ანა (ალი-მირზას ასული)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან კახეთის პრინცესა ანა)

ანა (დ. 1723 — გ. 19 მარტი, 1780, მოსკოვი) — ქართული სამეფო ოჯახის — ბაგრატიონთა დინასტიის კახეთის შტოს წარმომადგენელი. კახეთის მმართველის, ალი მირზას ქალიშვილი.

ანა 1743 წელს მოსკოვში გათხოვდა პრინც პეტრე იგორის ძე დადიანზე (15 ივნისი, 17167 დეკემბერი, 1784), რომელიც რუსეთის იმპერიის ჯარის მეთური იყო, წარმოშობით კი — დადიანების საგვარეულოდან.

მათ ყავდათ 4 შვილი:

  • ალექსანდრე პეტრეს ძე დადიანი (დ. 1753 — გ. 1811)
  • ეკატერინე პეტრეს ასული დადიანი (დ. 1743 — გ. 1769)
  • ოლგა პეტრეს ასული დადიანი (დ. 1750 — გ. 1820)
  • ელისაბეტი პეტრეს ასული დადიანი (დ. 1750 — გ. 1814)

პრინცესა ანა გარდაიცვალა 1780 წლის 19 მარტს მოსკოვში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ბაგრატიონები - სამეცნიერო და კულტურული მემკვიდრეობა" - თბ. 2003