კაციაანთ ეკლესია
კაციაანთ ეკლესია — ეკლესია კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ გუდალეთის აღმოსავლეთით 1,5 კილომეტრზე. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით. ეკლესია ძლიერ დაზიანებულია: გადახურვა, კონქის მნიშვნელოვანი ნაწილი და სამხრეთ-დასავლეთ კუთხე ჩამონგრეულია. აღმოსავლეთ ფასადს მთელ სიგრძეზე ბზარი გასდევს.
ეკლესია დარბაზულია (9,2 X 5,5 მ). ნაგებია ქვიშაქვის დიდი ზომის ლოდებით. შესასვლელი ორი აქვს - ჩრდილო-დასავლეთიდან და სამხრეთიდან. ერთი სარკმელი ნახევარწრიულ, არასწორი მოყვანილობის აფსიდშია, ორი (საკმაოდ მაღალი) - სამხრეთ კედელში, ერთი - ჩრდილოეთისაში. კამარა ეყრდნობა მარტივპროფილიან იმპოსტებზე დადგმულ სატრიუმფო საბჯენ და დასავლეთის კედელთან მდებარე თაღებს. სამხრეთით და ჩრდილოეთით ეკლესიაზე, მთელ სიგრძეზე, მიშენებულია ეგვტერები. ჩრდილოეთ მინაშენს ორი შესასვლელი ჰქონდა - ერთი ჩრდილოეთიდან, ეკლესიის შესასვლელის პირდაპირ, მეორე - დასავლეთიდან (ამოშენებულია). აღმოსავლეთ ფასადზე, მაღლა, მწვანე ტუფის ფილაზე გამოსახულია წრე, ხოლო დასავლეთ ფასადზე, ასევე მაღლა, მწვანე ტუფის ქვაზე - ჯვარი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990 წ.