კბაადის ბრძოლა (ადიღ.Ӏаткъуадж зауэ; აფხ.Гәбаадәы аибашьра; რუს.Кра́снополя́нская битва) — მოხდა 1864 წელს ჩერქეზების უკანასკნელ ნაშთებსა და რუსეთის იმპერიულ ძალებს შორის კავკასიის ომის დროს.[1][2][3][4][5][6][7][8] საყოველთაოდ აღიარებულია ომის ბოლო ბრძოლად, რადგან შემდგომში სხვა მნიშვნელოვანი ბრძოლა არ მომხდარა, გარდა მიმოფანტული აჯანყებებისა.[9][10][11][7][12]
ბრძოლა 1864 წელს კბაადაში გაიმართა. ჩერქეზთა არმია 20 000 კაცი იყო, შედგებოდა ადგილობრივი მაცხოვრებლებისა და სახალხო ლაშქრისგან, მ.შ. მხედრობისგან. რუსეთის 250 000-კაციან არმიაში იყვნენ კაზაკები, რუსი მხედრები, ქვეითები და არტილერია. რუსულმა ჯარებმა ოთხი მხრიდან წაიწიეს წინ. ჩერქეზები ცდილობდნენ ხაზის გარღვევას, მაგრამ წინა ხაზამდე მიღჭევამდე მოჰყვნენ რუსული არტილერიისა და ქვეითი ჯარის დარტყმის ქვეშ. დარჩენილი მებრძოლები მალევე დამარცხდნენ. რუსულმა არმიამ გამარჯვების აღნიშვნა დაიწყო გვამებზე, გაიმართა სამხედრო-რელიგიური აღლუმი, 100 ჩერქეზი მეომარი საჯაროდ დასაჯეს სიკვდილით.[13] შემდგომში რუსეთის არმიამ განაგრძო ჩერქეზული სოფლების დარბევა და დაწვა, ანადგურებდა მინდვრებს ხალხის დაბრუნების თავიდან ასაცილებლად, ჭრიდა ხეებს და ხალხს შავი ზღვის სანაპიროსკენ მიერეკებოდა.[12]