კახური ღორი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

კახური ღორი — უძველესი ენდემური ჯიში. ევროპული გარეული ღორის მოშინაურების შემდეგ ხალხური სელექციის გზით ჩამოყალიბდა ცალკე ჯიშად. განეკუთვნება მომთაბარე ტიპს. ფერად შავია, ზოგჯერ მუქი ნაცარა ან მოწითალო. აქვს უხეში კონსტიტუცია, გვიან მწიფდება, გარემო პირობებს ადვილად ეგუება, ნაკლებმომთხოვნია. იკვებება ტყის მცენარეთა ნაყოფით, იყენებს აგრეთვე თავთავიანი კულტურების ნაწვერალს და ნაკლებნაყოფიერი ტენიანი ჭალის საძოვრებს. კერატის ცოცხალი მასაა 110-120 კგ (უდიდესი 160 კგ), ნეზვისა — 95—100 კგ (უდიდესი 130 კგ-მდე). ნაყოფიერება 7—8 გოჭი, მერძეულობა 30—40 კგ. გასუქების პერიოდში დღეღამური წონამატია 200—300 გ. 1 კგ წონის მოსამატებლად სჭირდება 8—8,5 საკვები ერთული. აქვს მაღალხასიახოვანი მჭლე ხორცი, რომლის წმინდა გამოსავალია 63—64%, ქონისა 20—21%. კახური ღორი გავრცელებულია თიანეთის, ახმეტის, თელავის, ყვარლის, გურჯაანის, დუშეთის, თეთრიწყაროს და სხვა მუნიციპალიტეტებში, სადაც 1974 წელს მისი რაოდენობა 2 ათას სულს აღწევდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]