კახის წმინდა გიორგის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
კახის წმინდა გიორგი
St. Georges church in Qax, Azerbaijan 2.jpg
კახის წმინდა გიორგის ეკლესია (აზერბაიჯანი)
Red pog.png
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 41°25′32″N 46°56′37″E / 41.425650° ჩ. გ. 46.943497° ა. გ. / 41.425650; 46.943497
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: აზერბაიჯანი აზერბაიჯანი
რაიონი კახი
ადგილმდებარეობა ქ. კახი.
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი მართლმადიდებლური ეკლესია
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული ტიპი დარბაზული ეკლესია
თარიღდება XVIII სკ. I ნახ.

კახის წმინდა გიორგის ეკლესია — ერთადერთი მუდმივმოქმედი ქართული მართლმადიდებლური ეკლესია ისტორიულ საინგილოში/ჰერეთში. მდებარეობს თანამედროვე აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, კახის რაიონში, სოფელ კახი-ინგილოს ცენტრში, მდ. კაკისწყლის მარცხენა ნაპირიდან 20-30 მეტრის დაშორებით.

ეკლესიის გალავნის შიგნით – ეზოში დაახლოებით 40-50 წლის წინათაც კი ეყარა წარწერებიანი დიდი ქვები. ხანდაზმული ინგილოები ირწმუნებიან, რომ ეს ქვები ძველი საყდრის ნანგრევებიდან გადარჩენილი ქვები იყო. მათივე გადმოცემით, ამ ქვებს ქრისტიანი მოსახლეობა თაყვანს სცემდა. დღესასწაულების დროს მათზე „წმიდა სანთელს“ ანთებდნენ და იქვე „თეთრსაც“ სწირავდნენ. ხსენებული ქვები ახლა არსად აღარსად იძებნება და უცნობია თუ რა ბედი ეწია მათ.

თანამედროვე ტაძარი XIX საუკუნის ბოლოს ძველი ტაძრის ნანგრევების ადგილზე ააშენა და აღადგინა ივან-ბაბა ბულუღაშვილმა.

ეკლესია ჯვრისმკლავა დარბაზს წარმოადგენს ფართო, მაღალი სარკმლებით და მოხატულია 1990-იან წლებში.

წმიდა გიორგის საყდარი ქვის მაღალი გალავნით ყოფილა შემოზღუდული, რომლის ნაშთები დღესაც კარგად შეინიშნება. ჩვენს დრომდე მოაღწია, აგრეთვე, აღნიშნული საყდრის კომპლექსში შემავალმა უძველეს ნაგებობათა ზოგიერთმა ნაშთმა.

ძველი ნეგებობებიდან ყურადღებას იქცევს განცალკევებული სამსართულიანი სამრეკლო, რომელიც რამდენადმე გადაკეთებული და აღდგენილი სახით დღემდეა შემონახული. სამრეკლოს კოშკი აგებულია მდინარე ქურმუხის ხევის რიყის დიდი ქვებისაგან კირის ხსნარით. კამარებისა და გუმბათის სვეტების წყობაში აგრეთვე გამოყენებულია კვადრატული მოყვანილობის (22 x 22 სმ) აგური.

სამრეკლოს აღმოსავლეთ ფასადზე აგურისა და ქვის წყობის ჩაღრმავებით (ჩაჭრით) გამოსახულია საკმაოდ დიდი ზომის ჯვარი, რომელსაც თითქმის მთელი სართული აქვს დათმობილი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: