კახამარკის ბრძოლა
კახამარკის ბრძოლა | |||||||
---|---|---|---|---|---|---|---|
ინკების დაპყრობის ნაწილი | |||||||
| |||||||
მხარეები | |||||||
ესპანეთი | ინკების იმპერია | ||||||
მეთაურები | |||||||
ფრანსისკო პისარო | ატაჰუალპა | ||||||
ძალები | |||||||
106 ქვეითი 60 კავალერისტი 12 არკებუზი 4 ქვემეხი |
7 000 ატაჰუალპას გარემოცვის წევრი | ||||||
დანაკარგები | |||||||
1 დაჭრილი | მეფის თითქმის ყველა თანმხლები დაღუპული |
კახამარკის ბრძოლა – ფრანსისკო პისაროს მეთაურობით ესპანელი კონკისტადორების მცირე რიცხოვანი რაზმის შეტევა 7 000 უიარაღო მეფე ატაჰუალპას თანმხლებ პირზე. ეს ბრძოლა გახდა კულმინაცია მრავალთვიანი დაპირისპირებისა პისაროს რაზმსა და ინკების იმპერიის მმართველს შორის. ეს შეტაკება იყო კულმინაცია თითქმის ერთთვიანი პაექრობისა ესპანელებსა და ინკებს შორის, რომელიც მიდიოდა ყველანაირი მეთოდის – ჯაშუშობის, მზაკვრობისა თუ დიპლომატიის გამოყენებით. ატაულაპამ, აცტეკი მონტესუმასაგან განსხვავებით, კარგად იცოდა, რომ ეს ადამიანები (ესპანელები) ღმერთები არ იყვნენ და არც საერთო ჰქონდათ რამე მათთან. მან ოკუპანტები უზარმაზარი შემართებით და საბრძოლო მზადყოფნით მიიღო. ცნობილია, რომ ესპანელთა გამოჩენის შემდეგ, ატაჰუალპამ ესპანური ენა საკმაოდ კარგად და მოკლე დროში შეისწავლა. სწორედ ესპანურის ცოდნის წყალობით,ატაულაპამ სცადა რამდენიმე კონკისტადორი მოესყიდა და დაეყოლიებინა ცეცხლსასროლი იარაღისა და ცხენების მიყიდვაზე, რომლებიც მას თავისი არმიისთვის უნდოდა. 15 ნოემბრის საღამოს, პისარომ შეკრიბა თავისი ოფიცრები და გააცნო გეგმა, რომელიც მან "ისესხა" მექსიკაში, კორტესის გამოცდილებიდან: მას უნდოდა იმპერატორი ატაულაპა მოემწყვდია თავისი არმიის შუაგულში და ისე შეეპყრო. მაგრამ საკმაოდ გაშლილი და ფართო მინდვრის გამო, ეს ვერ განახორციელა.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- Greed, gold and God: The Battle of Cajamarca დაარქივებული 2009-01-26 საიტზე Wayback Machine.
- Battle at Cajamarca დაარქივებული 2011-08-04 საიტზე Wayback Machine.