კახა ცაბაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კახა ცაბაძე
ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 14 სექტემბერი, 1959(1959-09-14) (64 წლის)
დაბ. ადგილი თბილისი

კახა ცაბაძე (დ. 14 სექტემბერი, 1959, თბილისი) — ქართველი კომპოზიტორი, პედაგოგი. ქალაქ ბორჯომის საპატიო მოქალაქე (2007), თბილისის საპატიო მოქალაქე (2012). კომპოზიტორ გოგი ცაბაძის შვილი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1982 წელს დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია (საკომპოზიციო). 1982 წლიდან არის თბილისის I მუსიკალური სასწავლებლის პედაგოგი (კომპოზიცია, თეორიული საგნები). 2003 წლიდან თბილისის მოსწავლე–ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის დირიჟორ–პედაგოგი, 2014 წლიდან მუსიკალური სექტორის ხელმძღვანელი. 2011 წლიდან თბილისის ზაქარია ფალიაშვილის მემორიალური სახლ–მუზეუმის დირექტორი.

ნამუშევრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კონცერტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კამერულ–ინსტრუმენტული ნაწარმოებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • სიმებიანი კვარტეტი N1 (1988, პირველი შესრულება),
  • სიმებიანი კვარტეტი N2 (1995, პირველი შესრულება),
  • საბავშვო პიესები ფორტეპიანოსათვის, „პატარა პოემა“ ჩელოსა და ფორტეპიანოსათვის (პრემირებული), პატარა თემა „თეატრალური ნიღბები“, მათ შორის, საბავშვო პიესები „პეპი გრძელი წინდა“ და „წვიმა“ – თბილისის ნორჩ მუსიკოს–შემსრულებელთა საერთაშორისო კონკურსის სავალდებულო პროგრამაში

პიესები სხვადასხვა ინსტრუმენტებისათვის:

გუნდები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • a cappella - „ელეგია“, „მრავალჭირვარამგადანახადი“
  • რომანსები, მათ შორის მუხრან მაჭავარიანის და გიული ჩოხელის ლექსებზე

მიუზიკლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საბავშვო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „ფიფქია და შვიდი ჯუჯა“, „ზამთრის ზღაპარი“, „მზის ყვავილი“ (1988, გორი)

საესტრადო სიმღერები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „ყვავილების მიწა“
  • „ალიონზე გამიღიმა თბილისმა“
  • „ჩემი სიყვარულით შენ არ შეგაწუხებ“
  • „სიმღერებით შემოვივლი თბილისს“
  • „თბილისური დილა“
  • „აღსარება“

საბავშვო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „წვიმა“
  • „მამულო“
  • „ბედნიერი დილა“
  • „საახალწლო კარნავალი“

მუსიკა დრამატული სპექტაკლებისათვის[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუსიკა მხატვრული კინოფილმისათვის[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „სამი ამბავი ტელეფონით“ (1984, რეჟისორი ნარგიზ გარდაფხაძე),
  • დოკუმენტური ფილმი – „დავით და კონსტანტინე“ (2000, რეჟისორი გ. გელაშვილი).

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 2014 — საქართველოს კულტურის სამინისტროს კონკურსი, I და III პრემია, რომანსები მუხრან მაჭავარიანისა და გიული ჩოხელის ლექსებზე
  • საქართველოს კულტურის სამინისტროს პრემია (საბავშვო მიუზიკლები „ფიფქია და შვიდი ჯუჯა“, „ზამთრის ზღაპარი“)
  • საქართველოს კულტურის სამინისტროს კონკურსი, I პრემია, საფორტეპიანო კონცერტი
  • საქართველოს კულტურის სამინისტროს კონკურსი, I პრემია, კონცერტი კლარნეტისათვის

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]