კაჩაპა
|
ვენესუელაში მომზადებული კაჩაპა | |
| რიგითობა | აპეტაიზერი/მადისაღმძვრელი |
|---|---|
| წარმოშობის ადგილი | ვენესუელა |
| მთავარი ინგრედიენტები |
დაფქული სიმინდი |
კაჩაპა — ვენესუელური სიმინდის ფქვილისგან დამზადებული ტრადიციული კერძი. არეპას მსგავსად, ისინი გზისპირა დახლებზე მზადდება. არსებობს როგორც ახალი სიმინდის ცომის მაჭკატების სახით, ასევე სიმინდის მშრალ ფოთლებში გახვეული და მოხარშული (კაჩაპა დე ჰოხა).[1] ყველაზე გავრცელებული სახეობები მზადდება ახლად დაფქული სიმინდისგან, რომელიც სქელ ცომშია შერეული და ზეთში იწვება, ალადების მსგავსად. კაჩაპა ოდნავ სქელი და ხორკლიანია სიმინდის მარცვლების გამო[2]
კაჩაპას ტრადიციულად მიირთმევენ კესო დე მანოსთან (ყველი), ან რბილ, ახალ, თეთრ ყველთან ერთად, რომელიც ჰგავს იტალიურ მოცარელას (მაგრამ არა ამერიკულ/კანადურ მოცარელას). ზოგჯერ მათ გვერდით ასევე აქვთ შემწვარი ღორის ჩიჩარონი. არსებობს კაჩაპასის ძალიან დახვეწილი ვერსიებიც, ზოგიერთი მათგანი შეიცავს სხვადასხვა სახის ყველს, ნაღებს ან მურაბას. იყენებენ როგორც აპეტაიზერად (ძირითადად მარგარინით) ან როგორც სრულფასოვან საუზმედ, ყველით და შემწვარი ღორის ხორცით.[3][4]
მომზადების წესი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
კაჩაპას, როგორც წესი, კეცავენ შუაზე, უმატებენ დიდი რაოდენობით კარაქს[5] და სასურველ შიგთავსს. ეს კერძი ხრაშუნაა გარედან, ხოლო შიგნიდან რბილია, წააგავს ალადების ტექსტურას. მიუხედავად ამისა, სიმინდის ფქვილის გამო კაჩაპას ფერი მოყვითალოა, რაც ამერიკულ და ვენესუელურ მაჭკატებს განასხვავებს.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Cachapa. ციტირების თარიღი: 1.10.25.
- ↑ Cachapas Recipe (Venezuelan fresh corn pancakes). ციტირების თარიღი: 1.10.25.
- ↑ SINIC. Gastronomía - CASANARE.
- ↑ Gastronomía - VICHADA.
- ↑ Receta tradicional: cómo preparar las auténticas cachapas venezolanas (1.10.25).