კახის პატარა ალავერდის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
კახის პატარა ალავერდი
Kakhi little Alaverdi church (2).JPG

კახის პატარა ალავერდის ეკლესია 2015 წელი

კახის პატარა ალავერდის ეკლესია (აზერბაიჯანი)
Red pog.png
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 41°25′14″ ჩ. გ. 46°55′02″ ა. გ. / 41.42056° ჩ. გ. 46.91722° ა. გ. / 41.42056; 46.91722
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროშა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: აზერბაიჯანი აზერბაიჯანი
სასულიერო სტატუსი უმოქმედო
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება 1888
დეტალები
Kakhi little Alaverdi church (4).JPG

სამშენებლო წარწერა

პატარა ალავერდი — ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი კახში (ისტორიული კაკი).

ძველ დროში კახი დასახლებული იყო გვარებად, ეს ტრადიცია დღესაც შენარჩუნებულია. ყოველ გვარს თავისი საყდარი ჰქონდა. XIII საუკუნეში კახში თორმეტი ეკლესია ყოფილა, რომელთა ნანგრევები მეტნაკლებობით ან ნასაყდრალი ადგილები დღესაც დაცულია. თორმეტი ეკლესიიდან ერთ-ერთი პატარა ალავერდის საყდარი კახის თავში (კაკბაშში). პატარა ალავერდი შიგა კახეთის — დიდი ალავერდის სახელზეა აგებული და მისი ნაწილია. „ესეც საალავერდოა“, იგი „იმ დიდი ალავერდის ძმაა“. ყოველი წლის 14 სექტემბერს (ძველი სტილით), ისე როგორც კახეთში — „დიდი ალავერდობა“, აქაც იმართება, იგივე „ალავერდობა“ ე.წ. „ალავერდის ხატობა“, ისეთივე წეს-ჩვეულებით.

გადმოცემა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ასეთია ხალხური გადმოცემა ამ ძეგლის შესახებ. „პატარა ალავერდის“ გუმბათიანი ტაძარი აგებულია ძველი უგუმბათო ეკლესიის ადგილზე. ეს იყო უკანასკნელი ტაძარი საინგილოს ტერიტორიაზე, რომელიც აგებულ და აღდგენილ იქნა ხალხის მიერ თავისივე სახსრებით 1888 წ. საინგილოში ყველაზე კარგად ეს „პატარა ალავერდია“ დღემდე შემონახული.

კავკასიაში მართლმადიდებელი ქრისტიანობის აღდგენის საზოგადოება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საზოგადოების 1910 წლის ალბომში აღნიშნული ეკლესია აღნიშნულია, როგორც ჯვართამაღლების სახელობის ეკლესია, აშენებული საზოგადოებისა და მოსახლეობის ხარჯზე.

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]