შინაარსზე გადასვლა

კაჰარ მაჰკამოვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან კახარ მახკამოვი)
კაჰარ მაჰკამოვი
ტაჯიკეთის პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
30 ნოემბერი, 1990 – 31 აგვისტო, 1991
წინამორბედითანამდებობა დაარსდა
მემკვიდრეკადრიდინ ასლანოვი

ტაჯიკეთის სსრ-ის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე
თანამდებობაზე ყოფნის დრო
30 ნოემბერი, 1990 – 25 ივნისი, 1991
წინამორბედიიზატულო ხაიოევი
მემკვიდრეთანამდებობა გაუქმდა

ტაჯიკეთის სსრ-ის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე
თანამდებობაზე ყოფნის დრო
12 აპრილი, 1990 – 30 ნოემბერი, 1990
წინამორბედიმ. ტაბაროვი
მემკვიდრეკადრიდინ ასლანოვი

ტაჯიკეთის კომპარტიის ცკ-ის პირველი მდივანი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
14 დეკემბერი, 1985 – 4 სექტემბერი, 1991
წინამორბედირაჰმონ ნაბიევი
მემკვიდრეშოდი შაბდოლოვი

ტაჯიკეთის სსრ-ის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე
თანამდებობაზე ყოფნის დრო
20 აპრილი, 1982 – 4 აპრილი, 1986
წინამორბედირაჰმონ ნაბიევი
მემკვიდრეიზატულო ხაიოევი

დაბადებული16 აპრილი, 1932
ხოჯენდი, ტაჯიკეთის სსრ, სსრკ
გარდაცვლილი8 ივნისი, 2016
დუშანბე, ტაჯიკეთი
პოლიტიკური პარტიასკკპ (1957-1991)
მეუღლეგავხარ შუკრიატოვნა
შვილები2

კაჰარ მაჰკამოვი (ტაჯ. Қаҳҳор Маҳкамович Маҳкамов; დ 16 აპრილი, 1932 ხოჯენდი, ტაჯიკეთის სსრ, სსრკ — გ. 8 ივნისი, 2016, დუშანბე, ტაჯიკეთი) — საბჭოთა და ტაჯიკი პოლიტიკური მოღვაწე. ტაჯიკეთის სსრ-ის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე (1982–1986 და 1990–1991), ტაჯიკეთის კომპარტიის ცკ-ის პირველი მდივანი (1985–1991), სკკპ-ის ცკ-ის პოლიტბიუროს წევრი (1990–1991), ტაჯიკეთის სსრ-ის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე (1990), ტაჯიკეთის პირველი პრეზიდენტი (1990–1991). სსრკ-ის 11-ე მოწვევის უმაღლესი საბჭოს კავშირის საბჭოს დეპუტატი (1984—1989 წწ.) ტაჯიკეთის სსრ-დან[1].

კაჰარ მაჰკამოვი დაიბადა 1932 წლის 16 აპრილს ხოჯენდში, გლეხის ოჯახში. 1953 წელს დაასრულა ლენინგრადის სამთო ინსტიტუტი. 1957 წლიდან სკკპ-ის წევრია[2]. 1961 წლიდან ლენინაბაის ქალაქის აღმასკომის თავმჯდომარეა. 1965 წლიდან ტაჯიკეთის სსრ-ის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეა, ხოლო 1982-1986 წლებში — მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე. 1990 წლიდან ტაჯიკეთის პირველი პრეზიდენტია. 1991 წელს ტაჯიკეთის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სხდომაზე გამოუცხადეს უნდობლობა რადგან მხარი დაუჭირა მოსკოვში მიმდინარე აგვისტოს პუტჩს და გადადგა.

გადადგომის შემდეგ ითვლებოდა ტაჯიკეთის პარლამენტის ზედა პალატის მუდმივ წევრად. იყო ტაჯიკეთის წარმომადგენელი ევრაზიული ეკონომიკურ საზოგადოებაში.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]