კაციჰაბლის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კაციჰაბლის ეკლესია — ეკლესია სოფელ კაციჰაბლაში, ოჩამჩირის მუნიციპალიტეტი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა, საქართველო.

ეკლესია აგებულია შუა საუკუნეებში.

ეკლესია დარბაზული ტიპისაა. კედლები შემორჩენილია სრულ სიმაღლეზე, ჩამოქცეულია მხოლოდ კამარა. შესასვლელი დასავლეთიდანაა, კარის თავზე არის თაღოვანი სარკმელი. აღმოსავლეთით აფსიდში არის ერთი სარკმელი, მის ორივე მხარეს კი ნიში. ჩრდილოეთით ჰქონია მინაშენი, რომელიც ამჟამად სრულად დანგრეულია. ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის მიერ, რის გამოც ეკლესიის შესწავლა და შესაბამისი სამუშაოების ჩატარება შეუძლებელია. ეკლესიის კედლები მძიმე ფიზიკურ მდგომარეობაშია და იგი სასწრაფო კონსერვაციას საჭიროებს.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]