შინაარსზე გადასვლა

კაცთევზა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვიშნუს თევზკაცად ინკარნაციის გამოსახულება ინდურ მითოლოგიაში.

კაცთევზა ანუ ძველბერძნული ტრიტონი არის ზღვის, მდინარის ან ტბის მკვიდრი, რომელსაც წელსქვემოთ თევზის ან გველთევზას დაბოლოება აქვს. კაცთევზებს როგორც ძველი მსოფლიოს, ასევე შუა საუკუნეების ევროპის მითებსა და ფოლკლორში ვხვდებით. მიუხედავად იმისა, რომ კაცთევზა ქალთევზას მამრობითი ვარიანტია, მათ შორის სასიყვარულო კავშირზე ძალიან ცოტაა ცნობილი. კაცთევზები ძველად ღონიერ და ბოროტ არსებებად წარმოედგინათ ევროპის ქვეყნებში, ისინი ქალთევზების დახმარებით ხომალდებს წყალმარჩხ ადგილებში იტყუებდნენ და შემდგომ თავს ესხმოდნენ.

თეიმურაზ ბატონიშვილის ნაშრომში — „დაწყებითგან ივერიისა, ესე იგი გეორგიისა, რომელ არს სრულიად საქართველოჲსა“, საუბარია ადამიან ამფიბიებზე.

ვიკიციტატა
„Ⴀნფიბიას, რომელსა Ⴍანესადცა სახელ-სდებენ, ესე-იგი კაც-თევზს, რომლისათჳსცა ჰგონებდენ (ჯერეთ უსწავლელნი კაცნი Ⴀსირიელნი), რომელ ესე შედგმულ-არს ორთა სტიხიოთა ცხოველთაგან მიწიერისა დაწყლისა. ხოლო ესე არა თუ იყო ჭეშმარიტებით შედგმულ ორთა მიერ ცხოველთა (ესე იგი კაცისა და თევზისაგან); არამედ ესე Ⴀნჶიბიას არა რაჲმე სხვაჲ იყო, გარნა გამოცდილი კაცი ზღვასა შინა ცურვათა. Ⴈყო იგი კავკასიის მცხოვრებთაგანი კაცი, უგამოცდილესი გონიერებითა და საქმითა, ეგრეთვე სიმხნითა და კადნიერებითა.“
(თეიმურაზ ბატონიშვილი, „დაწყებითგან ივერიისა, ესე იგი გიორგისა, რომელ არს სრულიად საქართველოისა“, გვ. 4, სტატია 4)

ძველ გრავიურებსა და ნახატებზე კაცთევზები მრისხანე სახითა და სამკაპით შეიარაღებულნი არიან გამოსახულნი. ანტიკურ სამყაროში ფართოდ იყო გავრცელებული ტრიტონების ქანდაკებები. ქრისტიანობის გავრცელებასთან ერთად, ხელოვნებიდან კარგა ხნით განიდევნა წყლის არსებებისა და ყოველგვარი მითიურის კულტი. მხოლოდ შუა საუკუნეების ხელოვნებაში განახლდა ზღვის სამყაროს პოპულარიზაცია, ხელახლა დაიწყეს ქალთევზებისა და მათი მამრი ვარიანტების გამოსახვა როგორც ტილოებზე, ასევე ქანდაკებად.