კაშგარის ქედი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
კაშგარის ქედი
მწვერვალი მუზტაგატა
მწვერვალი მუზტაგატა
კოორდინატები: 38°15′ ჩ. გ. 75°25′ ა. გ. / 38.250° ჩ. გ. 75.417° ა. გ. / 38.250; 75.417
ქვეყანა ჩინეთის დროშა ჩინეთი
უმაღლესი წერტილი კონგური
სიმაღლე 7719 
სიგრძე 100 კმ
სიგანე 100 კმ
კაშგარის ქედი — ჩინეთი
კაშგარის ქედი

კაშგარის ქედი, კონგურმუზტაგი — ქედი ჩინეთში, კუნლუნის დასავლეთ დაბოლოებაზე. გაწოლილია მდინარეებს გიოზდარიასა და ტაშკურგანს შორის. სიგრძე დაახლოებით 100 კმ. მაქსიმალური სიმაღლე 7719 მ (მწვერვალი კონგური). გაბატონებული სიმაღლეებია 5000–6000 მ.[1] სიმაღლით მეორე მწვერვალია მუზტაგატა (7546 მ), რომელიც მრავალრიცხოვანი მყინვარებითაა შემოსილი. კაშგარის ქედი აგებულია გრანიტებით, გნაისებითა და კვარციტებით. ნიშანდობლივია ბასრი თხემი და პიკები, ციცაბო ფერდობები, ღრმა ხეობები. დამახასიათებელია მთის სტეპი და ალპური მდელოები. გაბატონებულია მძლავრი გამყინვარება, რომლის საერთო ფართობია 600 კმ². მდინარეთა ხეობებშია ტუგაის ტყე. მთისძირში გვხვდება უდაბნო და ნახევარუდაბნო. განვითარებულია ალპინიზმი და ტურიზმი.[2]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]