არჩილ კბილაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან კბილაშვილი, არჩილი)
არჩილ კბილაშვილი
არჩილ კბილაშვილი
საქართველოს მთავარი პროკურორი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
25 ოქტომბერი, 2012 – 7 ნოემბერი, 2013
პრეზიდენტი  მიხეილ სააკაშვილი
გიორგი მარგველაშვილი
პრემიერ-მინისტრი  ბიძინა ივანიშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი
წინამორბედიმურთაზ ზოდელავა
მემკვიდრეოთარ ფარცხალაძე

დაბადებული2 დეკემბერი, 1971 (1971-12-02) (52 წლის)
ბაღდათი, იმერეთი, საქართველოს სსრ,
საბჭოთა კავშირი
მოქალაქეობასაბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
ეროვნებაქართველი
პოლიტიკური პარტიაქართული ოცნება
მეუღლესოფო ცისკაძე
შვილებისანდრო, სალომე, ვაკო
განათლებასახელმწიფო უნივერსიტეტი
(ფაკ. საერთაშორისო სამართალი)
პროფესიაიურისტი
საქმიანობაადვოკატი
რელიგიამართლმადიდებელი

არჩილ კბილაშვილი (დ. 2 დეკემბერი, 1971, სოფ. დიმი; ბაღდათის რაიონი) — ქართველი იურისტი და საქართველოს მთავარი პროკურორი 2012 წლის ოქტომბრიდან2013 წლის 7 ნოემბრამდე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არჩილ კბილაშვილი დაიბადა 1971 წლის 2 დეკემბერს სოფ. დიმში, ბაღდათში, იმერეთის რეგიონში, საქართველოს სსრ-ში. მისი მშობლები სკოლაში მასწავლებლებად მუშაობდნენ, არჩილის მამა ფიზიკის, ხოლო დედა რუსული ენის მასწავლებელი იყო. 1993 წელს არჩილმა დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, ხოლო 1995 წელს იმავე უნივერსიტეტში მიიღო სახელმწიფო სამართლის მაგისტრის ხარისხი. ქართულ ენასთან ერთად ფლობს ასევე ინგლისურს, გერმაულს და რუსულს. 1993 წლიდან 2012 წლამდე არჩილ კბილაშვილი მოღვაწეობდა წამყვან ქართულ იურიდიულ ფირმაში „მგალობლიშვილი, ყიფიანი, ძიძიგური“. 2009 წელს იგი აირჩიეს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრად, ხოლო 2007 წელს იგი არჩეულ იქნა საქართველოში საფრანგეთის საელჩოს პირად ადვოკატ-კონსულად. არჩილ კბილაშვილი ასევე იცავდა ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილისა და მისი მეუღლის ინტერესებს სასამართლოში საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის საკითხის განხივისას. 2006 წელს არჩილ კბილაშვილი საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი გახდა. 2012 წლის 15 თებერვალიდან არჩილ კბილაშვილი არის ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს საინიციატივო ჯგუფის წევრი. 2012 წლის 21 ოქტომბრიდან 7 ნოემბრამდე იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი (ბაღდათის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ბიძინა ივანიშვილი — ქართული ოცნება“.

არჩილს ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.

სამუშაო გამოცდილება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]