კა დე ბასტიარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კა დე ბასტიარი
წარმოშობის ქვეყანა ესპანეთი
თვისებები
წონა 35-40 კგ.
სიმაღლე 62-73 სმ.
სიცოცხლის
ხანგრძლივობა
11-13 წელი
ძაღლი (Canis lupus familiaris)

კა დე ბასტიარი (ესპ. Dogo mallorquín) — ძაღლის ჯიში, რომელიც გამოყვანილია ესპანეთში XVIII საუკუნეში.

ეს მეცხვარე და მოდარაჯე ჯიში გაჩნდა ბალეარის კუნძულებზე, ესპანეთის სანაპიროებთან. მის წინაპრებად ითვლებიან კუნძულებზე მატერიკიდან მოხვედრილი ძაღლები. ჯიშის ფორმირება დგილობრივი მეცხვარეების მოთხოვნების შესაბამისად ხდებოდა, რომლებიც ძაღლებს მხოლოდ სამუშაოდ ამრავლებდნენ და ნაკლებად ზრუნავდნენ მათ გარეგნულ სახეზე, ამიტომ საკმაოდ მამაცი და დამოუკიდებელი კა დე ბასტიარი გარეგნობით არ გამოირჩევა, სამაგიეროდ აქვთ ძლიერი სხეული და განვითარებული გონება. მიუხედავად იმისა, რომ ჩვეულებრივ შავი ბალნის მქონე ძაღლები ცუდად იტანენ სიცხეს, კა დე ბასტიარს სიცხის არ ეშინია. სწორედ ამიტომ ზოგიერთი ძაღლი გაიყვანეს სამხრეთ ამერიკაში, სადაც მოდარაჯეებად იყენებენ. სიცხესა და სიცივეში (ზამთარში მათი ბალანი მნიშვნელოვნად სქელდება) მუშაობის უნარი და ძალიან კარგი მოდარაჯის თვისებები საშუალებას აძლევენ კა დე ბასტიარს კოიოტებისგან დაიცვან მეცხვარეების ფერმები ჩრდილოეთ ამერიკაში.

კა დე ბასტიარს აქვს სქელი კუდი, რომელიც ბოლოსკენ ვიწროვდება. გრძელი და მაგარი ზურგი, რომელიც დაფარულია გლუვი, მოკლე, უხეში ბალნით. ის ვერ ეგუება ქალაქის პირობებში ცხოვრებას, ვერ ეგუება ბავშვებს, კარგად ეწყობა სხვა ძაღლებს, კარგი მოდარაჯეა. ბალანს განსაკუთრებული მოვლა არ სჭირდება.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: