კაცი მაღალ კოშკში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„კაცი მაღალ კოშკში“

ავტორი ფილიპ კინდრედ დიკი
ენა ინგლისური ენა
გამოცემის თარიღი ოქტომბერი, 1962

კაცი მაღალ კოშკში (ინგლ. The Man in the High Castle) — ამერიკელი მწერლის, ფილიპ დიკის, ალტერნატიული ისტორიის ჟანრის რომანი, გამოქვეყნდა 1962 წელს.

ნაწარმოებში განვითარებული ალტერნატიული ისტორიის მიხედვით, მეორე მსოფლიო ომში მოკავშირეები დამარცხდნენ. მოქმედება 1962 წელს, 1947 წელს მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 15 წლის შემდეგ ხდება, როცა მსოფლიოს ნაცისტური გერმანია და იმპერიალისტური იაპონია მართავენ. ავტორი ამ სახელმწიფოს შორის არსებულ პოლიტიკურ ინტრიგებს და ასევე მსოფლიოს დიდი გადანაწილებისა და ისტორიული ძვრების ფონზე ჩვეულებრივი ადამიანების ცხოვრებას ასახავს.

1963 წელს დიკმა წიგნისთვის მიიღო ჰიუგოს პრემია საუკეთესო რომანისთვის. 2015 წელს რომანის სატელევიზიო ადაპტაცია შედგა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]