კაცი ფუტლარში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კაცი ფუტლარში
ჟანრი მოთხრობა
ავტორი ანტონ ჩეხოვი
მშობლიური ენა რუსული
დაწერილია 1898
გამოცემულია 1898

კაცი ფუტლარში (რუს. Челове́к в футля́ре) — ანტონ ჩეხოვის მოთხრობა, რომელიც 1898 წლის მაის-ივნისში დაიწერა. პირველად 1898 წელს ჟურნალ „Русская мысль“-ის მე-7 ნომერში გამოქვეყნდა. პატარა ტრილოგიის პირველი ნაწილი[1].

შექმნის ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამ სერიის შექმნა ჩეხოვს აზრად ზაფხულში მოუვიდა. სამი მოთხრობისაგან: „კაცი ფუტლარში“, „ხურტკმელი“ და „სიყვარულის შესახებ“ შემდგარი სერია „პატარა ტრილოგია“, არ უნდა დამთავრებულიყო მოთხრობით „სიყვარულის შესახებ“. მოთხრობების წერის დროს შემოქმედებითი აქტივობის დაცემა მოხდა, მოგვიანებით კი ტუბერკულოზით დაავადებამ გადაიტანა ყურადღება.
მოთხრობაზე ჩეხოვი 1898 წლის მაის-ივნისში მელიხოვოში მუშაობდა. 1989 წლის ივნისის დასაწყისში მოთხრობა დასაბეჭდათ მზადდებოდა, ხოლო 1989 წლის 15 ივნისს ხელნაწერი ჟურნალში გაიგზავნა.
ამ მოთხრობის შესახებ ჩეხოვი თავის უბის წიგნაკში წერდა[2]:

„კაცი ფუტლარში: მას ყველაფერი ფუტლარში აქვს. როდესაც კუბოში იწვა, თითქოს იცინოდა: იპოვა თავისი იდეალი“

პროტოტიპი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბელიკოვის ზუსტი პროტოტიპი უცნობია. ზოგიერთი თანამედროვე (მათ შორის ვლადიმერ ბოგორაზი და მიხეილ ჩეხოვი) თვლიდნენ, რომ „კაცი ფუტლარში“-ს პროტოტიპი ტაგანროგის გიმნაზიის ინსპექტორი ალექსანდრე დიაკონოვი გახდა, სხვები კი დიაკონოვის ხასიათის ისეთ ეპიზოდებს აღწერდნენ, რომ პირველების მოსაზრებას აბათილებდნენ. ასე აღწერდა დიაკონოვის გულუხვობას პაველ ფილევსკი და წერდა: „მე კი ვამტკიცებ, რომ „კაცს ფუტლარში“ და დიაკონოვს საერთო არაფერი აქვთ და ანტონ ჩეხოვის ამ ნაწარმოებში ვერცერთი ადგილობრივი კოლორიტის მოძებნა ვერ მოხერხდება“[3].

სობოლევი ვარაუდობდა, რომ ჩეხოვის გმირის პროტოტიპი შეიძლება ყოფილიყო ცნობილი პუბლიცისტი მიხეილ მენშიკოვი. თავის ერთ-ერთ დღიურში ჩეხოვი მასზე წერდა:

„მშრალ ამინდში კალოშით დადის, დააქვს ქოლგა, რატა მზის დარტყმისგან არ დაიღუპოს, ცივი წყლით ბანაობის ეშინია, უჩივის გულის მიყუჩებას[4]

თუმცა, მენშიკოვსა და ბელიკოვს შორის მხოლოდ გარეგნული მსგავსებაა[3]. თავად ჩეხოვი თავის ძმაზე, ივანე ჩეხოვზეც წერდა:

„ის, ანუ ივანე, ცოტა გაჭარარავდა და კვლავინდებურად ყველაფერს ძალიან იაფად და მომგებიანად ყიდულობს და კარგ ამინდშიც კი ქოლგა დააქვს თან“[5].

ამფაქტებიდან გამომდინარე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ბერძნული ენის მასწავლებლის, ბელიკოვის სახე კრებითია[3].
ახლა გამოთქმა „კაცი ფუტლარში“ რუსულ ენაში საზოგადო სახელი გახდა, აღნიშნავს მარტოსულ ადამიანს, რომელიც მთელი სამყაროსგან იკეტება და თავის ირგვლივ გარსს ქმნის, „ფუტლარს“.

პერსონაჟები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„პატარა ტრილოგიის“ გმირები:

  • ივან ივანიჩ ჩიმშა-გიმალაისკი — ვეტ-ექიმი, თავადი. მაღალი გამხდარი მოხუცი გრძელი ულვაშებით.
  • ბურკინი — გიმნაზიის მასწავლებელი და ივან ივანიჩ ჩიმშა-გიმალაისკის ამხანაგი. მოგვითხრობს ამბავს ბელკოვის შესახებ.

ბურკინის ამბავის გმირები:

  • ბელიკოვი — ბერძნული ენის მასწავლებელი. ბურკინთან ერთად გიმნაზიაში მუშაობდა. მისი საყვარელი ფრაზა: „Как бы чего не вышло“
  • მზარეული აფანასი — 60 წლის მოხუცი. ბელიკოვის არაფხიზელი და დამთხვეული მსახური.
  • მიხეილ სავიჩ კოვალენკო — ისტორიისა და გეოგრაფიის მასწავლებელი. ახალგაზრდა, შავგვრემანი, მაღალი მამაკაცი.
  • ვარენკა — 30 წლის ბელიკოვის შეყვარებული. კოვალენკოს და. მაღალი, მოხდენილი, შავწარბა, წითელ ლოყებიანი გოგონა.

სახის გავლენა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თანამედროვე ფსიქოლოგები ბელიკოვის სახეს განიხილავენ როგორც შფოთვითი აშლილობის მაგალითს[6].

მოთხრობის გმირების მემორიალი იუჟნო-სახალინსკში, სახალინსკის საერთაშორისო თეატრალური ცენტრის სკვერში 2013 წელს დაიდგა.

ეკრანიზაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. რუსეთის სახელმწიფო ბიბლიოთეკა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-03-20. ციტირების თარიღი: 2017-06-02.
  2. Паперный З. С. Записные книжки Чехова — Москва: Советский писатель, 1976, с. 389
  3. 3.0 3.1 3.2 კაცი ფუტლარში. შენიშვნები
  4. Ю. Соболев. Чехов. Статьи. Материалы. Библиография. М., 1930, стр. 163—165
  5. Письмо Ал. П. Чехову, 22 или 23 сентября 1895 г.
  6. gorky.media. (2016-09-23) «Человек в футляре» — тревожное расстройство, а созависимость изучаем на примере «Душечки». ციტირების თარიღი: 2016-09-27.