კახური მცვივანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კახური მცვივანი — ქართული თეთრყურძნიანი ვაზის ჯიში. ეკუთვნის კახეთის ვაზთა ჯიშთა ჯგუფს. სხვებთან შედარებით საადრეო ჯიშია.

ის XIX საუკუნის დასაწყისში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული იყო კახეთში, თუმცა დაავადებების გამო (ვაზის ჭრაქი, ნაცარი, ფილოქსერა), მისმა ნარგავებმა მკვეთრად იკლო. მისგან დგება შესანიშნავი ქვევრის ტრადიციული ღვინო. ნაკლებსხეულიანია, თუმცა ხასიათიანი, ძალზე გამორჩეული არომატით.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მ. ხარბედია, „ქართული ღვინის გზამკვლევი“, გვ. 52, თბ., 2013