ტრანსსასაზღვრო პარკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
კგალაგადის ეროვნული პარკი
IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი)
Twee Rivieren camp.JPG
Kgalagadi Transfrontier Park map.gif
მდებარეობა კგალაგადის რაიონი, ბოტსვანა / ჩრდილოეთის კონცხი, სამხრეთ აფრიკა
უახლოესი ქალაქი უპინგტონი
კოორდინატები 25°46′ ს. გ. 20°23′ ა. გ. / 25.767° ს. გ. 20.383° ა. გ. / -25.767; 20.383
ფართობი 38 000
დაარსდა 1931 წლის 31 ივლისი(კალაჰარის გემსბოკის ეროვნული პარკი)
2000 წლის 12 მაისი(კგალაგადის ტრანსსასაზღვრო პარკი)
მმართველი ორგანო ველური ბუნებისა და ეროვნული პარკების დეპარტამენტი (ბოტსვანა) / სამხრეთ აფრიკის ეროვნული პარკები (სამხრეთ აფრიკა)
ოფიციალური საიტი http://www.sanparks.org/parks/kgalagadi/

კგალაგადის ტრანსასაზღვრო პარკი — ველური სამყაროს ნაკრძალი და საკონსერვაციო სივრცე სამხრეთ აფრიკაში. პარკი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკისა და ბოტსვანის ტერიტორიაზე მდებარეობს და ორ მომიჯნავე პარკს აერთიანებს:

  • სამხრეთ აფრიკის კალაჰარის გემსბოკის ეროვნული პარკი
  • ბოტსვანის გემსბოკის ეროვნული პარკი

პარკის საერთო ფართობი 37 000კმ²-ია. პარკის ტერიტორიის 3/4 ბოტსვანის ტერიტორიაზე მდებარეობს, 1/4 კი - სამხრეთ აფრიკის ტერიტორიაზე.

2014 წლის სექტემბერიდან ბოტსვანის ეროვნული პარკის ნახევარი ბუნებრივი აირისმოპოვებისთვის გამოიყენება.[1]

ველური სამყარო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პარკი უხვი, მრავალფეროვანი ველური ბუნებით გამოირჩევა. პარკის ტერიტორიაზე დიდი რაოდენობით ძუძუმწოვარი მტაცებლები: ლომები, ავაზები, აფრიკული ლეოპარდები და აფთრები ბინადრობენ. მიგრაციულ ჯოგებს შორის გამორჩეულია ლურჯი გნუების, სპრინგბოკების, კანებისა და წითელი კონგონების ჯოგები. პარკის ტერიტორიაზე 200-ზე მეტი სახეობის ფრინველი ბინადრობს, მათ შორის: ორბი, არწივი, კაკაჩა და ფრინველმდივანი. [2]

2005 წლიდა ეროვნული პარკი ლომების საკონსერვაციო ერთეულად და სამხრეთ აფრიკაში ლომების დასაყრდენად მიიჩნევა.[3]

!Xaus Lodge[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2002 წლის ოქტომბერსი ბოტსვანის მთავრობამ 580კმ² ფართობის ტერიტორია ადგილობრივი ხალხის: ბუშმენებისა და მაიერის თემებისთვის გამოყო. 277.69კმ² ბუშმენთა კულტურული მემკვიდრეობის მიწად, ხოლო 301.34კმ² - მაიერის კულტურული მემკვიდრეობის მიწად გამოცხადდა. ხელშეკრულების მიხედვით ამ მიწებს სამხრეტ აფრიკის ეროვნული პარკების უწყება განაგებს. შეთანხმების თანახმად, თემებისთვის გარკვეული რაოდენობის თანხა გამოიყოფა, რათა ტურისტული საჭიროების კონსტრუქციები აიგოს. ლოჯებს !Xaus Lodge (ადგილობრივთა ენაზე გულს ნიშნავს) უწოდეს.[4]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Barbee, Jeffrey. Botswana sells fracking rights in national park. The Guardian. წაკითხვის თარიღი: 19 February 2018.
  2. Secretary Birds in the Kgalagadi National Park“, Travel For Wildlife, 2012-11-19. (en-US) 
  3. IUCN Cat Specialist Group (2006). Conservation Strategy for the Lion Panthera leo in Eastern and Southern Africa. IUCN, Pretoria, South Africa.
  4. About Us | Xaus Lodge en-US. წაკითხვის თარიღი: 2017-05-26