კაცი რკინის ნიღაბში

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კაცი რკინის ნიღაბში (ფრანგ. Homme au masque de fer; გ. 19 ნოემბერი 1703) — ლუდოვიკო XIV-ის დროინდელი პატიმარი, რომელიც სხვადასხვა დროში იმყოფებოდა საფრანგეთის სხვადასხვა ციხეში. მიუხედავად სახელისა, თავდაპირველად პატიმარი ატარებდა ხავერდოვან ნიღაბს, ხოლო რკინად იგი გვიანდელმა ლეგენდებმა გადააქციეს. პირველი ცნობები პატიმრის შესახებ გაჩნდა წიგნ „Mémoires secrets pour servir à l’histoire de Perse“ (ამსტერდამი, 1745-46 წლები), როომლის თანახმადაც კაცი რკინის ნიღაბში იყო ჰერცოგი ვერმანდუა, ლუდოვიკო XIV-ისა და ქალბატონ ლუიზა ლევალიერის ვაჟი, რომელმაც შეურაცხყო თავისი უფროსი ძმა, დოფინი, რის გამოც სამუდამო პატიმრობა მიიღო. ოფიციალური ვერსიით ვერმანუდა გარდაიცვალა ახალგაზრდობაში 1683 წელს. პირველმა ადამიანმა, რომელმაც გააღვივა ინტერესი, იყო ვოლტერი თავის „Siècle de Louis XIV“ (1751). ზოგი ჰოლანდიელი ავტორი მიიჩნევდა, რომ კაცი რკინის ნიღაბში იყო ახალგაზრდა უცხოელი თავადი, ანა ავსტრიელის კამერგერი და ლუდოვიკო XIV-ის ნამდვილი შვილი. ამავდროულად არსებობს რამდენიმე სვა ვერსიაც, როგორებიცაა — ლუდოიკო XIV-ის არაკანონიერი შვილი, ლუდოვიკო XIV-ის ტყუპისცალი და ავანტურისტი მატიოლი.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • Ranke, «Französische Geschichte»;
  • Topin, «L’homme au masque de fer» (П., 1869);
  • Jung, «La vérité sur le masque de fer» (П., 1873).