კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა
Kaci litera.png
ავტორი გურამ დოჩანაშვილი
ქვეყანა საქართველოს სსრ
ენა ქართული
ჟანრი მოთხრობა
გამოცემის თარიღი 1973
გვერდი 70
ISBN 9789941413230

კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“ — გურამ დოჩანაშვილის მოთხრობა. სხვადასხვა დროს გამოქვეყნდა მწერლის მოთხრობების კრებულებში (პირველად 1973 წელს).

მოთხრობის შესახებ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვასიკო კეჟერაძე ლიტერატურის სიყვარულის გზით წავიდა. კარგად იცოდა, რომ “იყო მკითხველი, ეს თავისთავად სასწაულია, მკითხველი – ეს სწორედ ისაა, ვისაც შეგიძლია ისედაც ვიწრო საძილე ტომარაში შეყვარებულებს შორის იწვე და სულაც არ იყო ზედმეტი, ეს – სასწაულია და მეტსაც გეტყვით, ზედმეტი კი არა, აუცილებელი ხარ, რადგან ავტორმა ასე ინება”. ამიტომაც პროფესიით ფოტოგრაფმა ატელიედან გასვლის გარეშე მოიარა მთელი მსოფლიო, გადახდა უამრავი თავგადასავალი, შეიყვარა უამრავი ქალი, მიაღწია პიროვნულ თავისუფლებას. ვასიკოსაც ჩხვლეტდა სიყვარულის კაქტუსი, ლიტერატურის სიყვარულისა.[1] სწორედ ამ დროს შეხვდა მასა ერთ-ერთი "ჟურნალ-გაზეთის" კორესპონდენტი და დაიწყო ძალიან უცნაური ინტერვიუ.

პერსონაჟები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ვასიკო კეჟერაძე — მთავარი პერსონაჟი, კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა, ფოტოგრაფი.
  • კლიმი — ვასიკოს თანაშემწე.
  • კორესპონდენტი — მთხრობელი.
  • ხელმძღვანელი — გაზეთის რედაქტორი.

ეკრანიზაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გადაღებულია ნაწარმოების სატელევიზიო ვერსია. მთავარ როლებში არიან: ეროსი მანჯგალაძე, ჟანრი ლოლაშვილი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]