კახური თეთრი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კახური თეთრი — ქართული საშემოდგომო ატმის ჯიში. გავრცელებულია კახეთში. ხე სწრაფად იზრდება, მომრგვალო ვარჯი აქვს. მე-3 წლიდან მსხმოიარობს. ნაყოფი მწიფდება სექტემბრის ბოლოს, მსხვილი და მრგვალია, ღარი ოდნავ ემჩნევა, სახრავია. აქვს მოთეთრო, მკვრივი და თხელი შებუსული კანი, თეთრი, მკვრივი, ტკბილი, ოდნავ მწკლარტე, წვნიანი, არომატული რბილობი. კარგი საკომპოტე და სასუფრე ჯიშია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]